საკითხავისაქართველო

ფილარმონია

ფილარმონია (ბერძნულად philéo — მიყვარს და harmonía — ჰარმონია) საკონცერტო ორგანიზაციებისა და საზოგადოებების სახელწოდება ზოგიერთ ქვეყანაში.

XIX ს-ში ევროპასა და ამერიკის ქალაქებში (პეტერბურგი, მოსკოვი, ბერლინი, ლონდონი, ნიუ იორკი და სხვა) შეიქმნა ფილარმონიული საზოგადოებები, რომლებიც პროპაგანდას უწევდნენ სიმფონიურ მუსიკას. XX ს-ში ასეთი საზოგადოებები ფართოდ გავრცელდა, ევროპის სოციალისტურ ქვეყნებში და საბჭოთა კავშირში სახელმწიფო ორგანიზაციებად იქცნენ.

სსრკ–ში ფილარმონიის მიზანი იყო მუსიკალური ნაწარმოებების, შემსრულებელთა ხელოვნების, აგრეთვე საესტრადო ხელოვნების სხვადასხვა სახეობის (ცეკვა, მხატვრული კითხვა და სხვა) პოპულარიზაცია. პირველი ფილარმონიები ჩამოყალიბდა პეტროგრადში (1921), მოსკოვში (1922). სსრკ–ში სულ 140–მდე ფილარმონია იყო. ფილარმონიას მუდმივ შტატში ჰყავს შემსრულებლები შემსრულებლები, მუსიკალური კოლეკტივები (სიმფონიური და კამერული ორკესტრები, გუნდები).

თეგები
Close
Close