არქივი

მკვლელი სპილო

d33fab1db7f4
ნეპალში მკვლელი სპილო დაძრწის :wtf:
ნეპალში მკვლელ სპილოს ეძებენ, რომელმაც 11 ადამიანი გასრისა, მათ შორის 2 ქალი და 7 წლის გოგონა. ამასთან, მონადირეებს აუკრძალეს ცხოველისთვის სერიოზული ზიანის მოყენება.

გიგანტი სპილო ადამიანებს თავს ქვეყნის სამხრეთით დაესხა. სავარაუდოდ, სპილო ნეპალში ინდოეთიდან სპეციალური ბილიკით, მშვიდად გადავიდა.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა სპილო სიბრძნის ღმერთის – განეშის განსახიერებად მიიღო. ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცი იმ დროს დაიღუპა, როდესაც თაყვანს სცემდა ცხოველს. მამაკაცი უშიშრად, ხელში ყვავილების აცმით მიუახლოვდა გიგანტურ ცხოველს, თუმცა, ვერ მოასწრო მისი მირთმევა. სპილომ იგი ხორთუმით ჰაერში ასწია და მიწაზე დაანარცხა.

უბედური შემთხვევების შემდეგ, მოსახლეობამ სპილოს ”მკვლელი ურჩხული” უწოდა, რომლისგან დასაცავად მათ კვამლი და დაფდაფები გამოიყენეს. ცენტრალურმა ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, მარტო არ იარონ და ტყეს არ მიუახლოვდნენ, ხოლო მეტყევეებს დაავალა, ჯუნგლებში მიაგნონ ცხოველის კვალს, მაგრამ არ მოკლან, რადგან მას ”გადაშენების პირას მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის დაცვის საერთაშორისო კონვენცია იცავს.

მსგავსი ამბები

Back to top button