გასართობისაკითხავი

ქალი მანიაკები


განზრახ მკვლელობა საშინელი და მძიმე დანაშაულია, რომელსაც არ აქვს გამართლება და მითუმეტეს თუ ამ დანაშაულს ჩადის ქალი.

1. ბელლა სორენსონ გინესსი (შავი ქვრივი)

სერიული მკვლელი, რომელიც თავისი სიამოვნებისთვის და სიხარბისთვის კლავდა. სარგებელის მიზნით მან 42 ადამიანი მოკლა.იგი დაიბადა ნორვეგიაში, შემდეგ გადავიდა აშშ-ში, სადაც ცოლად გაყვა ბიზნესმენს ჩიკაგოდან. ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, რომ ბელლამ თავისი 2 ქალიშვილი მოწამლა, რომ მიეღო სადაზღვევო ანაზღაურება. მისი ბავშვები დაიღუპნენ კოლიტის სიმპტომით, თუმცაღა ეს სიმპტომები ძალიან გავდა მოწამვლას. მოგვიანებით მისი ქმარიც წამლებისგან, რომლითაც იგი მკურნალობდა , გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, და  ბელლამ კვლავ მიიღო ფული სადაზღვევო კომპანიისგან . ამოღებული თანხით ბელლამ იყიდა ფერმა. ქმრის ნათესავებმა იეჭვეს და  დაადანაშაულეს მეუღლის უდროო სიკვდილში. მალე ”შავმა ქვრივმა” საქმე დინებას მიანდო, სასიყვარულო წერილებით და განცხადებებით იგი თავისთან იტყუებდა საშუალო ასაკის მამაკაცებს და რა თქმა უნდა ყველა მათგანი უბედური შემთხვევით ასრულებდა სიცოცხლეს. ის მარტივად იტყუებდა ლოგინში მამაკაცებს და არავის წარმოედგინა რომ ნაზი ქალბატონის ნიღბის ქვეშ ცივსისხლიანი მკვლელი იყო ამოფარებული.
გახდა ცნობილი, რომ მან დაასაფლავა 42 ქმარი და დააგროვა მეოთხედი მილიონი დოლარი. ”შავმა ქვრივმა” თავისი ცხოვრებაც ტრაგიკულად დაამთავრა, მისი სხეული იპოვეს ტყეში თავმოჭრილი და დამწვარი.

2. ჯეინ ტოპანი

ჯეინი იყო მედდა, რომელიც თავს ესხმოდა ავადმყოფებს და უძლურებს. ამ მსუქან ქალს მძიმე ბავშვობა ჰქონდა, გადარეული მამის შვილი, გაიზარდა ბოსტონში ბავშვთა სახლში, მას შემდეგ რაც მან უარი თქვა მზრუნველობაზე.
ღარიბთა თავშესაფარმა და რამდენჯერმე გაშვილებამ მხოლოდ და მხოლოდ გააღრმავა მისი ბოროტება. სწავლის პერიოდში , პროფესორებმა აღნიშნეს მისი არაჯანმრთელი ინტერესი ფოტოებისადმი, რომელზეც  აღბეჭდილი იყო გაკვეთილი სხეულები. მიუხედავად ამისა, მან დაამთავრა განათლების მიღება და დაიწყო პაციენტების მოვლა, რომლებიც ჯეინში ხედავდნენ სასიამოვნოს და მას ”მხიარულ ჯეინს”-აც კი უწოდებდნენ. მედდა სექსუალურ სიამოვნებას იღებდა პაციენტებზე ნარკოტიკების მიცემით და მათი სიკვდილის ზღვარზე მიყვანით. ხშირად ის მოსავლელად იყვანდა ავადმყოფებს, ის ეხებოდა მათ სხეულებს და ცდიდა მათ სექსულარ აღგზნებადობას, როცა ისინი იმყოფებოდნენ უგონო მდგომარეობაში. ტოპპანი თავისი სასტიკი ექსპერიმენტების და მკვლელობების დასაწყიშში იყო  1885 წელს, სანამ ის ბოლოს და ბოლოს არ იქნა დაკავებული და გაკიცხული 11 მკვლელობის გამო. მან აღიარა , რომ მოკლა 31 ადამიანი. ”მხიარული ჯეინი” არ იქნა დამნაშევდ ცნობილი სიგიჟის გამო და განაჩენის გამოტანის შემდეგ მთელი ცხოვრება გაატრა საგიჟეთში.

