არქივი

საათი

7897464d0c0b

საათი, დროის საზომი ხელსაწყო. საათის მუშაობა ემყარება მუდმივ პერიოდულ პროცესებს (დედამიწის ბრუნვას, ელექტრულ რხევებს, ქანქარას, კვარცის ფირფიტასა და მოლეკულაში ატომების რხევებს და სხვა).

საათი არის საყოფაცხოვრებო (მაჯის, მაგიდის, კედლის, კოშკისა და ა. შ.) და სპეციალური დანიშნულებისა (რადიოშუქურის, სასიგნალო, საპროცედურო, ასტრონომიური, საჭადრაკო, სატაბელო და სხვა). მეტად ზუსტია კამერტონიანი საათი, რომელშიც გამოყენებულია კამერტონის სტაბილური რხევები (ცდომილება დღე-ღამეში ± 0,1 წმ), კვარციანი საათის მუშაობა ემყარება პიეზოელექტრულ ეფექტს [ცდომილება 100 ნწმ (10-7 წმ)]. მოლეკულური და ატომური საათის სვლის კორექტირება ხდება მოლეკულური გენერატორით [ცდომილება 100 ნწმ (10-9 წმ)].

პირველი მოწყობილობა, რომლის საშუალებით ადამიანმა შეძლო დროის გაზომვა, იყო მზის საათი ძვ. წ. III ათასწლეულში. შუა საუკუნეებში უმარტივესი საათის დანიშნულებას ასრულებდა გნომონი.

პირველი ხელსაწყო, რომლითაც ადამიანმა დრო გაზომა, იყო გნომონი (ჩვ. წ-მდე III ათასწლეული) — ჰორიზონტალურ სადგამზე ვერტიკალურად ჩარჭობილი ჯოხი. ჯოხის ჩრდილის სიგრძე და მიმართულება მიუთითებდა მზის სიმაღლეს და მდგომარეობას მერიდიანის მიმართ, ამიტომ მის მიხედვით ადვილად განსაზღვრავდნენ დროს. შუადღეს შეესაბამებოდა ჩრდილის უმოკლესი სიგრძე.

c77103142e3f
ძველ ეგვიპტესა და საბერძნეთში იყენებდნენ ამავე პრინციპზე დამყარებულ მზის საათს, რომელსაც ჰქონდა ვერტიკალური და ჰორიზონტალური დანაყოფებიანი წრე-ციფებრლატი [1]. დღის განმავლობაში მზის ჩრდილი ეცემოდა ციფერბლატს და წრეზე მოძრაობდა. ასე იგებდნენ დროს.

უკვე II ათასწლეულში ჩვ. წ-მდე ინდოეთსა და სხვა ქვეყნებშიც იყენებდნენ წყლის საათს. დროს აღრიცხავდნენ დანაყოფებიან ჭურჭელში სავზე რეზერვუარიდან თანაბარი ინტერვალებით წვეთ-წვეთად ჩამდინარე წყლის დაგროვილი რაოდენობის მიხედვით.
b7d3b4e7b77a

მექანიკური საათები მე-6 საუკუნიდან მოიხსენიება. საათის კონსტრუქციამ და სამოძრაო მექანიზმმა დიდი ცვლილებები განიცადა. თანამედროვე მექანიკური საათის გამომგონებელია კრისტიან ჰიუიგენსი, რომელმაც 1657 წელს საათის ისრების ასამოძრავებლად ქანქარა გამოიგონა.
cb207ab5867a

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button