გასართობისაკითხავი

პენტაგრამა



პენტაგრამა ეს არის 5 ქიმიანი ვარსკვლავი, ფიგურა,რომელიც გამოიყენება მაგიურ და ოკულტურ სიმბოლოდ გნოსტიკების,მასონების,კაბალისტების,მაგების,ვიკანების,სატანისტების და სხვათა მიერ. როგორც ჩანს ფიგურის გეომეტრიულ აგებულებასა
და პროპორციებშიარის რაღაც აშკარად მიმზიდველი. ყვლაზე გავრცელებული აზრით პენტაგრამის 5 ქიმი აღნიშნავს ჰაერს,ცეცხლს,მიწას,წყალს და სულს. ზოგიერთი ამბობს,რომ პენტაგრამის მისტიკურობა სწორედ ციფრ 5-ში დევს, და ამ ციფრს უკავშირებენ
ქრისტეს 5 ჭრილობას (2 კოჭზე, 2 მაჯაზე, 1 გვერდში). ზოგი ქრისტიანის აზრით კი პენტაგრამა ეშმაკის ჩლიქის გამოსახულებაა.

ცნობილია რომ:
* რომის იმპერატორი კონსტანტინე სწორედ პენტაგრამას იყენებდა,როგორც ბეჭედსა და ამულეტს.
* პენტაგრამას ბეთლემის ვარსკვლავსაც ადარებენ
*ინგლისელმა მეომარმა გავაინმა, მეფე არტურის დისშვილმა პენტაგრამა შეარჩია მის პერსონალურ სიმბოლოდ და თავის ფარზე გამოსახა. ეს
ვარსკვლავი ოქროთი იყო გაკეთებული და უკან წითელი ფონი ჰქონდა. 5 ქიმი კი გამოსახავდა რაინდის 5 თვისებას: დიდსულოვნებას,
ზრდილობიანობას, უმწიკვლოებას, მამაცობასა და ღვთისმოშიშობას.

დღევანდელობაში:
*ვიკას რელიგია დაფუძნებულია ანტიკურ კელტურ ღვთაებებსა და სიმბოლოებზე. მათი მთავარი სიმბოლო სწორედ პენტაგრამაა.
ვიკანები თვლიან,რომ პენტაგრამა ანტიკური ღვთაების,მორგანის სიმბოლოა. ბევრი ატარებს სამკაულებს,რომელზეც ესეთი 5 ქიმიანი ვარსკვლავია, ასევე გამოისახავენ სხეულზე და ა.შ.
* როკ ჯგუფებშიც შეინიშნება მიდრეკილება ამ სიმბოლოსადმი, ზოგიერთი ჯგუფის ალბომის გარეკანზე არც თუ ისე იშვიათი სტუმარია პენტაგრამა : )) უცნაურია,მაგრამ უმეტესობა მათგანი,ამას იმიტომ აკეთებს,რომ შეიქმნას ,,ცუდი” იმიჯი და ამ გზით გახდეს უფრო პოპულარული. ასეთი ჯგუფებია: Morbid Angel- ა.შ.შ-დან, Emperor – ნორვეიდან, Dark Funeral- შვედეთიდან, Rotting Christ – საბერძნეთიდან და ა.შ.
* უამრავი რელიგიური თუ სპირიტული ჯგუფები პენტაგრამას იყენებენ რიტუალებში.
*ოკულტისტები პენტაგრამას იყენებენ, როგორც თილისმას, ეშმაკისგან თავდასაცავად და თვლიან, რომ ეს ნიშანი აძლევს მათ ოკულტურ ცოდნასა და ძალას. ისინი მიწაზეც კი ხატავენ ხოლმე ასეთ ვარსკვლავს და ზედ დგებიან, რადგან ასე უფრო კარგად ამყარებენ კავშირს ოკულტურ ძალებთან.


ბაფჰომეტის ნიშანი
ჩვენთვის ცნობილია პენტაგრამა,რომელშიც თხის თავია გამოსახული. მას შავ თხას, ეშმაკის თხას, თხის თავს და იუდას თხასაც უწოდებენ. მეოცე საუკუნეში კარლ კელნერმა და სხვა გერმანელმა ოკულტისტებმა თავიანთი ინგლისური სექციის სათავეში დანიშნეს ინგლისელი ოკულტისტი ალისტერ კროული, რომელმაც თავის მაგიურ სახელად აირჩია ბაფჰომეტი. (ანუ როგორც ჩანს ეს თხის თავი კროულს გამოსახავს ალბათ :lol2: ) დღესდღეობით ბაფჰომეტის ნიშანი ფართოდ გამოიყენება სატანისტურ რელიგიაში.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close