3. გრაფინია ელიზაბეტ ბათორი

ცნობილი, როგორც ”სისხლიანი ბათორი”. ეს ჭირვეული ქალბატონი ბანაობდა ახალგაზრდა მსხვერპლი ქალების სისხლში. ის ფიქრობდა, რომ სისხლის აბაზანებს შეეძლო მისი ახალგაზრდობის შენარჩუნება და სახის კანის ფერის გაუმჯობესება. გრაფინია ბოროტად იყენებდა თავის ძალაუფლებას და  უამრავი ხალხი შეეწირა მის ამ ახირებას.
მის დანაშაულში აღინიშნებოდა სადიზმის ელემენტები და სექსუალური დაკმაყოფილება. გრაფინია აიძულებდა სხვა ქალებს სისხლის ალოკვას მიცვალებულთა შიშველი სხეულებიდან. მისმა სიყვარულმა სისხლისადმი იგი ცოცხალ ვამპირად აქცია. ბათორი სასახლეში სამსახურს პირდებოდა თავისი სოფლის ყველაზე ლამაზ გოგონებს და ამით მათ თავის მიწისქვეშეთში იტყუებდა. მისი წამების იარაღები იყო: დანები, ცეცხლის საჩხრეკი, ნემსები, სამართებლები და გახურებული რკინა. ასევე მიიჩნევენ, რომ მან გააკეთებინა რკინის გალია რომელსაც დაარქვა “Iron Virgin”. ამ გალიას ჰქონდა ქალის ფორმა და შიგნიდან დანები იყო დამაგრებული. სავარაუდოდ, მან მოკლა 600-მდე ადგილობრივი გოგონა. მას, თავის საქმეში რამდენიმე მსახური ეხმარებოდა. მის შესახებ მითქმა-მოთქმის გამო, მეფემ მის დასაკითხად გააგზავნა თავისი ბიძაშვილი. მისი დამხმარეები სიკვდილით დასაჯეს, ის კი თავისივე სასახლეში დაამწყვდიეს. ფანჯრები და კარებები დალუქეს და დატოვეს პატარა ადგილი, რომლიდანაც საჭმელს აწვდიდნენ. სამნახევარი წლის მერე გრაფინია ელიზაბეტ ბათორი, იგივე ლედი დრაკულა მოკვდა. 1614 წლის 21 აგვისტოს ის მკვდარი იპოვეს. ასევე იპოვეს რამდენიმე თეფში, რომლებზეც საჭმელი ხელშეუხებელი იყო. თავდაპირველად ის ადგილობრივი ეკლესიის ეზოში დაკრძალეს.

4. როზმარი ვესტი

ფრედის კოლეგა როზმარი , იგივე როზა , იყო ძალიან საშიში , ბოროტების ხორცშესხმული უსულგულო ადამიანი. ფრედი და როზმარი იყენებდნენ ახალგაზრდა ადამიანების ნდობას და ქუჩიდან სახლში ეპატიჟებოდნენ მათ, პირდებოდნენ რა უფასო კვებას, საცხოვრებელს და თანაგრძნობას. იღბალი, რომელიც ელოდებოდა ამ უბედურ ახალგაზრდებს სინამდვილეში იყო საშინელი. როზმარინი, 8 შვილის დედა, იყო ბოზი და სექსუალურად გარყვნილი სადისტი, რომელიც სიამოვნებას იღებდა ტკივილის მინიჭებით. თავის ქმართან ერთად, მან ჩაიდინა 10 მკვლელობა , თავისი გოგონას ჰიზერის და გერის მიშელის ჩათვლით.

5. ეილინ ვუორნოსი

ბავშვობაში მიღებულმა ტრავმა ინცესტის გამო, დიდი დაღი დაასვა ახალგაზრდა ეილინის სულს, რომელშიც თანდათან, ყოველწლიურად გროვდებოდა ზიზღი საზოგადოების და მამაკაცების წინააღმდეგ. ადრეულმა სექსუალურმა გამოცდილებამ უარყოფითად იმოქმედა გოგონაზე, რომელიც დაორსულდა 13 წლის ასაკში და 15 წლისა გაგდებულ იქნა ბაბუის მიერ სახლიდან. მას თან სდევდა სოციოპათიური მოჩვენებები. ეილინიმ დაარღვია კანონი, ქურდავდა მაღაზიებს იარაღით,იგი ცოლად გაყვა 70 წლის მამაკაცს, რომელმაც  გააუპატიურა და რომელმაც ბოლოს მიატოვა. შემდეგში მან ლესბოსური სიყვარული იპოვა სახელად Tyria, ის ბოზობდა , რათა ეშოვა ფული ორივესთვის. მუშაობა  გზაზე, სხეულის გაყიდვა, მეტად საშიში იყო და ერთხელაც ეილინმა მოკლა ადამიანი.იგი იფიცებოდა, რომ თავს იცავდა მხოლოდ და მხოლოდ, მაგრამ მის საქმეში უკვე 7 ადამიანის სიკვდილის ფაქტები არსებობდა.

