არქივი

Т-62

b2bdc35a24e9

ტ62ის შემუშავება დაიწყო 1957 წელს, ქარხანა ნომერ 183-ში ლ. ნ. კოლნცევის ხელმძღვანელობით,1959-1961 მისი ნიმუშები იქნმებოდა, შემდეგ კი მიმდინარეობდა მათი გამოცდა.

1961 წლის 12 აგვისტოს T-62 საბჭოთა არმიის შეიარაღებაში იქნა მიღებული T-62 არის T-55-ის ტექნიკური გაგრძელება, მას იგივე კომპანოვკა და აგრეგატები აქვს რაც T-55ს. ცვლილება მხოლოდ ერთია 100 მმ ქვემეხის სანაცვლოდ 115 მმ ქვემეხი აყენია. მისი წარმოება შეწყდა 1975 წელს როცა უკვე გამოშვებული იყო 2000 ერთეული. ყველაზე მეტი ტანკი ექსპორტზე გავიდა ახლო აღმოსავლეთში.სსრკს გარდა ტანკს უშვებდა ჩეხოსლოვაკია და ჩრდილოეთ კორეა.

ტანკი T-62 არის უკანასკნელი ტანკი რომელიც შექმნილია მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ტანკის T-44 ბაზაზე, ის თავისი წინა მორბედებისგან განსხვავდება ძლიერი ქვემეხით (115 მმ), ეს არის პირველი ტანკი რომელზეც დაყენებული იქნა პირველად, ორ სიბრტყეში სტაბილიზებული გლუვლულიანი ქვემეხი.

Т-62 აქვს შემდეგ ომებში მონაწილეობა მიღებული:
ჩადის სამოქალაქო ომი (1965—1990; ლიბია)
საბჭოთა ჩინეთ სასაზღვრო კონფლიქტი (1967; სსრკ)
იომ-კიპურის ომი (1973 ;ეგვიპტე, სირია)
ანგოლის სამოქალაქო ომი (1975—2002; ანგოლა, კუბა)
ავღანეთის ომი (1979—1989; სსრკ)
ირან-ერაყის ომი (1980—1988; ერაყი)
ავღანეთის სამოქალაქო ომი (1989—2001)
სპარსეთის ყურის ომი (1990—1991; ერაყი, სირია)
ჩეჩნეთის პირველი ომი (1994—1996)
ჩეჩნეთის მეორე ომი (1991 წლიდან; რუსეთი)
რუსეთ-საქართველოს ომი ცხინვალის რეგიონში (2008 წელი)

მსგავსი ამბები

Back to top button