გასართობისაკითხავიუცნაური

ჯეიმს რენდი.. მილიონიანი გამოწვევა და ადამიანის გულუბრყვილობა


ჯეიმს რენდი

ცნობილი სკეპტიკოსი ჯეიმს რენდი 1928 დაიბადა კანადაში და თავდაპირველად სახელი გაითქვა, როგორც ილუზიონისტმა სასცენო სახელით The Amazing Randi (გასაოცარი რენდი). მას მერე რაც რენდის 60 წელი შეუსრულდა მან თავი მიანება ილუზიონიზმს და პარანორმალური და ზებუნებრივი განცხადებების კვლევა და მხილება დაიწყო.

დღეს ჯეიმს რენდი ცნობილია სწორედ როგორც ფსევდომეცნიერების, პარანორმალური, განცხადებების გამომწვევი, რომელსაც არაერთი შარლატანობა აქვს გამომჟღავნებული და მხილებული.


მილიონ დოლარიანი გამოწვევა

ჯეიმს რენდის საგანმანათლებლო ფონდი მილიონ აშშ დოლარს პირდება ნებისმიერს, ვინც შეძლებს გარკვეული პროტოკოლის დაცვით, მეცნიერული ექსპერიმენტის პირობებში საკუთარი ზებუნებრივი თუ პარაფსიქოლოგიური ნიჭის დამტკიცებას. საინტერესოა ამ გამოწვევის ისტორიაც. 1964 წელს ჯილდო მხოლოდ 1.000 ამერიკული დოლარი იყო. თუმცა დონორების დახმარებით ის მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

ფონდის ვებსაიტის განცხადებით 1964-დან 1982 წლამდე 650-ზე მეტმა ადამიანმა შეავსო ოფიციალური განცხადება გამოწვევის მისაღებად, თუმცა ჯერჯერობით ვერც ერთმა ვერ შეძლო საკუთარი პარაფსიქოლოგიური შესაძლებლობების დამტკიცება.

ადამიანის გულუბრყვილობა
პეტერ პოპოვი, 1946 წელს დაბადებული ტელევანგელისტი თავის შოუებზე მისთვის უცნობ დამსწრეთა მისამართებს, სახელებს და დაავადებებს უშეცდომოდ ასახელებდა და ამას მისთვის ღმერთის მიერ ბოძებულ ნიჭით ხსნიდა. 1983 წელს ჯეიმს რენდიმ, რომელიც თანაშემწესთან ერთად პოპოვის რამოდენიმე შოუს დაესწრო მოახერხა გამოემჟღავნებინა პოპოვის საიდუმლო. კერძოდ კი ერთ–ერთ ასეთ შოუზე რადიო მიმღების მეშვეობით რენდიმ მოახერხა საკმაოდ საინტერესო რადიო ტრანსმისიის დაჭერა და დაფიქსირება, როდესაც პეტერ პოპოვს მისი ცოლი ელიზაბეთ პოპოვი რადიო გადამცემის მეშვეობით კარნახობდა შოუს დამსწრეთა მდებარეობას დარბაზში, მათ სახელებს, მისამართებს და დაავადებებს. რენდიმ ეს ინფორმაცია ტელეგადაცემა The Tonight Show Starring Johnny Carson–ის ეთერის მეშვეობით გაავრცელა რის შემდეგაც პოპოვის პოპულარობა მკვეთრად დაეცა და საბოლოოდ ის გაკოტრდა.

ალბათ იფიქრეთ, რომ კიდევ ერთი შარლატანის საქმიანობა ჩაბარდა წარსულს… თუმცა როგორც ჩანს ადამიანის გულუბრყვილობას საზღვარი ნამდვილად არ აქვს. პეტერ პოპოვი ფინანსურად ფეხზე დადგა და დღეს აგრძელებს ძველ საქმიანობას – საკმაოდ დიდი წარმატებითაც. ის ატარებს ძვირადღირებულ ავტომობილს, ცხოვრობს ფეშენებელურ ბინაში, ისევ აწყობს ძველებურ თეატრალიზებურ შოუებს სადაც ის სხვა და სხვა დაავადებას “კურნავს”, მოსახლეობისგან იღებს შემოწირულობებს და ყიდის “სასწაულებრივ წყალს”, რომლის დალევაც მისი განცხადებით ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა და სნეულებებს კურნავს.

წყარო: geoskeptic.wordpress.com

ეს მხოლოდ ერთი მაგალითია.. მაგრამ ასეთი შარლატანები მრავლად არსებობენ, მათ შორის საქართველოშიც.. რას ფიქრობთ ამის შესახებ?

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close