გასართობიუკატეგორიო

სიტყვის ძალა…


სიტყვა წარმოადგენს ორმხრივ ერთეულს რომელშიც მატერიალური ფორმა შეერწყმის იდეურ შინაარსს (მნიშვნელობა).ეს არის სიტყვის ოფიციალური განმარტება : ).თითქმის ყოველ დღე,ადამიანი რამოდენიმე საათი ლაპარაკობს ვამბობთ უამრავ სიტყვას, ზოგი კარგად ჟღერს, ზოგი არც ისე.მაგრამ საინტერესოა,რომ ყოველთვის ვერ ვუფიქრდებით,რას ვამბობთ ან რა იგულისხმება ჩვენს ნათქვამში.სიტყვას დიდი ძალა აქვს.”და,პირველად იყო სიტყვა “ასე იწყება ყველასათვის კარგათ ნაცობი წმინდა წიგნი.დღევანდელ ყოფაში სიტყვამ დაკარგა ყველანაირი ღირებული მნიშვნელობა.ჩვენ ადამიანები,სიტყვას ვამბობთ ისე,რომ ზოგჯერ მისი მნიშვნელობაც კი არ გვესმის,არა თუ იმ სიტყვის პატრონები ვართ.ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა:სანამ სიტყვას იტყვი,შენ ხარ იმ სიტყვის პატრონი,მაგრამ სიტყვას,რომ იტყვი უკვე ის სიტყვაა შენი პატრონი.ამ ფრაზაში ბევრი რამეა დასაფიქრებელი და გასათვალისწინებელი, მაგრამ მე მინდა ხაზი გაუსვა ბოლო სიტყვას “პატრონი”.პარტონი რომელიც ძალიან არ გვიყვარს ადამაინებს და სწორედ ამ ჩვენი გაუაზრებელი ლაპარაკით ვიჩენთ ბევრ პატრონს.ლოგიკურია იკითხოს ადამიანმა როგორ გამოდის სიტყვა ჩვენი პატრონი? სულ ადვილადაც.ჩვენი ნათქვამი სიტყვა გვახასიათებს ჩვენ თვითონვე და სადმე რომ მოვხვდებით მოვა ვიღაც და გვეტყვის აი ეს სიტყვა ხო თქვი შენ ბატონო,ხოდა აქედან გამომდინარე ასეთი ხარო.იმედია დაგანახეთ სიტყვის ძალა და საჭიროება.საჭიროებაზე გამახსენდა.ადამიანი ორ შემთხვევაში უნდა იღებდეს ხმას,ერთი როცა რაღაცა აქვს სათქმელი და მეორე,როცა მისი ლაპარაკი საჭირო და აუცილებელია.ასე რომ თქვით სიტყვა გააზრებულად და ჭკვიანურად ისე რომ მერე თქვენივე ნათქვამმა სიტყვამ თქვენვე არ მოგჭრათ კბილი. ენის გაჩერებაში კბილები გვეხმარებოდა მაგრამ  დღეს კლავიატურაზე მბეჭდავ თითებსაც უნდა მოვუხერხოთ რამე…..

იმედია გაითვალისწინებთ :)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close