არქივი

ხელოვნური ინტელექტი შეიქმნა

s

უკვე არაერთი ათწლეულია რაც ადამიანი ხელოვნური ინტელექტის შესაქმნელად წვალობს. ჩვენი ცხოვრების მრავალი მხარე უკვე ავტომატიზირებულია, მაგრამ ლაპარაკია იმაზე რომ ხელოვნურად შექმნილი მოწყობილობები დამოუკიდებლად დაიწყებენ ფიქრს, აქამდე ეს არ თუ ისე კარგად გამოსდიოდათ.

s

აქამდე რობოტებს მხოლოდ იმ პროგრამების შესრულება შეეძლოთ რაც მათ სისტემაში ადამიანის მიერ იყო დაპროგრამებული . მაგრამ როგორც ჩანს ახლო მომავალში სიტუაცია შეიცვლება. მეცნიერების ჯგუფმა ტოკიოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან განაცხადა რომ მათ ხელოვნური ინტელექტი შექმნეს. მათ მიერ შემუშავებულ ტექნოლოგიას „ თვითორგანიზებადი ინკრემენტული ნეირონული ქსელი“ დაარქვეს, რომელიც რობოტებს საშუალებას აძლევს თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება , რაიმე კონკრეტული დასახული მიზნის გარეშე.

s

ეს ტექნოლოგია ადამიანის ტვინის პრინციპით მოქმედებს. მისი დამსახურებით, რობოტს შეუძლია დამახსოვრება, შესწავლა და ამ ცოდნის გამოყენება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რობოტს შეეძლება მიიღოს გადაწყვეტილება სრულიად უნიკალურ და მისთვის უცხო სიტუაციებში რაც მის პროგრამაში არ არის აღწერილი. ვარაუდებს და გადაწყვეტილებებს ის მიიღებს იმაზე დაყრდნობით თუ რა გამოსცადა წარსულში, გამოიყენებს რა იმ ცოდნას რაც მან მიიღო უწინ , ეს ადამიანური გამოცდილების ანალოგი რამ იქნება.

s

თუმცა რომ არ დავმალოთ ადამიანებისგან განსხვავებით ახალი ტიპის რობოტებს უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ ინფორმაციის დამუშავების კუთხით. ისევე როგორც ადამიანს მასაც შეუძლია ხმოვანი , ვიზუალური და შეგრძნებით მიღებული ინფორმაციის აღქმა, და პლიუს ამას მას ინტერნეტიდანაც შეეძლება ინფორმაციის მიღება. ადამიანთან შედარებით რობოტის მახსოვრობა არ არის დამოკიდებული მის ხასიათსა, გარემოზე თუ ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე, აქედან გამომდინარე რობოტს უფრო მეტი ინფორმაციის დამახსოვრება შეუძლია და საჭირო მომენტში შწორედ იმ ინფორმაციას გამოიყენებაც რაც ყველაზე მეტად სასარგებლო იქნება. თუ რობოტი ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდა როდესაც მას არ შეეძლება რაიმე გადაწყვეტილების მიღება ის პლატაღიად იტყვის რომ მას უჭირს გადაწყვეტილების მიღება.
რა თქმა უნდა, ჯერ ადრეა ასეთი რობოტების ფართო მაშტაბიან მოხმარებაზე საუბარი, მაგრამ მრავალმა ექსპერიმენტმა რაც ამ ახალ მოდელს ჩაუტარეს წარმატებით ჩაიარა !

პ.ს. ტერმინატორი დაბრუნდა :D

წყარო: aqualung.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button