კულტურა

მეცნიერებმა ქეთევან წამებულის დაკარგულ ნაწილებს მიაგნეს!

2ba6db698fd8

ქალის გვამის ნაწილები, რომელიც ინდოეთში არსებულ ეკლესიაში იპოვეს, წმინდა ქეთევან დედოფალს ეკუთვნის!
დნმ-ის ანალიზებმა დაამტკიცეს, რომ ძვლის უძველესი ნაშთები, რომელიც ინდოეთის ქალაქ გოაში ინახება, ქეთევან დედოფალს ეკუთვნის. ამ გამოკვლევების შესახებ დაიწერა ჟურნალ Mitochondrion-ის იანვრის გამოცემაში.

ამ სიახლეს გადავაწყდი ამერიკულ სამეცნიერო საიტზე, სადაც ყოველდღე იდება სიახლეები მეცნიერების შესახებ და ნამდვილად გაოცებული დავრჩი.

  • მოკლედ ქეთევან დედოფლის ცხოვრების შესახებ

ქეთევანი 1600-იანი წლების საქართველოს სამეფოს, კახეთის დედოფალი იყო. მისი ქმრის სიკვდილის შემდეგ, სპარსეთის მმართველმა, შაჰ აბას პირველმა დაიპყრო სამეფო.

“შაჰ აბას პირველი თავად მიუძღოდა წინ არმიას ქართული სამეფოს დასაპყრობლად. მან ტყვედ ჩაიგდო დედოფალი.” – ამბობს ნირაჟ რაი. სწორედ ნირაჟ რაი მიუძღვება ზემოთ ნახსენებ ექსპედიციას. ნირაჟ რაი არის უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის ექსპერტი და რა თქმა უნდა ისტორიული განათლებაც საკმაოდ მაღალი აქვს.

დედოფალი ქეთევანი ტყვეობაში დაახლოებით ათი წლის განმავლობაში იმყოფებოდა ირანში. მაგრამ 1624 წელს შაჰ აბასმა ქეთევანს ქრისტიანობის დათმობა, ისლამის მიღება და მის ჰარამხანაში ცხოვრება მოსთხოვა. წმინდანმა მკაცრი უარი განაცხადა ამ ყველაფერზე. იგი სასტიკად აწამეს და საბოლოოდ 1624 წლის 22 სექტემბერს გარდაიცვალა.

მალევე ქეთევან დედოფალი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად იქნა შერაცხული.

ვრცლად წმინდანის ცხოვრების შესახებ.

  • დაკარგული რელიკვიები

სიკვდილამდე დედოფალი დაუმეგობრდა ფრანგი წარმოშობის, წმინდა ავგუსტინეს მონასტრის მონაზვნებს, რომლებიც ღირსეულად ემსახურებოდნენ დედოფალს. ლეგენდები გვეუბნებიან, რომ 1627 წელს, ორმა მონაზონმა საიდუმლოდ აიღეს დედოფლის წმინდა ნაწილები და ქვეყნიდან გაიტანეს. უძველესი პორტუგალიული ჩანაწერები მოგვითხრობენ, რომ წმინდანის ძვლები შავ სარკოფაგში იყო ჩალაგებული და წმინდა ავგუსტინეს ეკლესიაში იქნა შენახული, რომელიც ინდოეთში, გოაში მდებარეობდა.

სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში ეკლესია ნანგრევებად იქცა. მონასტერის დიდი ნაწილი ჩამოინგრა და მრავალი ძვირფასი რამ იქნა დაკარგული. ადრინდელმა ცდებმა, ეპოვნათ დედოფლის ძვლები, წარუმატებლად ჩაიარა.

სურათი: წმინდა ავგუსტინეს მონასტრის ნანგრევები
f356dc487ded

წარუმატებელი ცდების მიუხედავად, 2004 წელს მეცნიერების ჯგუფმა რაის ხელმძღვანელობით ხელახლა დაიწყეს ნანგრევების ტერიტორიის გამოკვლევა. საბედნიეროდ, მათ იპოვეს მკლავის ძვალი და კიდევ 2 ძვლის ფრაგმენტი. ასევე შავი სარკოფაგის ნაწილები.

  • იშვიათი წარმომავლობა

იმის დასამტკიცებლად, ეკუთვნოდა თუ არა ძვლები ქეთევან წამებულს, მეცნიერებმა გამოიკვლიეს მიტოქონდრიული დნმ და ასევე დნმ, რომელიც ციტოპლაზმაშია და გადადის მხოლოდ დედიდან შვილზე.

მკლავის ძვალი მიეკუთვნებოდა ქალბატონს, რომლის გენეტიკურ წარმომავლობას და ჰაპლოტიპს (ქრომოსომაზე ალელების მოცემული ლოკუსის უნიკალური კომბინაცია) მეცნიერებმა პირობითათ U1b უწოდეს. ინდოეთის სუბკონტინენტზე მეცნიერების მიერ გამოკვლეული 22 000 ადამიანიდან, არცერთი მათგანის გენეტიკა არ შეიცავდა U1b-ს, როდესაც 30 ქართველიდან უმრავლესობის ქრომოსომების კომბინაცია შეესაბამებოდა U1b-ს!

დანარჩენი 2 ძვლის ფრაგმენტი მიეკუთვნეობდა 2 ქალბატონს, რომელთა გენეტიკაც ემთხვეოდა ინდოელების გენეტიკის ნაწილს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქეთევან დედოფლის ძვლის ნაშთები 2 ადგილობრივი მონაზონის ძვლის ნაშთებთან ერთად ინახებოდა.

“ინდოეთის სუბკონტინენტზე ჰაპლოტიპი U1b საერთოდ არ არის, საქართველოში და ახლო რეგიონებში კი ის ფართოდ არის გავრცელებული და თითქმის ყველა ქართველის გენეტიკაშია. ეს ამტკიცებს, რომ მკლავის ძვალი ქართველ წმინდანს, ქეთევან დედოფალს ეკუთვნის.” – ამბობს რაი.

გამოკვლევები კარგად არის ჩატარებული, თუმცა ჟან-ჟაკ კასიმანი(იგი არ მონაწილეობდა ამ გამოკვლევებში), ცნობილი გენეტიკოსი ამბობს:

“დიდი ალბათობით ეს ძვლები დედოფალს მიეკუთვნება, მაგრამ ჩვენ 100%-ით ამას ვერ დავამტკიცებთ, სანამ ეს დნმ არ შედარდება დედოფლის ცოცხალი ნათესავების დნმ-ს. თუ ცოცხალი ნათესავები არ არსებობენ, მაშინ გარდაცვლილის.”

კასიმანი გულისხმობს ატომის ბირთვში არსებულ დნმ-ს, რომელიც სხეულის ნებისმიერ უჯრედში არის.

რაის გამოკვლევები უმეტესწილად მაინც სტატისტიკაზეა დამყარებული და თანაც საკმაოდ საფუძვლიან სტატისტიკებზე, თუმცა საბოლოოდ ეს ფაქტი დამტკიცდება მას შემდეგ, რაც დედოფლის დნმ შედარდება მისი ნათესავის დნმ-ს.

JusT1ce

empty

მსგავსი ამბები

Back to top button