საკითხავისასარგებლო

თავისუფლების ქანდაკება

თავისუფლების ქანდაკება 1885 წელს საფრანგეთის მიერ აშშ-სთვის ნაბოძები მონუმენტია, რომელიც ლიბერტი-აილენდზე (თავისუფლების კუნძული) მდებარეობს, ნიუ-იორკის უბეში ჰუძონის შესართავთან, ამერიკაში ჩამოსულთათვის კეთილმოყვარეობის გამოხატვის ნიშნით. სპილენძის ქანდაკება, რომელიც 1886 წლის 28 ოქტომბერს გაიხსნა აშშ-ის ასი წლისთავს მიეძღვნა და ამ ორ ერს შორის მეგობრობის გამოხატვის ჟესტი იყო. ქანდაკების სკულპტორი იყო ფრედერიკ ოგიუსტ ბართოლდი. ალექსანდრე გუსტავ ეიფელმა მონუმენტის შიგა სტრუქტურა დააპროექტა. იუჟინ-დე-დუკი იყო სპილენძის შერჩევისთვის პასუხიმგებელი. ამჟამად თავისუფლების ქანდაკება აშშ-ის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა და, უფრო ვრცელი მნიშვნელობით, ჩაგვრისგან განთავისუფლებას აღნიშნავს. მისი დადგმის დღიდან თვითმფრინავის ერამდე ეს იყო პირველი ნიშანი, რომელსაც აშშ-ში ჩამოსული მილიონობით ემიგრანტი ხედავდა ევროპიდან ოკეანის გადმოჭრის შემდეგ. მოქანდაკეებმა თავისუფლების ქანდაკებისთვის შთაგონებად როდოსის კოლოსი გამოიყენეს.

ფრანგებმა საჩუქარდ აჩუქეს ამერიკელებს ეს ქანდაკება თავისუფლების აღსანიშნად.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close