არქივი

ქუჩას უკვე ქალები “უყურებენ”

4c07f6821cab
ამ თემაზე ჩემი მოსაზრების დაწერა მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც “რუსთავი2”-ს ეთერში სიუჯეტი გავიდა, თუ როგორ დაჭრა სასიკვდილოდ ერთმა გოგომ მეორე

მართალია, საქართველოში ქალი ოდითაგან ყველაზე დაფასებული იყო, მაგრამ 21-ე საუკუნეში რეალობა შეიცვალა – ქალმა მამაკაცური თვისებები შეითვისა და შეიძლება ითქვას, მამაკაცის ფუნქციაც კი იტვირთა, თუმცა ეს ვრცელი თემაა, ჩვენ კი ერთ მიმართულებას მივყვეთ…

გოგონები “მანდილის ჩაგდებიდან” პირდაპირ საქმეზე გადავიდნენ – ხელი იარაღს მოჰკიდეს და “ძალაგაორკეცებულნი” ერთმანეთს დაერივნენ. ხუმრობა იქეთ იყოს და, ბოლო დროს, ქალთა შორის ე.წ. რაზბორკები იშვიათობას აღარ წარმოადგენს. სხვადასხვა ინტერნეტ-საიტზე გოგონათა შორის მომხდარი დაპირისპირების ამსახველი კადრების ნახვაცაა შესაძლებელი. ერთ–ერთი მათგანი დევს ამ საიტზე.

ისე, “რაზბორკების” დეფიციტს ქართული საზოგადოება აქამდეც არ განიცდიდა, მაგრამ თუ აქამდე “საქმეს” ბიჭები “არჩევდნენ”, ახლა მათ გოგონებიც აღარ ჩამორჩებიან და მომრავლებული ძალადობის შემთხვევთა ფონზე, გოგონასა თუ ბიჭის მშობელმა გულგახეთქილმა უნდა ეძებოს შვილი, რომელიც შინ მისვლას დააგვიანებს. ასეთ დროს დიდი ალბათობაა, რომ ის რომელიმე ქუჩის ან შენობის კუთხეში, თანატოლებით გარემოცული, საქმეს არჩევდეს.

მდგომარეობა რთულია. მოზარდთა კინკლაობასა თუ შეხლა-შემოხლას თითქოს თვალიც მიეჩვია. საზოგადოებაში შეხედულებაც დამკვიდრდა: “ბიჭი ხარ და მოგიწევს ჩხუბი. ხან გცემენ და ხანაც შენ სცემ,” მაგრამ რამდენად შეიძლება შეეჩვეოს თვალი ყოჩებივით მორკინალ “დედლებს”, ერთმანეთს თმას რომ აწიწკნიან, სახეს უხოკავენ და, თქვენ წარმოიდგინეთ, იარაღსაც კი ხმარობენ?!

რა შეიცვალა 21-ე საუკუნეში? განა, იგივე ცვლილებებს არ განიცდიდა მოზარდი თუნდაც 10 წლის წინ? რატომ გახდა  ქართველი ქალი მოჩხუბარი? სად და ვის მიერ იქნა დაშვებული ის შეცდობა, რამაც შედეგად “გაყოჩებული” გოგონა მოგვცა?

მამრობითი და მდედრობითი სქესი მეტად გაუთანაბრდა ერთმანეთს, ქალი დღეს მეტად შეუზღუდავი და თავისუფალია, ვიდრე 15-20 წლის წინ იყო, მაგრამ როდესაც გოგონა გონებაში უშვებს და შემდეგ თავსაც აძლევს, უფლებას, გამოავლინოს აგრესია თანატოლთა მიმართ, ამ პრობლემის კვლევას ოჯახამდე და აღზრდამდე მივყავართ.

ჩემის აზრით მნიშვნელოვანია, მშობლმა გარდატეხის ასაკამდე დაამყაროს ბავშვთან მეგობრული ურთიერთობა. ის არ უნდა იყოს ბავშვის მეგობარი, უნდა იყოს მშობელი, მაგრამ ჰქონდეს მეგობრული ურთერთობა მასთან, რადგან ირიბი ფორმებით მართოს მოზარდი. თუ სწორი გზავნილები ჩადე მასში. მოგცემს შედეგს. ბავშვი ქვევრივითაა, რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს.

“მოზარდ გოგონებშიც იგივე ფენონიმები მეორდება, რაც მოზარდ ბიჭებში. თუ მოსუსტებულია აღმზრდელობით-პედაგოგიური კუთხე, არასწორი გზავნილი ჩაიდო ბავშვში, ის ვლინდება გარდატეხის ასაკში. ყველა გოგონა მოძალადეა? რა თქმა უნდა, – არა. მნიშვნელოვანია, რა ღირებულებებზე, როგორ მაგალითებზე იზრდება ბავშვი,” – ამბობს ფსიქოლოგი.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button