6. ანდრეა იეიტსი

ხანდახან მძიმე ფსიქიურმა დაავადებებმა შეიძლება დიდი როლი შეასრულოს დანაშაულის ჩადენაში.შიზოფრენიისას, მკვლელებს ესმით ხმა და მიყვებიან ინსტრუქციას, რომელთაც ისინი აძლევენ თითქოს.
ანდრეას შემთხვევაშიც, რომელმაც თავისი 5 შვილი ვანაში ჩაახრჩო, ფსიქიურად ავად იყო. ყველა ჩამოთვლილ ქალთაგან ყველაზე შეშლილი ალბათ ანდრეა იყო. მას არ ქონდა შიზოფრენიის დიაგნოზი დასმული, მაგრამ ქონდა უამრავი ფსიქიკური დაავადება, მათ შორის სუიციდის მცდელობა და მშობიარობის მერე დეპრესია. მის მინისტრ ქმარს სურდა ყოლოდა ბევრი შვილი თავისი ცოლისგან . მოგვიანებით იგი ბრალს სდებდა ანდრეას ფსიქიატრს მომხდარში, რადგან მან არ აიძულა დაფიქრებულიყო მისი მდგომარეობის სერიოზულობაზე. სამწუხაროდ, ერთ დღეს ანდრეამ გადაწყვიტა მოეკლა შვილები, რომ დაესვენა . 1 საათის განმავლობაში , მან  დაახრჩო 5-ვე შვილი ერთმანეთის მიყოლებით. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მან დარეკა 911-ზე და აღიარა დანაშაული. დანაშაულის შემდეგ მან აღიარა, რომ ყოველთვის სურდა მოეკლა შვილები, რადგან მათ მიიჩნევდა ”წმინდანებად”. ანდრეამ იგრძნო, რომ მისი ცოდვები ხელს უშლიდა მისი შვილების კეთილ ქრისტიანებად აღზრდაში. და ეს მისი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.

7. ბევერლი ალიტტი

ინგლისელი ბევერლი ალიტტი , რომელიც მედდა იყო, ბოროტად იყენებდა თავის მდგომარეობას , რომ დაეკმაყოფილებინა თავისი ბნელი სურვილები. უდანაშაულო ბავშვები გახდნენ მისი თავდასხმის ობიექტები. მას შეყავდა კალიუმის ქლორიდი, რომ გამოეწვია გულის გაჩერება. როგორც ყველა სერიული მკვლელის , მოთხოვნილება მორიგ მკვლელობაზე სწრაფად იზრდებოდა. მოკლე დროში მან ჩაიდინა ძალადობა 13 ბავშვზე , რომელთაგან 4 მოკლა. და ეს ყველაფერი 2 კვირის განმავლობაში მოხდა .მსხვერპლის ასაკი 7 თვიდან-5 წლამდე იყო. ფსიქიატრების აზრით იგი დაავადებული იყო მიუნჰაუზენის სინდრომით. ( როდესაც ადამიანი თავისით იწვევს დაავადებებს, რათა მიიქციოს ყურადღება და მიიღოს თანაგრძნობა)

8. სუზან სმიტი


სუზენის პიროვნების აშლილობა სჭირდა, რის გამოც მან მოკლა თავისი  ბიჭები: მაიკლი და ალექსეი. უბედური ბავშვობა, სექსუალური ძალადობითა და ინცესტით, ალბათ კატალიზატორია მრავალი ნარცისული ილუზიებისა ამ ქალში. ის ამტკიცებდა, რომ ის ბავშვობაში მამინაცვლის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, დედა კი მისი წინააღმდეგი იყო, როცა კავშირი გამოაშკარავდა. მას 30 წელი მიუსაჯეს, გისოსებს მიღმა მას ქონდა სექსუალური კავშირები ციხის დაცვასთან, რომელმაც იგი შიდსით დააინფიცირა.

9. დიანა დაუნსი


დიანა დაუნსი, სასამართლოს წინაშე წარდგა 1984 წელს ბრალდებით სხეულის  მძიმე დაზიანებისათვის 3 ბავშვზე. , რომლიდან ერთი დაიღუპა. მან უპირატსობა მიანიჭა თავის საყვარელ მამაკაცს, როცა ამ უკანასკნელმა განუცხადა, რომ ბავშვებთან ერთად ვერ იცხოვრებდა. დიანა შეუდგა თავისი შვილების თანმიმდევრულად განადგურებას. ერთ ბნელ ღამეს, მან გადაწყვიტა შეეწყვიტა საკუთარი შვილების სიცოცხლე. გააჩერა რა ავტომობილი გზაზე, ცარიელ ადგილას , რევოლვერით ცივსისხლიანად მოკლა თავის 7 წლის ქალიშვილი, შემდეგ ესროლა დანარჩენ ბავშვებ კრისტის და დენისს, თუმცა ისინი გადარჩნენ. დენი დარჩა პარალიზებული წელს ქვემოთ, ხოლო კრისტიმ მიიღო სერიოზული ტრავმა -პარალიჩი ნახევარი სხეულზე  და დაკარგა მეტყველების უნარი .

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close