არქივი

მორალური დილემები

yi3rd

რა არის კარგი და რა ცუდი, ამაზე ხშირად კამათობენ ადამიანები, თუმცა ზოგჯერ პასუხი ბუნდოვანია. არსებობს შემთხვევები, რომლებსაც მორალურ დილემებს (ასევე ეთიკურ პარადოქსებს) უწოდებენ. გაგრძელებაში წარმოგიდგენთ რამდენიმე დილემას, პასუხი კი თქვენი პოზიციის შესახებ კომენტარებში დაწერეთ

  • დილემა #1 – გადატვირთული ნავი
  • bz3a4
    წარმოიდგინეთ, შუაგულ ოკეანეში გემი ჩაიძირა, თქვენ კი გადარჩენის მიზნით გადახვედით ნავში, რომელიც უძლებს მხოლოდ 7 ადამიანის წონას. მაგრამ თქვენს გარდა იქ 15 ადამიანია, რის გამოც ნავს ჩაძირვა ელის. ერთადერთი გამოსავალია, რამდენიმე ადამიანი წყალში მოისროლოთ, სადაც მათ დახრჩობა ელით. მაგრამ სანაცვლოდ გადაარჩინოთ ნავზე მყოფნი, მათ შორის საკუთარი თავიც. რამდენად მისაღებია ასეთი საქციელი მორალურად? როგორ მოიქცეოდით თქვენ?

  • დილემა #2 – ავადმყოფი მეუღლე
  • djn8j
    წარმოიდგინეთ, თქვენი მეუღლე დაავადდა საშინელი უკურნებელი სენით, რის გამოც გამუდმებულ ტანჯვაშია და არაფერი შველის. ერთ დღეს ის გადაწყვეტს, რომ ჯობია მოკვდეს, რათა ამ ტანჯვას ბოლო მოუღოს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ მას თავად არ შეუძლია ამის გაკეთება და ესაჭიროება თქვენი დახმარება. ის გთხოვთ, დაეხმაროთ თვითმკვლელობაში. როგორ მოიქცევით?

  • დილემა #3 – მონის ფიქრები
  • n2kre
    თქვენ ხართ აფრიკელი მონა ბავშვი, რომელიც დღე-ღამეში 18 საათს მუშაობს და ქარგავს ნოხებს. ერთ დღესაც თქვენ იგებთ (მაგალითად, ძილში გეცხადებათ ვინმე, გაქვთ ხილვა, წააწყდებით საბაზრო სტატისტიკას და ა.შ.) , რომ თქვენს გაკეთებულ ნოხს არავინ ყიდულობს, შესაბამისად, ტყუილად წვალობთ. როგორი იქნება თქვენი რეაქცია?
    A – გაბრაზდებით იმის გამო, რომ ამხელა შრომა წყალში გეყრებათ.
    B – გაგიხარდებათ, რომ თქვენი ტანჯვით არავინ ხეირობს.

  • დილემა #4 – მეგობრის ვალი
  • nqfua
    მოდის მატარებელი მთელი სიჩქარით და უცებ ხედავთ, რომ რელსებში თქვენს შვილს ფეხი გაეჭედა და ეს-ესაა, შუაზე გაიყოფა. თქვენ გაქვთ საშუალება, გადაწიოთ ბერკეტი და მატარებელი მეორე ხაზზე გადავა, რითაც შვილს გადაარჩენთ. მაგრამ მეორე ხაზზე გაჭედილია თქვენი მეგობარი, რომელმაც ერთხელ სიკვდილისგან გიხსნათ და ასე ვთქვათ, მასთან ვალში ხართ. ვის გაიმეტებთ ამ ორიდან?

  • დილემა #5 – ფული VS პატიოსნება
  • j1hg9
    წარმოიდგინეთ, ოჯახთან ერთად ცხოვრობთ ღარიბულ ქვეყანაში (ნუ ამას წარმოდგენა არც უნდა) და ერთ დღესაც ისე გაგიჭირდათ, რომ საჭმლის ფული არ გაქვთ, გამოსავალიც არ ჩანს. გახვედით გარეთ, რომ რაიმე საშუალება მონახოთ და უცებ სატვირთო ავტომობილიდან თქვენთან ახლოს ეცემა პატარა ჩანთა, რომელიც სავსეა ფულით. რომ აიღოთ ფული და თქვენთვის მოიხმაროთ, ქურდობა გამოვა. პატიოსნება რომ არჩიოთ და პატრონი მოძებნოთ, არ გაქვთ გარანტია, რომ მადლობას მაინც გეტყვით, არათუ წილს მოგცემთ იქიდან. როგორ მოიქცევით?
    A – დაუბრუნებთ ფულს მის რეალურ მფლობელს.
    B – წაიღებთ სახლში და ოჯახის წევრებს მოახმართ.

  • დილემა #6 – ღამის გათევა მეგობართან
  • ao195
    გყავთ შვილი, თინეიჯერი გოგონა, რომელიც ცოტა ხნის წინ მეგობარ გოგონასთან დარჩა ღამით და მშვენიერი დრო ატარეს. ახლა მოდის და გეუბნებათ, რომ ასეთივე ღამის გატარებას აპირებს, ოღონდ ბიჭ მეგობართან. თქვენ ამ ბიჭის შესახებ არაფერი გსმენიათ, თქვენი შვილი კი გიმტკიცებთ, რომ მხოლოდ მეგობრები არიან და მეტი არაფერი, შესაბამისად, ერთმანეთს როგორც ქალსა და კაცს, არ უყურებენ. გაუშვებთ თუ სახლში დარჩენას აიძულებთ?

