არქივი

მარკიზ დე სადი – გარყვნილი მწერლის პორტრეტი

0cb18c196862
ფრანგი მწერალი, ფილოსოფოსი, ჰედონისტი, ათეისტი, ლიბერტინაჟის მიმდევარი და საერთოდ, ძალიან საინტერსო პიროვნება. დე სადის სრული სახელი არის დონატიე ალფონს ფრანსუა დე სადი.(1740-1814) საყოველთაოდ ცნობილია მარკიზ დე სადის სახელით. იგი განსაკუთრებით ცნობილი გახდა თავისი ნაწარმოებებით, რომლებშიც შედის ძალმომრეობისა და პორნოგრაფიის ამსახველი პასაჟები, რასაც, ისევე როგორც თავის აღვირახსნილ ცხოვრებას, ავტორი ფილოსოფიურ გამართლებას აძლევს. თავისი რომანებისა და ცხოვრების სტილის გამო სადმა 30 წელი ციხეში გაატარა. სადის სახელიდან გამომდინარე ფსიქიატრმა რიჩარდ ფონ კრაფტ ებინგმა შემოიღო სიტყვა “სადიზმი”, რაც ნიშნავს სხვისადმი ტკივილის მიყენებით გამოწვეულ სიამოვნებასა და “სექსუალურ აღგზნებას”.

9bc9cedf3943

მარკიზ დე სადი საფრანგეთის სამხრეთში, პატარა სოფელ ლა კოსტაში ცხოვრობდა.მისი ციხესიმაგრე გორაკის თავზე დღემდე დგას და მთელ სოფელს გადმოჰყურებს. ეს სახლი მისმა მსახურებმა ბევრჯერ გაქურდეს, გაძარცვული სასახლე ჩამოხსნილი ფანჯრებითა და დანგრეული კედლებით იქაურ მაცხოვრებლებს გამუდმებით ახსენებდა იმას, თუ რა ხდებოდა წლების განმავლობაში ამ ლეგენდარულ შენობაში.ერთ დროს ეს სასახლე ყველაზე სამარცხვინო ადგილად ითვლებოდა. ახლა კი ღირშესანიშნაობად ითვლება. დრო შეიცვალა ეს ციხესიმაგრე პიერ კარდენმა იყიდა და პირობა დადო, რომ მას აღადგენდა. ახლა იგი თეატრის მოყვარულებს იზიდავს, რადგან იქ კულტურის ფესტივალები იმართება. არსებობს მარკიზ დე სადი  სახელობის პრემია”თავისუფალი აზრი”. ჯილდო შავი ტყავის მათრახია.
მარკიზ დესადმა გარყვნილებისა და ძალადობის გამო ციხეში 30 წელი გაატრა. სოფელში დიდი მითქმა -მოთქმა იყო იმის თაობაზე , რომ სულ სამიოდე წლის წინ ზაფხულის საღამოობით სხვადასხვა ჯურის გარყვნილები ციხესიმაგრის ნანგრევებზე იკრიბებოდნენ და სადომაზოხიზმის სეანსებს ატარებდნენ.
მარკიზს სიცოცხლეშივე ჰქნოდა გარყვნილის რეპუტაცია, თუმცაღა შესანიშნავ მწერლად და გამორჩეულ ფილოსოფოსად მიიჩნევდნენ. რაც შეეხება გარყვნილებას , მისი მიმდევრები ირწმუნებიან, რომ განსაკუთრებული მარკიზს არც არაფერი ჩაუდენია. მის დროს პარიზში 40 ათასი ჰომოსექსუალი ცხოვრობდა და ყოველი 10 ქალიდან ერთი მეძავი იყო. მას დანაშაულად იმას კი არ უთვლიდნენ , რასაც აკეთებდა, არამედ იმას , რომ ამის შესახებ ხმამაღლა ლაპარაკობდა.

