გართობა

ნატურალური თაფლი

Image Hosted by ImageShack.us
ნატურალური თაფლი შეიცავს 35% გლუკოზასა და 38% ფრუქტოზას, ცოტცოტა რაოდენობით თითქმის ყველა ვიტამინს, მინერალურ ნივთიერებებს, ორგანულ მჟავეებს, ფერმენტებს. 100გ. თაფლი შეიცავს 308 კილოკალორიას. დღე-ღამის დოზა არ უნ¬და აღემატებოდეს 80-100 გრამს.
კუჭის დაავადების დროს, როცა სეკრეცია აწეულია, შეგიძლიათ მიიღოთ თბილ წყალში გახსნილი თაფლი ჭამის წინ 1-2 საათით ადრე, დაწეული სეკრეციის დროს ცივ წყალში გახნილი.
ნატურალური თაფლი ხანგრძლივი შენახვისას კრისტალდება და სქელდება. თუ თაფლის გათხელება გინდათ, ნუ აადუღებთ. მოათავსეთ ჭურჭლიანად ცხელ წყალში, რომლის ტემპერატურა 600-ს არ აღემატება. თუ თაფლში გლუკოზა სჭარბობს, იგი კრისტალდება, თუ ფრუქტოზა არა და არც სქელდება.
ხელოვნური თაფლი მიიღება შაქრისა და ლიმონჟავას დუღილის შედეგად, რომელსაც ნატურალურ თაფლს უმატებენ. ხელოვნური თაფლი შეიცავს მხოლოდ გლუკოზას და ფრუქტოზას, 30% შაქარს და არ შეიცავს ნატურალურ თაფლში შემავალ სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს.
დინდგელი წარმოადგენს ფისოვან მოყვითალომოყავისფრო ნივთიერებას. მას ამზადებენ ფუტკრები სკის ნაპრალების ამოსალესად.

მსგავსი ამბები

Back to top button