არქივი

ქართული მინანქარი მსოფლიოში უნიკალურია

75316454nq0

საქართველოში ტიხრული მინანქრის ხელოვნების უდიდესი სკოლა არსებობს. მუზეუმის საგანძურის დათვალეერებისას არაერთი უცხოელი სტუმარი გაოცებულა ქართული მინანქრის უნიკალური და გამორჩეული ნიმუშებით, თანაც ეს ნიმუშები უძველესია … სამწუხაროდ ტიხრული მინანქრის ტექნიკა ჩვენმა მხატვრებმა ერთხანს თითქოს მიივიწყეს, ბოლო დროს კი არაერთი მხატვარი დაუბრუნდა უნიკალური ტრადიციების მქონე ქართულ მინანქარს. 

თბილისში გამართულმა ტიხრული მინანქრის პირველმა საერთაშორისო ბიენალემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თანამედროვე ქართული ტიხრული მინანქარი მსოფლიოში პირველობას არ თმობს. ბიენალში 12 ქვეყნის მხატვრები მონაწილეობდნენ. ხუთივე ნომინაციაში კი მხოლოდ ქართველებმა გაიმარჯვეს.

ტიხრული მინანქრით შესრულებული ნიმუშები განსაკუთრებით მოსწონთ უცხოელებს … იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს გამორჩეული ტექნიკა, ამას ხელს მრავალსაუკუნოვანი ტრადიციაც უწყობს.

ჯუდი სტოუნმა, ამ გამოფენის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა აღნიშნა, ასეთი ხელოვნება არსად არ მინახავსო.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button