არქივი

ქართული სათავადაზნაურო თეატრი

b8e7c3f2ac56

ქართველი მოწინავე ინტელიგენცია ზრუნავდა იმისთვის, რომ ქართულ თეატრს რეგულარულად გაემართა წარმოდგენები. 1878 წელს სცენისმოყვარეთა წრე მოღონიერდა ნიჭიერი ძალებით.

ქართველი მოწინავე ინტელიგენცია ზრუნავდა იმისთვის, რომ ქართულ თეატრს რეგულარულად გაემართა წარმოდგენები. 1878 წელს სცენისმოყვარეთა წრე მოღონიერდა ნიჭიერი ძალებით. მას სათავეში ჩაუდგა დროებითი “დრამატული კომიტეტი”, რომელშიც შედიოდნენ ცნობილი მოღვაწენი: დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე, დავით ერისთავი, ნიკო ავალიშვილი, გიორგი თუმანიშვილი და სხვ. 1879 წლის მაისში ზემოაღნიშნულმა კომიტეტმა მოიწვია თათბირი მუდმივი თეატრის დაარსების შესახებ. თათბირმა დაადგინა, დაარსებულიყო დრამატული საზოგადოება. შეადგინეს ამ საზოგადოების წესდება, პირველი გამგეობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ილია ჭავჭავაძე. იმავე წლის მაისში შედგა მუდმივი ქართული თეატრის დასი.

ქართული თეატრის სპექტაკლებისათვის გამონახეს მუდმივი შენობა. ეს იყო თეატრად გადაკეთებული ქარვასლის ნაწილი, ყოფილი სასახლის ქუჩაზე. ქართული თეატრის შენობა იდგა იქ, სადაც ახლა უნივერმაღი და მეტროს სადგურია. ამ შენობაში მოთავსებული იყო ქართული თეატრი და სხვა კულტურული ორგანიზაციები. აქ საინტერესო იყო ამპირული ნაგებობის ნაშთი – მძლავრი კოლონადა ქუჩის კორპუსის მეორე სართულის ღია გალერეისა – წინანდელი ქარვასლა. თვით თეატრი უფრო ახალი იყო, მეოცე საუკუნის ათიანი წლებისა. ამ შენობაში ქართული თეატრი მუშაობდა 1914 წლამდე. გაუგებარი მიზეზის გამო ის ძველი თაეტრი და კოლონადა დაანგრიეს

ქართული სათავადაზნაურო თეატრი
74386305313e

ქართული თეატრის მშენებლობა
eb41323edf33

ქართული თეატრი
ee58d9aace78

ქართული სათავადაზნაურო თეატრი
45cc7558d77f

ქართული სათავადაზნაურო თეატრი
ea08f4f8210a

ქართული თეატრის ფოიე
ffb79c89580c

ქართული სათავადაზნაურო თეატრი
cac981695544

ქართული თეატრის მაყურებელთა დარბაზი
6b91b6f35b11

ქართული თეატრის დასი 1892-1893 წწ.
689f0926b56c

ქართული თეატრის დასი 1898-1899 წწ.
f303b217df15

ქართული თეატრის დასი 1901-1902 წწ.
19522f6e75f3

ქართული თეატრის წარმოდგენათა აფიშა
dfc7e2157ff4

ქართული თეატრის აფიშა
ba5a55c7e118

cbcec7c4e1da

წყარო: www.teatri.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button