გართობა

Dj tiesto

6fd92d2007ee

ბიოგრაფია

ნამდვილი სახელი – ტაის ვერვესტი
ასევე ცნობილი როგორც – DJ Tiësto, Allure, Da Joker, Drumfire, Handover Circuit, Paradise In Dubs, Passenger, Roze, Stray Dog, Tom Ace, Wild Bunch
დაიბადა: 17 იანვარი, 1969
წარმოშობის ადგილი: ბრედა, ნიდერლანდი
ჟანრი/ები: პოპი, საცეკვავო, ტექნო, ტრანსი. პროგრესიული ტრანსი
საქმიანობა/ები: დიჯეი, პროდიუსერი
აქტიური: 1985-დღემდე
ლეიბლი/ები: Black Hole Recordings/Koch Entertainment, Magik Muzik, SongBird
ასოციაციები-
ახლანდელი: Jedidja, Clear View, Taxigirl
ყოფილი: Gouryella, Kamaya Painters

ტაის ვერვესტი მუსიკით 12 წლის ასაკში დაინტერესდა. ოცი წლისამ გადაწყვიტა მუსიკისთვის დიდი დრო დაეთმო და დაიწყო პროფესიონალური დიჯეობა სასკოლო წვეულებებით, შემდეგ კი უკვე რეზიდენტი დიჯეი გახდა ნიდერლანდების რამდენიმე კლუბში 1985-1993 წლებში . ამ პერიოდში ის მძიმე ტექნო-ხაბერ კომპილაციებს ქმნიდა “და ჯოკერ” და “დიჯეი ლიმიტედ” ფსევდონიმებით. თუმცა საკუთარი სტილი ტაისმა მცირე კლუბ “სპოკში” იპოვა, სადაც პატარა ოთახში უიკენდებზე საღამოს 10-დან დილის 4 საათამდე განმარტოებული ქმნიდა ელექტროკომპილაციებს. მისი კარიერის დასაწყისში იგი ხშირად უკრავდა ”ნიუ ბიტს”, ”ესიდ ჰაუსს” და ბევრ მადონას სიმღერას, რადგან მისი მუსიკა აჩვენებდა, რომ მას მოსწონდა ცეკვის სტილი. ტაისი აღმოაჩინა ”ბესიქ ბიტ რეკორდინგზის” გენერალურმა მენეჯერმა და მისი დახმარებით პირველად გამოუშვა ხუთი მიქსების დისკ-კრებული, რომელიც ”Forbidden Paradise”-ის სერიის სახელითაა ცნობილი.

