გართობა
გალაკტიონი და კონსტანტინე
ალბათ იცით რომ გენიოსებსაც ხშირად ემართEბათ კურიოზები…. აი ერთ-ერთი მათგანი ამ ორ გენიალურ პერსონაზე…
ერთ ასეთ ისტორიას ყვებიან:
კონსტანტინეს უთქვამს გალასთვის – ჩვენ დიდი ხალხი ვართ და შესაბამისადაც უნდა მივმართოთ ერთმანეთს სხვათა დასანახადო, მე გეტყვიო მისალმებისას – საქართველოს პოეტების მეფეს, დიდ გალაქტიონს გაუმარჯოსო, შენ კი მითხარიო – ქართული პროზის ლომს, დიდ კონსტანტინეს გაუმარჯოსო. ჰოდა შეთანხმებულან და ხელიც დაურტყამთ ერთმანეთისთვის. ცოტა ხნის მერე ვიღაცის დაკრძალვისას კონსტანტინეს გალაქტიონის დანახვაზე უთქვამს: საქართველოს პოეტების მეფეს, დიდ გალაქტიონს გაუმარჯოსო, რაზედაც გალას უპასუხია – ვააააა, კოწიას ვახლავარო!
წყარო: burusi.wordpress.com