არქივი

თურმე …

e444d09389f5

cf85e3b5a7ad
1 . აფრიკაში დაიწყეს ბეჰემოთების მოშენება… სახორცედ. მათი ხორცი, თურმე საკმაოდ ყუათიანია და ერთ ბეჰემოთს იმდენი ხორცის მოცემა შეუძლია, რამდენსაც 15 ძროხა იძლევა.

42ebd8a66c67
2.  უძველესი ზარი, თურმე ასურეთში ჩამოუსხამთ ძვ წ-აღ IX საუკუნეში . მაშინაც იგი მორწმუნეებს საყოველთაო ლოცვისკენ მოუწოდებდა.

ed2a7bb20e60
3.  თურმე ყველაზე მეტ ყურადღებას ქუჩაზე გადასვლისას შინაური ცხოველებიდან ბატი იჩენს, ყველაზე ნაკლებს -ძაღლი, ხოლო ადამიანი კიდევ უფრო უყურადღებოა.

ab498354668d
4. მსოფლიოს მოსახლეობის 4% დიდ სიამოვნებას ღებულობს ტელევიზიაში რეკლამების ყურებით და ვერ იტანს ჩვეულებრივ გადაცემებს.

38845a916d6d
5.  ძვ. რომში უყვარდათ დიდი და მდიდრული სადილების გამართვა, ამასთან, პოლიტიკოსები თავიანთ ”წინნა საარჩევნო კამპანიებს” სწორედ ხალხისთვის უფასო ღრეობების მოწყობით იწყებდნენ.

790c450c84f5
6. გერმანელი ექიმები ირწმუნებიან, რომ მწვანე განათება ხელს უწყობს მადის მომატებას, წითელი-პირიქით.

0d73b8be1140
7.  მანქანით კუბოს წაღების რიტუალი ქალაქ ჰემპფილდის მცხოვრებმა ჯორჯ სვენსონმა შემოიღო,რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ასეთი რიტუალი სკვითების მოგონილი იყო, ოღონდ ისინი ამისთვის ცხენს იყენებდნენ.

2e614e7f5cf7
8.  ლონდონში ჩერჩილის ძეგლზე არასოდეს არ ზიან მტრედები, რადგან მისი თავი და მხრები წვრილი, ალესილი შეუმჩნეველი ”ნემსებით” არის დაფარული.

5dbb2c32fd08
9.  ჯეიმზ მედისონი აშშ-ს პრეზიდენტებს შორის ყველაზე დაბალი იყო -162სმ , ხოლო ყველაზე მაღალი აბრაამ ლინკოლნი – 193 სმ.

318e67bf6439
10.  ბენჟამინ ფრანკლინი გამოდიოდა მოთხოვნით, რომ ამერიკის ეროვნულ ფრინველად გამოცხადებულიყო ინდაური

მსგავსი ამბები

Back to top button