საკითხავი

რამდენიმე უცნობი ფაქტი ალბერტ აინშტაინზე…

დარწმუნებული ვარ ყველამ იცით, ვინ იყო ალბერტ აინშტაინი. ასე რომ, მის ვინაობაზე წერას არ დავიწყებ, გთავაზობთ რამდენიმე უცნობ ფაქტს მისი ცხოვრებიდან…….  

თურმე ბავშვობაში ალბერტს იმხელა თავი ჰქონდა, რომ დედას ბავშვი მშობიარობის დროს ტრავმირებული ეგონა. როცა ჩვილი ბებიამ პირველად ნახა, გაოცდა და თქვა, რომ ბავშვი იმდენად უნდა გასუქებულიყო, რომ თავის ზომა ყველას სტანდარტულად მოჩვენებოდა. ასეც მოხდა, ბავშვი გასუქდა და მემგონი ბებიის იმედიც გამართლდა….

ალბერტს გვიან დაუწყია ლაპარაკი, როგორც გავიგე თვლა 9 წლის ასაკში დაუწყია.. ამასთან იგი ძალიან იშვიათად იღებდა ხმას. ერთხელ როცა ოჯახი ვახშმობდა, პატარა ალბერტმა თქვა, რომ წვნიანი ძალიან ცხელი იყო. მშობლები აღელდნენ რა თქმა უნდა და ეკითხებოდნენ, რატო არ იღებდა აქამდე ხმას, თუ ლაპარაკი შეეძლო. ალბერტმა კი უპასუხა : “იმიტომ, რომ აქამდე ყველაფერი წესრიგში იყო” …

აინშტაინმა 17 წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ შვეიცარიის უნივერსიტეტში ჩაებარებინა. მაგრამ მას მთელი ამ წლის მანძილზე კერძო სკოლაში მოუწია სწავლა, რადგან იგი გამოცდებზე ჩაიჭრა..

გენიოსის გარდაცვალების შემდეგ, მისი პირადი წერილებიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ჰყავდა უკანონო ქალიშვილი თავის სტუდენტ მილევასთან. რომელიც ცხოვრებაში ერთხელაც კი არ უნახავს. გოგონას ერქვა ლიზერლი. ამბობენ, რომ იგი გარდაიცვალა, მაგრამ ზუსტი ფაქტები მის შესახებ არ არსებობს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ აინშტაინი შესანიშნავად უკრავდა ვიოლინოზე.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close