უცნაური

2012 – ნაწილი მეოთხე

2fcaea1f2b83

პლანეტა X

როგორც გამოვარკვიეთ, ჰააბის ანუ „მიწიერი კალენდრის“ ციკლი შედგენს 52 X
365 ანუ 18 980 დღეს, ხოლო ცოლკინიც ანუ „ღმერთების კალენდარი“ ასევე 18 980
დღეს მოიცავს – 73 X 260. აქედან გამომდინარე ღმერთების 73 წელი იგივეა რაც
მაიას 52 წელი.
ქიმიკოს-მეტალურგი დოქტორი კისლინგი, დრეზდენის კოდექსის შესწავლის
შემდეგ, მეტად საინტერესო დასკვნამდე მივიდა.
როგორც მაიას ცივილიზაციის ჩანაწერები გვამცნობენ, რომ ყოველ 52 წელიწადში
ათჯერ, ცაში ღმერთები ჩანდნენ და ყოველი ციკლის გასვლის შემდეგ ინდიელები
მათ გამოჩენას ელოდებოდნენ. თუ ღმერთები ყოველ 52 წელიწადში ათჯერ
ჩნდებოდნენ, ლოგიკის მიხედვით მათი დანახვა, სავარაუდოდ ყოველ 5,2
წელიწადში ერთხელ შეიძლებოდა. კისლინგი დაინტერესდა ამ ფაქტით და
ივარაუდა, რომ ინდიელები კომეტის ან რაიმე სხვა ციური სხეულის გამოჩენას
უფრთხოდნენ ასე გამალებით და სხვადასხვა პლანეტების მოძრაობის მარშრუტის
შესწავლისას შემდეგ დასკვნამდე მივიდა, რომ: მერკური მზის გარშემო ბრუნვას 88
დღე (ანუ 0,24 დედამიწაზე გასული წელიწადი) უნდება, ვენერა – 225 დღე (0,62
წელიწადი), დედამიწა 365 დღე (1 წელიწადი), მარსი 687 დღე (1,88 წელიწადი)
ხოლო იუპიტერი 4329 დღე (11,86 წელიწადი). გაიხსენეთ ასტეროიდების
სარტყელი და ის დიდი მანძილი, რომელიც იუპიტერსა და მარსს შორის მდებარეობს. ერთ დროს ეს ასტეროიდები პლანეტის ნაწილი იყო, რომელიც აფეთქების შედეგად განადგურდა და მცირე ნაწილებად დაიშალა. გამოთვლის
შედეგად დადგინდა, რომ პლანეტა X, რომელიც ერთ დროს ასტეროიდების
სარტყლის ადგილას მდებარეობდა, მზის გარშემო შემობრუნებას 1898 დღე, ანუ 5,2
წელიწადი მოანდომებდა.

8580b18a61a4

სავარაუდოდ, სწორედ პლანეტა X იყო „ღმერთების“ პლანეტა, საიდანაც ერთ
დროს დედამიწას ესტუმრნენ. როგორც უკვე მოგახსენეთ, მაიას კულტურაში
შემთხვევითობას ადგილი არასოდეს ჰქონია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ 52
წლიანი ციკლი უბრალო დამთხვევის მსხვერპლია. ვიდრე ამ ყველაფრის შესახებ
საკუთარ მოსაზრებას მოგახსენებდეთ, კიდევ ერთ საინტერესო ფაქტზე მინდა
გავამახვილო ყურადღება, რომელმაც აგერ უკვე რამოდენიმე წელია მოსვენება
დააკარგვინა მრავალ ჩვენთაგანს რადგან როგორც გადმოთვლის შედეგად
დადგინდა – მაიას კალენდარი წყდება 2012 წლის 22 დეკემბერს და
მოსალოდნელია დიდი ცვლილება. მოსახლეობის ერთი ნაწილი ბუნებრივ
კატასტროფას, ხოლო მეორე ნაწილი კი დედამიწაზე დაბადებულ ახალ რასას
ელის. ასევე ვხვდებით ცნობებს მეორედ მოსვლის, სამყაროს განადგურების
შესახებ ანდაც მაიას ღმერთების დაბრუნების შესახებ. შესაძლოა ღმერთებმა
ნამდვილად შეპირდნენ ინდიელებს დედამიწაზე დაბრუნებას, მაგრამ როდის?
საიდან ვიცით ის, რომ კალენდარი ნამდვილად 2012 წელს წყდება?
მაიას კულტურის შემსწავლელი მეცნიერება, პირობითად ტომფსონის თარიღზე
ანუ ჩვ. წ. აღ. – მდე 3114 წლის 11 აგვისტოზე შეთანხმდა და ნულოვან პუნქტად
აღიარა.

