გამოგონებასასარგებლო

სიგარეტი რომელიც არ გავნებს


იაპონელები უნიკოტინო თამბაქოს გამოიყვანენ . იაპონელი სპეციალისტების ჯგუფმა ამოიცნო თამბაქოს ფოთლებში ნიკოტინის დაგროვების მექანიზმი, რაც შესაძლებლობას იძლევა, შეიქმნას უვნებელი სიგარეტები. ამას კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორი კაძუფუმი იაბუკი ამტკიცებს,რომელმაც თავისი კვლევების შედეგები ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა აკადემიის ელექტრონულ გამოშვებაში გამოაქვეყნა. 
ნიკოტინი, როგორც ის წერს, წარმოიქმნება თამბაქოს ფესვებში და წყალთან ერთად მის ფოთლებში ხვდება. მას იქ იაპონელების მიერ აღმოჩენილი განსაკუთრებული ცილა ჩაიჭერს, რომელიც ხელს უწყობს ამ ნივთიერების დაგროვებას უჯრედებში. სწორედ პროფესორ იაბუკს მიაჩნია, რომ ამ პროცესში გენეტიკურ დონეზე ჩარევა შესაძლებლობას მოგვეცმს, შევქმნათ უნიკოტინო თამბაქო, რომელიც ჩვეულებრივისგან გემოთი განსხვავებული არ იქნება.

გამორიცხული არ არის, აგრეთვე, რომ იაპონელების მიერ აღმოჩენილი მექანიზმის საშუალებით შესაძლებელლი იქნება, თავიდან შეიქმნას მცენარეები საჭირო მონაცემებით და აუცილებელი ორგანული დამატებებით

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close