გართობაუცნაური

10 ყველაზე უცნაური ადგილი,სადაც ადამიანს უცხოვრია

image

10 ყველაზე უცნაური ადგილი,სადაც ადამიანს უცხოვრია

1.კარადაში უცხო ადამიანია.

image

იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში მცხოვრებმა 57 წლის მამაკაცმა შეამჩნია, რომ მისი სამზარეულოდან საკვები ქრებოდა, ამიტომ მიიღო საგანგებო ზომები და დააყენა ფარული კამერები.ჰოი საოცრებავ, თურმე მისი ტანსაცმლის კარადაში უკვე ერთი წელია უსახლკარო მამაკაცი ჩასახლებულა, რომელიც მაშინ შემოპარულა სახლში, როცა მეპატრონეს გასვლისას კარი დარჩენია ღია.

 

2.ცხოვრება მიცვალებულთან.

image

 

მიჩიგანში 72 წლის ქალს ლინდა ჩეიზს გარდაეცვალა პარტნიორი, რომელთანაც 10 წლიანი ურთიერთობა აკავშირებდა.მას იმდენად ეშინოდა მარტოობის, რომ მან არც კი გაამხილა მისი გარდაცვალება და 18 თვე სახლში მისაღებ ოთახში სავარძელში ყავდა მოთავსებული და სერიალებს ერთად უყურებდნენ.

3.ცხოვრება სავაჭრო ცენტრში.

image

 

2003 წელს მაიკლ ტაუსენდი და მისი რამოდენიმე მეგობარი შესახლდა სავაჭრო ცენტრის გამოუყენებელ ფართში, მათმა იქ მშვენიერი ერთ ოთახიანი კომფორტული ბინა მოიწყვეს.საშხაპედ გასაყიდ კაბინებს იყენებდნენ.ეს ყველაფერი 4 წელს გაგრძელდა, სანამ დაცვამ არ მიაგნო მათ.

4.ცხოვრება მღვიმეში.

image

 

56 წლის როი მური 4 წელი ცხოვრობდა ნიუ-მექსიკოს ტერიტორიაზე მდებარე მღვიმეში, სანამ ღუმელიდან გამოსულმა კვამლმა არ გააღწია მღვიმის ტერიტორიას და არ მიიქცია მოსახლეობის ყურადღება.

 

5.ცხოვრება ყოფილი შეყვარებულის სხვენში.

image

 

ერთ ამერიკელ ქალს დილით ხმაური შემოესმა სხვენიდან შეეშინდა და თავის ორ ყმაწვილთან ერთად ავიდა დასათვალიერებლად, იქ კი აღმოაჩინა, რომ მის სხვენში ჩასახლებულა მისი ყოფილი შეყვარებული, რომელსაც 12 წლის წინ დაშორდა და 2 კვირის გამოსული იყო ციხიდან.

6.ცხოვრება ჯუნგლებში.

image

 

8 წლის კამბოჯელი გოგონა მის პატარა დაიკოსთან ერთად, მაშინ დაიკარგნენ, როცა მათ სოფელს კამეჩების ნახირი დაესხა თავს.ერთი და მხოლოდ 19 წლის გასვლის შემდეგ იპოვა თანასოფლელებმა სრულიად შიშველი და გაველურებული, მან ადამიანურ ყოფაში დაბრუნება არ ისურვა.

 

7.ცხოვრება მინიატურულ სახლში.

image

 

50 წლის პარიზელი მამაკაცი 15 წელი ცხოვრობდა ოთახში, რომლის საერთო ფართი იყო 1, 5 м².

 

8.ცხოვრება მიწისქვეშა გვირაბში.

image

 

მისურის შტატში ქალაქ კანზა-სიტთან ახლოს ტყეში აღმოაჩინეს მიწისქვეშა გვირაბი, სადაც წლების მანძილზე ცხოვრობდა რამოდენიმე ათეული ადამიანი და რაც ყველაზე საგანგაშოა ამ მიწაში ცხოვრობდნენ ბავშვები.გვირაბის ახლოს იპოვეს ნაგავსაყრელი, სადაც უამრავი უკვე გამოყენებული საბავშვო საფენები ნახეს.

9.ცხოვრება სკოლის ავტობუსში.

 

image

მას შემდეგ რაც 12 წლის ბიჭუნას და 5 წლის გოგონას მშობლები ციხეში მოხვდნენ მათი მეთვალყურეობა დეიდასდაევალა, მაგრამ მას 12 საათიანი სამუშაო გრაფიკის გამო ბავშვებისათვის დრო არ რჩებოდა.ამიტომ პატარებმაუკეთესი გამოსავალი ნახეს, ისინი სკოლის ავტობუსში დაბინავდნენ, სადაც საშხაპეც იყო, კონდიციორერიც დასაწოლიც.ისინი შემთხვევით ფოსტალიონმა აღმოაჩინა.

10.ცხოვრება კონტაქტის გარეშე.

image

1936 წელს რუსეთში რელიგიური დევნის გამო მთებს თავი შეაფარა ერთმა ოჯახმა, რომელთა არსებობაც 40 წლისშემდეგ შეიტყო გეოლოგემა.ოჯახი უკვე6 წევრისაგან შედგებოდა.ისინი მხოლოდ ბოსტნეულით იკვებებოდნენ,ეცვათ პირველყოფილებივით და მეტყველებაც დამახინჯებული ჰქონდათ.

წყარო : http://intermedia.ge

იხილეთ ასევე
Close
Back to top button