არქივი

კარლ გუსტავ იუნგი და წითელი წიგნი

0f8bb1f08c9f

კარლ გუსტავ იუნგი (Carl Gustav Jung) იყო შვეიცარიელი ფსიქიატრი და ანალიტიკური ფსიქოლოგიის დამფუძნებელი. (1875-1961) მისი უნიკალური და 14carl jung glassesგავლენიანი შეხედულება ფსიქოლოგიაზე ყურადღებას ამახვილებს ფსიქიკის გაანალიზებაზე სიზმრების, ხელოვნების, მითოლოგიის, მსოფლიო რელიგიებისა და ფილოსოფიის სამყაროთა შესწავლით. მიუხედავად იმისა, რომ ის პირველი არ ყოფილა, რომელმაც სიზმრების ანალიზი სცადა, ის უდაოდ ყველაზე ცნობილი პიონერია ამ დარგში. თუმცა ის თეორეტიკოსი ფსიქოლოგი იყო და მთელი ცხოვრება კლინიკურ პრაქტიკას ეწეოდა, მისი ცხოვრებისეული ნაშრომების უმრავლესობა სხვა იდეათა შემეცნებას ეთმობა, როგორიცაა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფილოსოფია, ალქიმია, ასტროლოგია, სოციოლოგია, ლიტარატურა და ხელოვნება. სხვათაშორის ზიგმუნდის გულითადი მეგობარი იყო სანამ 1913 წელს რაღაცა განხეთქილების გამო არ გაუბდრნენ… :|

  • დიპლომატიის არდადეგებს ომი ეწოდება.

ეს ისე =))) იუნგის ფრაზა რომელიც ძალიან მომწონს =)))

640570fa9c8a

წითელი წიგნი

«წითელი წიგნი», ასევე ცნობილი სახელწოდებით Liber Novus («ახალი წიგნი») — ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი კარლ გუსტავ იუნგის მანუსკრიპტი, შექმნილი 51jgzb0terl sl5001914-30 წლებში; ითვლის 205 გვერდს, რომელთა ნაწილი საკუთრივ ავტორის მიერ არის ილუსტრირებული. წიგნზე მუშაობა იუნგმა დაიწყო ფროიდთან ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ, რაც 1913 წელს მოხდა. ფსიქოლოგის ახლობლები და მემკვიდრეები დიდი ხნის განმავლობაში ფსიქოლოგიისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი წიგნის პუბლიკაციას ეწინააღმდეგებოდნენ. მანუსკრიპტთან მკვლევარების დაშვება შესაძლებელი გახდა მხოლოდ 2001 წელს, ხოლო ფართო საზოგადოებისთვის წიგნის მისაწვდომი გახდა 2009 წელს პუბლიკაციის შემდეგ.

_______________________________________________________________________________________

ილუსტრაციები წითელი წიგნიდან:

98bf47c1f1ce

e6cff46f6d3a

895d40571b89

e3009fdfddfe

cbf8fc73d850

09c68b76c15d

წიგნის ატვირთვა დამეზარა :)))) ვისაც უნდა შემიძლია გავუგზავნო =)))

წყარო: kate_alukard’s blog =)

იხილეთ ასევე
Close
Back to top button