  • დილემა #7 – არჩევანი განკურნებისთვის
  • cg6jw
    თქვენ და თქვენი უახლოესი მეგობარი ხართ უკაცრიელ კუნძულზე. ორივეს გჭირთ ერთნაირი დაავადება და ეს დაავადება სასიკვდილოა. გაქვთ წამალი, რომელიც ამ დაავადებას შველის, მაგრამ თქვენს ხელთ მხოლოდ ერთი აბია. რა გადაწყვეტილებას მიიღებთ, რომელი თქვენგანია ღირსი გადარჩენის? როგორ გგონიათ, ვინც აბს მიიღებს, დამნაშავედ უნდა გრძნობდეს თავს იმის გამო, რომ მის სანაცვლოდ მეგობარი დაიღუპა? უკეთესი ხომ არ იქნება, არცერთმა დალიოთ და ორივე მოკვდეთ?

  • დილემა #8 – მოსამართლის ქალიშვილი
  • 27imu
    ხართ მოსამართლე და მიმდინარეობს სასამართლო პროცესი ბანკის ქურდობასთან დაკავშირებით. საქმის დეტალებით თქვენთვის აშკარაა, რომ ეჭვმიტანილი უდანაშაულოა. მაგრამ ამ დროს ხდება საშინელი რამ: ეჭვმიტანილის მტრები იტაცებენ თქვენს პატარა ქალიშვილს. გაურკვეველია, სად მალავენ, პოლიცია მრავალი ცდის მიუხედავად სანუგეშოს ვერაფერს გეუბნებათ. ამ დროს გიკავშირდებიან გამტაცებლები და გატყობინებენ, რომ გოგონას დაბრუნების სანაცვლოდ ეჭვმიტანილი დამნაშავედ უნდა სცნოთ. როგორ მოიქცევით?

  • დილემა #9 – ექიმის ბიძა

  • ხართ სასწრაფო დახმარების ექიმი, რომელიც გამოიძახეს ავარიის შემთხვევის გამო, რათა უშველოთ ახალგაზრდა ბიჭს. გზაში სასწრაფოს მანქანა ეჯახება ბიძათქვენის მანქანას, რის გამოც ის შავდება. დათვალიერების შემდეგ თქვენთვის ნათელი ხდება, რომ მართალია ბიძათქვენი უგონოდაა, მაგრამ არც ისე მძიმედ არაა დაშავებული, მას არ სჭირდება გადაუდებელი დახმარება. აი ავარიაში მოყოლილი ბიჭი კი წუთი-წუთზე დაიღუპება, თუკი დროზე არ მიხვალთ ინციდენტის ადგილზე. ასევე არ გაქვთ დრო, გამოუძახოთ დახმარებას. თუკი გსურთ, ბიჭი გადაარჩინოთ, დაუყოვნებლივ უნდა ჩაჯდეთ მანქანაში და მთელი სიჩქარით გაეშუროთ. როგორ მოიქცევით?
    A – შეჩერდებით, რათა ბიძათქვენს დაეხმაროთ.
    B – მიატოვებთ და ბიჭისკენ გაეშურებით.

  • დილემა #10 – ფეხით მოსიარულე
  • plp1f
    ხართ სატვირთოს მძღოლი, რომელსაც გადააქვს მოჭრილი ხეები ცალმხრივ გზაზე. უკან მოგდევთ კრიმინალი, რომელიც პერიოდულად იარაღიდან გესვრით, მაგრამ ჯერჯერობით დისტანციის დაცვას ახერხებთ. ამ დროს ხედავთ, რომ მოშორებით გზაზე მოხუცი ადამიანი გადადის. თუ თქვენ დაიწყებთ მოძრაობის შენელებას და დამუხრუჭებას, მოხუცი უვნებლად გადავა. სამაგიეროდ, კრიმინალი დაგეწევათ და სავარაუდოდ სიცოცხლეს გამოემშვიდობებით. შემოვლას ვერ მოახერხებთ, რადგან მანქანა დატვირთულია და მკვეთრი მოძრაობის გამო შეიძლება გადაყირავდეს. რას ამჯობინებთ, გადაუვლით ფეხით მოსიარულეს, რათა თავი გადაირჩინოთ, თუ საკუთარ თავს გაწირავთ?

  • ბონუსი (დილემა #11)
  • t63qb
    დასასრულს, ნამდვილ ამბავს გიამბობთ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს მოხდა და ასევე მორალურ დილემას ეკუთვნის. ცნობილია როგორც “სოფის არჩევანი”. სოფი საკონცენტრაციო ბანაკის ტყვე იყო. ერთ დღეს გუშაგი მივიდა მასთან და უთხრა:
    – აირჩიე შენი ორი შვილიდან ერთ-ერთი და მას გაზის პალატაში წავიყვან. თუ არჩევანს არ გააკეთებ, ორივეს ერთად წავიყვან.
    სოფიმ მას უმცროსი შვილი (გოგონა) გაატანა, უფროსი კი (ვაჟი) დაიტოვა. მოგვიანებით, არჩევანის გაკეთების გამო ისე ქენჯნიდა სინდისი, რომ თავი მოიკლა.

    მსგავსი ამბები

    იხილეთ ასევე
    Close
    Back to top button