შუა 1990-იანებში ტაისმა დაიწყო ტრანსის კომპოზიციების შექმნა და უკვე 1997 წლიდან გადაწყვიტა მეჯიკის სერიების გამოშვება. 1997 წელს არნი ბინკთან ერთად დააფუძნა სტუდია “ბლეკ ჰოულ რეკორდინგს”, სადაც შემდგომი პერიოდი მუშაობდა. მისი მეშვეობით ტაისი უშვებდა მუსიკებს სხვადასხვა ფსევდონიმებით. ამ პერიოდში, ტაისი, ტიესტოს ფსევდონიმით უშვებდა მეჯიკის სერიებს, რომელიც მოიცავდა შვიდ კრებულს, 1997 წლიდან 2001 წლამდე. შემდეგ, ტიესტო მუშაობდა სერიებზე In Search of Sunrise, რომელიც შეიცავდა ტიესტოს გამიქსულ მუსიკებს სხვადასხვა დიჯეის ალბომებიდან. 1999 წელს, ტიესტო გაერთიანდა ფერი კორსტენთან ტრანს დუეტში სახელად Gouryella. 1999 წლის ნოემბრიდან, იგი ყოველთვიურად გამოდიოდა, როგორც რეზიდენტი ლიდსში, ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღამის კლუბში. 1999 წელს, მან ასევე დაუკრა 12 საათიანი სეტი, რომელიც გახდა ყველაზე გრძელი კონცერტი ამსტერდამში.
ტიესტოს გაბრწყინება დაიწყო 2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც მან გამოუშვა ალბომი In My Memory. ალბომი შეიცავდა 10 სინგლს და 5 მთავარ ჰიტს. სინგლი ამ ალბომიდან იყო Lethal Industry, რომელიც ჩაიწერა 1999 წელს, ხოლო ოფიციალურად გამოიშვა 2001 წელს და იყო გარემიქსებული რიჩარდ დურანდის მიერ. ალბომის მთავარი სინგლი აყო ასევე Flight 643, რომელსაც შემდეგ ადაპტირება გაუკეთა სუზან პალმერმა და გამოიცა როგორც 643 (Love’s on Fire). სინგლი Obsession გამოუშვა ტიესტომ ჯანკი XL-თან მუშაობით. ასევე “Dallas 4PM” და “Suburban Train” “Urban Train”-თან ერთად, რომელიც შეიცავდა ვოკალს. ალბომის სახელის მქონე სიმღერამ In My Memory-იმ, დაიმსახურა კარგი შეფასება მხოლოდ ამერიკაში. სიმღერამ Magik Journey-იმ გახსნა ტიესტოს კონცერტი Tiësto in Concert, 2003 წელს. 2002 წლის 27 თებერვალს ტიესტო დააჯილდოეს ვერცხლისფერი აფრის მუსიკალური ჯილდოთი. ამ წელსვე მან მიიღო იღბლიანი დარტყმის საცეკვავო ჯილდო, კატეგორიაში საუკეთესო ტრანს დიჯეი. აგვისტოში იგი გახდა მობის არეა ფესტივალის ერთერთი მონაწილე. 18 დღის მანძილზე იგი მოგზაურობდა მთელს ამერიკაში მობისთან, დევიდ ბოუისთან და ბასტა რაიმსისთან ერთად. ჯანკი XL-თან წარმატებული მუშაობის შემდეგ ტიესტომ დაიწყო ელვის პრესლის სიმღერების გარემიქსება და გამიქსა: A Little Less Conversation და Burning Love. ტიესტო ნომინირებული იყო ბრიტანეთის საცეკვავო დაჯილდოებაზე კატეგორიაში საუკეთესო პირველი რადიო მიქსი, რომელიც იმართებოდა მიუზიკ მეგეზინის მიერ. 2003 წლის იანვარში, ტიესტომ მიიღო პოპის ჯილდო ნურდესლაგის ფესტივალის გამართვის დროს. მობისთან ტურის შემდეგ მან გაარემიქსა მისი ორი სიმღერა: We Are All Made of Stars და Extreme Ways. სიმღერამ We Are All Made of Stars მიაღწია #13 ცხელ საცუკვავო კლუბურ სიმღერებში.

2003 წლის მუსიკა Traffic გახდა პირველი ინსტრუმენტული კომპოზიცია, რომელმაც პირველ ადგილს მიაღწია ნიდერლანდების მუსიკალურ ჰიტ პარადებში 23 წლის განმავლობაში. მისი ალბომები ყოველთვის გამოირჩეოდა ხარისხით, სტილითა და პოპულარობით. მისი მეჯიკ სერიის დისკები შეიცავს 7 ალბომს, დაწყებული “Magik One: First Flight” (1997) და დამთავრებული “Magik Seven: Live in Los Angeles” (2000), რომელიც ყველაზე გაყიდვადი ტრანს-მიქს დისკთა სერია იყო ამ ჟანრის ისტორიაში. მას ეკუთვნის ასევე ალბომთა სერია “In Search of Sunrise”, რომლის მეოთხე გამოცემა მხატვრული ღირებულებით ყველაზე გამორჩეულია – იბიცასა და ლათინური ამერიკის ჰანგების შერწყმით მიღებული სითბო და ერნერგია მსმენელს განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს.

არ შეილება არ უყუროთ ამ ვიდეოს

მადლობთ ყურადღებისათვის…;)

Janikokoko

Im fuckin' noob :*

მსგავსი ამბები

Back to top button