ახალი ამბებიგასართობისაკითხავიუცნაური

ჭორ-ბიურო


ახალმა იდეამ დამარტყა თავში.. გაგახარებთ და გეტყვით, რომ მეც დავარტყი : )) რა გამოვიდა ამის შედეგად, თქვენ თვითონ იხილავთ
გადავწყვიტე სიახლესავით შემოვაგოგმანო საიტზე რაღაც და გავხსნა ჭორბიურო, მგონი სიტყვის მნიშვნელობა ყველამ კარგად იცის, ხოდა ჩვენ.. დაიმახსოვრეთ ,,ჩვენ” და არა მარტო მე, მიმოვიხილავთ საინტერესო თუ უინტერესო, გულის ამაფარცქვალებელ თუ დამაწყნარებელ, სულელურს თუ ჭკვიანურს, მოკლედ ყველაფერს ახალს.. დაე მოვიფხანოთ ენებთან ერთად გულებიც..
შემოიყუჟეთ.. ჭორ-ბიურო გელით :papa:

ეხლა დავიწყოთ ამბებიი.. შენ გიჭამია ტუალეტში?

ვიცი ყველა იტყვის არაო, ჰოდა მობრძანდი აგეერ :evil:


აგერ ბატონო ტაივანში თურმე მშვენივრად შეექცევიან ტუალეტში სადილს, ვახშამს და დესერტსაც არ წუნობენ :lol2: აბაა.. ზუსტი მისამართის ჩაწერა ვის მოუნდა? :dabneuli:


რას ავიკვიატე ეს ტუალეტები, მაგრამ მაინც ვიტყვი, თურმე იაპონიაში გამოდის ტუალეტის ქაღალდი, რომელზეც დაწერილია ისტორიები მოჩვენებებზე, სულებზე და ა.შ. :vaime:


ოო, ამ ბიჭთან რთულადაა საქმე.. ეხლა რას აკეთებდა არ გაინტერესებთ? (რას არ მოიგონებენ ეს მამრები :lol2: ) კბილებს იჩიჩქნიდა მაკრატლით, ამ დროს დაიწყო სიცილი (ხომ ვთქვი ცუდადაა ამის საქმეთქო) ხოდა სად იყო და სად არა, ეს მოჩხიკინე მაკრატელი მის პირში და აღმოჩნდა. მერე სად იმოგზაურა და სად არა ეგ მხოლოდ საბრალო მაკრატელმა იცის :( (ხო, ეს ბედოვლათი ყმაწვილი ცოცხალია )


ეს ერთი ჩვეულებრივი ძაღლია, რომელიც ცხოვრობდა თავისი ,,ძაღლური” ცხოვრებით და ეწეოდა წუთისოფლის უღელს, და არაფრით იქნებოდა გამორჩეული მისი ცხოვრება, რომ არა ერთი ფაქტი : )) ამ ძაღლს ძალიან უყვარდა ფანჯრიდან გადახტომა, პირდაპირ გადასკუპდებოდა და ეზოში ამოყოფდა თავს.. მაგრამ დახეთ ცხოვრების მუხანათობას.. მისი პატრონები სხვა სახლში გადავიდნენ, რომელიც მეექვსე სართულზე იყო :( ხოდა ერთ დღესაც ძაღლს სულ გადაავიწყდა, რომ მეექვსეზე იმყოფებოდა და მამაცად ისკუპა ფანჯრიდან, რომ არა მესამე სართულის ბალკონი, ვინ იცის სად და რას დაეტყეპებოდა. პატრონებმა მისი ბალკონიდან ამოსაყვანად პატრულსაც კი გამოუძახეს, მოკლედ გადარჩა და ყოველდღე ისე, თუ არა გულში მაინც იძახის: ,,მადლობა პატრულს” :mamao:


ეს გახლავთ ქალი, რომელმაც შუბლზე გაიკეთა ტატუ და რაც ყველაზე საინტერესოა, ეს ტატუ საიტის რეკლამას წარმოადგენს, ანუ საიტის მისამართი დაიწერა, და ეს ყველაფერი რის ფასად? : )) მას ამ საიტმა გადაუხადა 10 000 $, კაროლინა სმიტი ამბობს, რომ ამას შვილის გულისთვის დათანხმდა, ეს 10000 $ მისთვის იგივეა რაც მილიონი, იმიტომ რომ სწორედ ეს ფული ესაჭიროება, რათა შვილმა კერძო კოლეჯში ისწავლოს. რას იტყვით, შეიქმნა ამ ქალმა თავგადაკლული დედის იმიჯი?  ისე ეს გვერდით იყოს და ,,ფჩოლკა” რომ გაიკეთოს არა? :dabneuli:


ძაღლები ვისაც ჰყავს იმათ დააინტერესებს ეს ახალი ამბავი : )) უცნაურია და ზოგი ძაღლი ადამიანზე გაცილებით კარგად ცხოვრობს, მოკლედ აღარ იციან რით გაანებივრონ საყვარელი შინაური ცხოველები, რასაც სურათზე ხედავთ კი, არც მეტი, არც ნაკლები ძაღლთა სიყვარულის სასტუმროა :dabneuli: (ანუ ჩვენთან საუნებია მოდაში მაგ მხრივ და იქ კიდე ძაღლები უფრო მაღალ დონეზე არიან :lol2: )
,,ძაღლთა სიყვარულის სასტუმრო” ისევეა მოწყობილი როგორც ადამიანის ოთახი, გაფორმებულია გულებით, ასეთივე მოყვანილობის სარკეებით, სპეციალური სანათებით, რომანტიკული მუსიკით და ათასი სხვა ფაქტორით, რომელიც საშუალებას მისცემს ძაღლებს დატკბნენ
ერთმანეთის ალერსითა და მტლაშა-მტლუშით :sackali:

ეხლა თქვენ გააგრძელეთ ამ თემებზე ჭორაობა კომენტარებში. (ჩემი ენა უკვე მოფხანილ არს :lol2: )

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close