არქივი

ჩონჩხი

საყრდენ-მამოძრავებელ ორგანოთა სისტემა
ჩონჩხის ფუნქციები:

  1. დამცველობითი;
  2. მოძრაობის პასიური ორგანო;
  3. სისხლმბადი ორგანო (ძვლის წითელი ტვინი).
აგებულია ძვლოვანი ქსოვილისგან ძვლოვანი ქსოვილი აგებულია შემაერთებელი ქსოვილით, უჯრედშორისი ნივთიერება ძვლოვანი ფირფიტებია.

tanat

ძვლის ქიმიური შედგენილობა: ორგანული ნივთიერება ოსეინი, ანიჭებს დრეკადობას, არაორგანული ნივთიერებები Ca, P ანიჭებენ სიმტკიცეს.

ძვლის შეერთება შეიძლება იყოს უძრავი (ქალა, გავა), მოძრავი (სახსარი (შიგნითაა სინოვიალური სითხე)) დანახევრად მოძრავი (ხრტილი (ხერხემლის მალები, ნეკნები, მკერდის ძვალი))

ჩონჩხის ნაწილები:

jnp9w
თავისქალა (შუბლის, კეფის, თხემის საფეთქლის (ბრტყელი უძრავი) ძვლები), სახე (ზედა ყბის, ქვედა ყბის, ცხვირის ნიჭარა, ცხვირის, ყვრიმალის, სასა, სახნისი, საცრემლე (ბრტყელი, უძრავი (გარდა ქვედა ყბისა)) ძვლები


f0pzh
ტანის: ნეკნები შეერთებულია 12 გულმკერდის მალასთან. 7 წყვილი ხრტილიტაა მიმაგრებული უშუალოდ მკერდის ძვალთან, 5 წყვილი – თავისუფლადაა. ხერხემალი: 7 კისრის, 12 გულმკერდის, 5 წელის, 5 გავის, 4-5 კუდუსუნის მალები.

hen2i

ზედა კიდურები: სარტყელი – ლავიწი (მოკლე) და ბეჭი (ბრტყელი), თავისუფალი კიდურები – მხარი, წინა მხარი (სხივი და იდაყვის ძვლები), 8 მაჯის ძვალი, 5 ნების და 14 ფალანგების.

vjec8

ქვედა კიდურები: სარტყელი – მენჯი გავასთან უძრავად შეერთებული, თავისუფალი კიდურები – ბარძაყი, წვივი (დიდი და მცირე), ტერფი (ქუსლი, 5 ნების, 14 ფალანგი).

 

წყარო : https://docs.google.com

მსგავსი ამბები

Back to top button