არქივი

სოკო

1942245b2351
ცოტა რამ ქართული სოკოების შესახებ. ამ ფოსთით გავიგებთ რომელი სოკოა კარგი. მგონი არ იქნება ურიგო თუ ამოცნობას ვისწავლით.

ქამა
30cb22d3ce0d

ქამა სოკო საქართველოში ძალიან ცნობილი სოკოა. როგორც ვიზუალურად აგრეთვე თავისი გამორჩეული სუნით და არომატით.იზრდება ძირითადად მინდვრებში და ტყის განაპირა მოლებზე.ცოტა რაოდენობით გვხვდება ტყეებში.წარმატებულად მოჰყავთ სასათბურე მეურნეობებშიც.
ქამა თეთრი სოკოა , ქუდი და ძირი თეთრი ფერისაა , ხოლო ქვემოდან განლაგებული მჭიდრო ფირფიტები მოყავისფრო მელნისფერია , ძველი კი მუქი ყავისფერი.

შავჩოხა
2d157111c68f

საკვებად ვარგისი სოკოა. იზრდება შემოდგომაზე წიწვოვან ტყეებში ნიადაგზე მოფენილ წიწვეში ან ხავსიანი საფარის ქვეშ.განსაკუთრებით მრავლად გვხვდება ფიჭვის ტყეში.ფეხიც მოთეთროა. სოკოს სუნი მკრთალი და ნაზი აქვს. ამოდის ინდივიდებად ,ერთ უბანზე შესაძლებელია იყოს მრავლად.კარგი სოკოა ოდნავ მომწარო გემო აქვს.

მანჭკვალა
c8555303ae82

ანჭკვალა გემრიელი და უწყინარი საჭმელი სოკოა. ამოდის ზაფხულის ბოლოს ფოთლოვანი ხის დამპალ ნაწილებზე და ფესვებზე. არის მოყავისფრო მოყვითალო ფერის .მუხის ან წაბლის ხეზე ამოსული მოშავო მოლურჯო ფრი გადაჰკრავს.ფეხზე ქუდთან ახლოს შემოყოლებული აქვს თხელი არშია. ახალი ამოსული ნახევარსფეროსებრია და ფეხთან მიზრდილია. რბილობი თეთრი ფერისაა გადატეხვისას

დათვა სოკო
3aa718ae8dad

დათვა სოკო ძირითადად წიწვოვანი ტყეების მოყვარულია მაგრამ ასევე ხშირად გვხვდება შერეულ ტყეებშიც.ქუდი სქელი და მრგვალი ფორმისაა ფეხი კი მსხვილი და ქუდისაკენ ოდნავ შევიწროებული. ქუდის ფერი მურა ფრისაა ახალი ღია ყავისფერი ან წაბლისფერიც შეიძლება.ქვემოდან ჰიმენოფორითაა დაფარული რომელიც თეთრიდან დროთა განმავლობაში მოყვითალო მომწვანო ფერის ხდება. ძვირფასი საკვები სოკოა იზრდება გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლი.გამოიყენება მრავალი მომზადების წესით.

მტრედიო
c7aae4de6251

მტრედიო გემრიელი საკვები სოკოა.იზრდება ფოთლოვან ტყეებში,უყვარს შემაღლებული ბორცვაკები .ქუდი 8-10 სანტიმეტრი დიამეტრისაა,ფეხი 5-7 სანტიმეტრს აღწევს სიგრძით. ქუდის ფერი მომწვანომონაცრისფროა რომელიც ზოგჯერ ძალიან მკრთალია. ქვემოდან ფირფიტები თეთრი მოყვითალო ფერისაა. ახალი ქუდი შეზნექილია და შემდეგ კი გაშლილი.ცვარიანში ქუდი სრიალა და ლორწოვანია. არ გამოირჩევა მკვეთრი სოკოსთვის დამახასიათებელი გემოთი. ოდნავ მომწარო გემოსია.კარგია შემწვარი და დამწნილებული.

მჭადა
ebbb24d50695

ჭადა სოკო განეკუთვნება რძიანა სოკოებს და არის ძალიან გემრიელი პროდუქტი. ამოდის ზაფხულზე ფოთლოვან და შერეულ ტყეებში ხავსიან წითელმიწა ადგილებში.ხშირად გვხვდება იელისა და შქერის ბუჩქების ჩრდილებში.ასევე იზრდება წიწვოვან ტყეშიც.
მჭადას ღია მოყავისფრო ან ნარინჯისფერი ქუდი და ძირი აქვს.ქვემოდან თხელი ფირფიტებია განლაგებული რომელიც თვით სოკოს ფერია(ოდნავ ღია). ქუდი ლორწოიანია და სრიალა

ვარყა
5916c8c4f4f2

არყა განეკუთვნება რძიანა სოკოების კლასს.ის არის თეთრი ფერის, ქუდი ახლად ამოსულს აქვს ქვემოთ ოვალურად დაზნექილი. ზრდასრულს კი ზემოთ მიშვერილი და ძაბრისებური.ქვემოდან მჭიდროთ განლაგებული ფირფიტებით ხასიათდება.გადატეხვისას ჟონავს რძისმაგვარი სითხე რომელიც დროდადრო ღებულობს მოლურჯო ან ცისფერ ფერს ,მოგვიანებით კი მუქი ყავისფერი ხდება. იზრდება ფოთლოვან ტყეებში თითქმის ყოველგვარ პირობებში.არის მწარე გემოსი,მაგრამ ამ ნაკლის მოცილება ორჯერ მოხარშვით შეიძლება და ამის შემდეგ არყა ხდება ძალიან სასიამოვნო გემოს საკვები.

მიქლიო
e5ad28409523
გემრიელი სოკოა .იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში.ზაფხულზე და შემოდგომაზე.უყვარს ტყის ნაკადულების განაპირა ნეშომპალიანი ადგილები.ძირითადად საქართველოში გვხვდება ყვითელი ან ღია სტაფილოსფერი შეფერილობის . აქვს წაგრძელებული ძაბრისებური ფორმა და შენიკბული ქუდი

ნიყვი (ჩმეი საყვარელი სოკოა)
9f5e8983df56

საუკეთესო ხარისხის საჭმელი სოკოა.იზრდება წიფლნარში მუხნარში(აგვისტო სექტემბერში) და იშვიათად გვხვდება სხვა ფოთლოვან ტყეებში.ამოდის ნოტიოიან ფერდებზე და ხავსიან ბორცვაკებზე.ქუდი მოწითალო ფორთოხლისფერია,ფეხი ღია ყვითელი,ფეხზე აქვს გარშემორტყმული თხელი თეთრი ან მოყვითალო არშია.ძირში კი თეთრი თოფრაკია.ნიყვის ქუდის ზომა ზოგჯერ 25 სანტიმეტრს აღემატება.
დიდი რაოდენობით მოიპოვება დასავლეთ საქართველოში. ბაღდათში, რაჭა- ლეჩხუმში და ოკრიბაში.
მიირთმევენ ახალს , ძირითადათ შემწვარს.

მგონი გაიგეთ ცოტა მაინც :D

მსგავსი ამბები

Back to top button