მარკიზ დე სადის ფილოსოფია

მარკიზი სასახლეში დაიბადა და სიცოცხლე სულით დაავადებულთა თავშესაფარში (საგიჟეთში) დასრულა. მისი რომანები ცოტას თუ წაუკითხავს, მაგრამ მის შესახებ ბევრმა იცის. მისი ფილოსოფია ასეთია:  ”მამაკაცმა თავისი ბუნებისა და სურვილების კარნახით უნდა იცხოვროს და სწორედ მაშინ იქნება ბედნიერი. ამისთვის კი აუცილებელია , მორალური და სულიერი ვალდებულებებისგან მთლიანად გაითავისუფლოს თავი. მას მხოლოდ საკუთარმა თავმა უნდა უკარნახოს, რა არის სწორი და რა არა.”  დე სადი 3 მონარქიასა და რევოლუციას შეესწრო და ნაპოლეონის დროსაც ცხოვრობდა. იგი ნებისმიერ ხანაში მიუღებელი იყო. ნაპოლეონის დაცემის შემდეგ მისი წიგნები აიკრძალა. ვიქტორიანულ ბრიტანეთში მისი ნაწარმოებები პორნოგრაფიად ითვლებოდა.მისი წიგნების გამოცემის უფლება ბრიტანეთში მხოლოდ მოგვიანებით გაიცა.

ნებიერი

დონატიე ალფონს ფრანსუა დე სადი მეტად წარჩინებული, გავლენიანი და პატივმოყვარე არისტოკრატის შვილი იყო. დედა, კარმენის მარკიზის ქალიშვილი, პრინცესა კონდეს სეფექალი იყო. იგი იმედოვნებდა, რომ მის ვაჟსა და პატარა პრინც დე კონდეს შორის მეგობრული ურთიერთობა იქნებოდა, რომელიც დაეხმარებოდა დონატიეს შემდგომში ცხოვრების მოწყობაში, მაგრამ ბიჭები ხშირად კინკლაობდნენ, ერთხელაც დე სადი მას სერიოზულად ეჩხუბა , სათამაშო წაართვა და აღარ დაუბრუნა. დედა იძულებული გახდა , თავისი ვაჟი ბებიასთან გაემგავრებინა. სადაც ქალების გარემოცვაში გაიზარდა.ისინი ეთაყვანებოდნენ, ყველა სურვილს უსრულებდნენ მას. მამამისი ელჩი იყო და თავისი დროის გამოჩენილ ადამიანებთან მეგობრობდა. იგი ან წერდა , ან ფრანგ ლამაზმანებთან ატარებდა დროს, სახლში მეძავები ჰყავდა. მამამ ბიჭუნა აღსაზრდელად ბიძასთან გააგზავნა, რომელიც აბატი იყო და დიდი გავლენა მოახდინა დე სადზე. შემდეგ იგი სასწავლებლად იეზუიტების კოლეჯში გააგზავნეს.

ქორწინება

ახალაგაზრდა მარკიზს სასწავლებელზე სასიამოვნო მოგონებები ნამდვილად არ დარჩენია. გადაწყვიტა სამხედრო მოსამსახურე გამხდარიყო. სამეფო გვარდიაში იმსახურა და ომში ისეთი სიმამაცე გამოიჩინა დააჯილდოვეს .მას შესანიშნავი გარეგნობა ჰქონდა, მამაცი და განათლებული იყო და კარიერა ადვილად გაიკეთა. 18 წლისას კაპიტნის ჩინი მინიჭეს , შემდეგ კავალერიის პოლკოვნიკის.იგი ბანქოს თამაშმა გაიტაცა და საკმაო ფულიც წააგო, რამაც მამამისი სასტიკად განარისხა.
მშობლებმა დესადს საშუალო ფენის მდიდარი ქალი რენე -პელაჟი კორდიე დე მონტრეი შერთეს(17 მაისი,1763). მარკიზს ქორწინებამ იმედები გაუცრუა, თუმცაღა მას უერთგუელესი ცოლი ჰყავდა და მისი ციხეში ყოფნისას ყოველდღიურად წერდა წერილებს.

