საკითხავისაქართველო

Just My Opinion


ეს არის უბრალოდ ჩემი აზრი და მეტი არაფერი, ამიტომ არ სჭირდება არანაირი გაკრიტიკება.

დღესდღეობით ახალგაზრდობა ძალიან შეცვლილია. მე ვლაპარაკობ არა მთლიანად მასაზე არამედ ნაწილზე (თუმცა ეს ნაწილი უმრავლესობას წარმოადგენს ) ეს არის მიზეზები რის გამოც მათ არ ვეთანხმები:

1. ე. წ. ”ძერსკობა”
რატომღაც ეს ხალხი ფიქრობს, რაც უფრო ძერსკი ხარ და სვეწკი, მით უფრო დიდ სიმპატიებს მოიპოვებ საზოგადოებაში..
და რაში მდგომარეობს ეს ძერკობა?!  ჯერ ყოველდღიურობაში ვიტყვი. რაც უფრო ”ძერსკად” გაცვია.. რაც უფრო  ”ძერსკ საზოგადოებასთან გაქვს კონტაქტი. რაც უფრო პრესტიჟულ ადგილას ცხოვრობ და ა. შ….
და ინტერნეტში კი ამაში მდგომარეობს: დიდი და პატარა ასოებით წერა. ბევრი კონტაქტების დამატება ადნოებში თუ სკაიპში. ეგაა რა. ხო კიდე ეებით დაბოლოება სიტყვების. (მაგ: ბიჭებე და გოგოებე )
http://bichebe-gogoebe.piczo.com/?g=1&cr=5  —-> ეს არის მსგავსი საიტი.

2. ორიგინალურობა
ცდილობენ რომ განსხვავებულები იყვნენ,მაგრამ სინამდვილეში ემსგავსებიან ერთ მთლიან მასას, რომლებიც იცვამენ    ვითომდა “გამორჩეულად” . იცვამენ რაღაც “ბომჟურ”    ტანსაცმელს და ა.შ. ცდილობენ მოიქცნენ სხვანაირად და გოგოებს ხშირ შემთხვევაში ეს გამოსდით  “ქაჯობად” და მეტი არაფერი.. ბიჭებზე რავიცი აღარ დავწერ. უმეტეს შემთხვევაში გოგონებს ემართებათ ხოლმე ასეთი რაღაცები..

3. ე. წ. “პანკები”
ადამიანები რომლებიც ცდილობენ რომ არ იყვნენ მასის მსგავსები. ეს ასე თუ ისე გამოსდით. ხდებიან ექსტრაორდინა-ლურები,
ოღონდ ექსტრაორდინალურად ცუდები. იკეთებენ ათასგვარ სვირინგს, ეკლიან სამაჯურებს და ათასგვარ სისულელეებს.
იხატავენ ასევე თვალებს და მოკლედ რაღაცა საშინელებაა რა..
მეტს აღარაფერს დავწერ. ეს არის უბრალოდ ჩემი აზრი, ახლა თუ გინდათ გამაკრიტიკეთ და
რაც გინდათ ის ქენით.
მაგრამ მგონი საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს. არ ვიცი შეიძლება ვცდები. მაშინ მითხარით.. :)

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close