სკანდალები მეძავებთან

მარკიზ დე სადმა თავისი სკანდალური თავგადასავლები ქორწინების შემდეგ დაიწყო. ერთხელს მეძავმა საროსკიპოს უფროსთან უჩივლა. მარკიზს ქალზე ძალა არ უხმარია , მაგრამ ისე ელაპრაკებოდა,რომ შეაშინა. მოგვიანებით ძალადობაში მეორე მეძავმა ამხილა. მარკიზი ამის გამო დააპატიმრეს და პარიზიდან გაასახლეს. როცა პარიზში დაბრუნდა , ისვ ძველი საქმიანობა დაიწყო. მეძავებს მოწამლული კანფეტებით უმასპინძლდებოდა, სცემდა, აიძულებდა მისი გარყვნილი სურვილები, შეესრულებინათ, პოლიციას კი ფულს უხდიდა და ათავისუფლებდნენ. მისი სახლიდან ისეთი ხმაური და წივილ-კივილი ისმოდა, მეზობლები ჩიოდნენ და ინსპექტორმა საროსკიპოს ხელმძღვანელობა გაფრთხილა, მარკიზ დე სადისათვის მეძავები სახლში არ გაეტანებინათ.

მწერალი და რეჟისორი

დე სადი სამხედრო კარიერაზე მეტად წერამ დააინტერესა, სახელგანთქმულ ”კომედი ფრანსეზში” თავისი პიესა ”მაცდური” დადგა, რომელსაც გრანდიოზული წარმატება ხვდა წილად. თავის მამულში ლაკოსტაში, კერძო თეატრი ააშენა და წარმოდგენებს მართავდა. მის პიესებში პროფესიონალი მსახიობები და მეძავები თამაშობდნენ.
ლაკოსტაში მათტან სტუმრად მისი ცოლისდა ჩამოვიდა, მასთან რომანი გააბა და ერთ დღეში იტალიაში გაიქცნენ., მაგრამ გზაში დააპატიმრეს. იგი ქორწინების შემდეგ ციხეში ბევრჯერ იჯდა. ერთხელაც ბასტილიაში გადაიყვანეს (1782), სწორედ იმ პერიოდში დაიწყო დიდი ფრანგლი რევოლუცია.
რომანების უმრავლესობა ციხეში დაიწერა. პარიზის მღელვარებების დროს შეეცადა, რევოლუციონერთა ყურადღება მიეპყრო და შესანიშნავად გამოუვიდა კიდეც.არისტოკრატი მარკიზი რევოლუციონერთა მხარეზე გადავიდა. გარკვეული ხნის განმავლობაში ის იგი საბჭოს წევრადაც კი მსახურობდა. შემდეგ სულიერი მდგომარეობის გამო და შარანტონში მოწყალების ძმების სახლში გადაიყვანეს. იქ იმდენად იყო გატაცებული თატრით, რომ ხელმძღვანელობამ პიესების დადგმის უფლებაც მისცა. სპექტაკლებში ძირითადად სულიერად დაავადებულებს ათამაშებდა. ასეთივე თეატრი დე სადს ციხეშიც ქონდა.

უსახელო საფლავი

მარკიზ დე სადი 74 წლისა გარდაიცვალა.სიკვდილის წინ დაწერა ანდერძი, რომლითაც ითხოვდა დაესაფლავებინათ ტყეში, მიეყარათ მისი საფლავისთვის რკოები, რომ გზა მის საფლავამდე ყოფილიყო დავიწყებული და თავად მისი სახელი ამოშლილიყო ადამიანთა მეხსიერებიდან. დე სადი მოკვდა შარანტონში 1814 წლის 2 დეკემბერს. მისი ანდერძი კი დარღვეულ იქნა. იგი დაკრძალეს უსახელო სასაფლაოზე, ადგილობრივი მღვდელი არ იყო გაფრთხილებული და დესადს ქრისტიანულად აუგეს წესი,მიუხედავად იმისა რომ იგი იყო ურწმუნო…

იხილეთ ასევე
Close
Back to top button