732501d9b041

წარმოიდგინეთ ჩვენთვის უკვე ცნობილი სამი ბორბალი და სამივეზე მონიშნეთ
დათქმული ნულოვანი პუნქტი. რამდენი ხანი გავა ვიდრე მონიშნული ადგილები
ერთმანეთს კვლას შეხვდება და საწყის მდგომარეობას დაუბრუნდება? ჩვენი
კალენდრის მიხედვით, ეს პერიოდი სწორედ 2012 წლის 22 დეკემბერს უტოლდება.
გადმოცემების თანახმად ეს არის თარიღი, როდესაც ღმერთებმა ინდიელებს
დედამიწაზე დაბრუნების პირობა მისცეს. რა თქმა უნდა შეიძლება ნულოვანი
პუნქტის შესახებ დავის გაგრძელება და მტკიცება, რომ საწყისი თარიღი
არასწორია, რომ არა ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი – როგორც გეოგრაფიის
გაკვეთილიდან ვიცით, დედამიწა არ არის იდეალურად სიმრგვალის სხეული.
ოდნავ დაბრტყელებული ფორმის გამო, როგორც ყველა მსგავსი სხეული, ჩვენი
პლანეტაც არ ტრიალებს თანაბრად. წარმოიდგინეთ ღერძი, რომელიც ზუსტად
პულუსებს შორის შეიძლება გაივლოს და რომელიც პოლარული ვარსკვლავისკენ
იქნაბა მიმართული. ყოველი შემოტრიალების შემდეგ, ღერძი საწყის წერტილს
თანდათან მოშორდება და მხოლოდ 25 800 წლის შემდეგ დაუბრუნდება იმავე
ადგილს. ანუ ყოველ 25 800 წელიწადში ერთხელ, დედამიწა საწყის წერტილს
უბრუნდება და გარკვეულ ახალ ფაზას იწყებს – ამ მოვლენას ეწოდება
ასტრონომიული პრეცეზია. საინტერესოა იცით თუ არა როდის ახლოვდება
შემდეგი მსგავსი მოვლენა? ზუსტად 2012 წლის 22 დეკემბერს! ამ დღეს დედამიწა
სრულიად ახალ ფაზაში შედის. შეიძლება ეს ყველაფერი მაიას ტომს სცოდნოდა?
მსგავსი გამოთვლების ჩატარების შემდეგ აღარაფერია მათგან გასაკვირი, მაგრამ
ეკუთვნის კი მათ მთელი მეთემატიკური ოპერაციები, რომლითაც მკითხველს
აგერ უკვე მერამდენე გვერდია თავგზას ვურევ? ჩემის აზრით არა. რთულია ამ ყველაფრის წარმოდგენა, მაგრამ როგორც ვხედავთ მრავალი არგუმენტი
მეტყველებს მაიას ცივილიზაციის წინააღმდეგ.
ჩემი თეორიის თანახმად, იდუმალებით მოცეული კალენდარი, რომელიც
ალაუტუნის ფარგლებში დათვლის საშუალებას იძლეოდა, სწორედ იმ
„ღმერთების“ ნახელავია, რომლებიც ერთ დროს დედამიწაზე დასახლდნენ. რა
თქმა უნდა, საკუთარი პლანეტიდან (რომელიც შესაძლოა აღარც არსებობდა იმ
დროისთვის) მილიონობით კილომეტრით დაშორებულ არსებებს რაიმე
მაორიენტირებელი ხელსაწყო, რომელიც დედამიწისა და პლანეტა X – ის უტყუარ
დროს აჩვენებდა და თანაც ამ ორს ერთმანეთთან ლოგიკურად დააკავშირებდა,
აუცილებლად ესაჭიროებოდათ.

f31e8efcdcce

გავიხსენოთ ნებისმიერი მითი, რომელიც კი „ღმერთების“ დედამიწაზე ყოფნას ასახავს და დავინახავთ, რომ ყოველ მათგანს მინიმუმ ერთი რამ აკავშირებს – თავიდან მეფობენ „ღმერთები“ და აუცილებლად
გარკვეულ ცოდნას აწვდიან დედამიწის მაცხოვრებლებს, რომლებიც ჩემის აზრით
სწორედ იმ პერიოდისთვის, ცხოვრობენ პრიმიტიულად და არ იციან თუნდაც
ბორბლის არსებობა, მაგრამ (კაჩინების მსგავსად) „ღმერთების დაარსებული
სკოლების“ შემდეგ, სიტუაცია რადიკალურად იცვლება და კაცობრიობა
პრაქტიკულ განათლებას ღებულობს. ხელნაწერების მიხედვით, სავარაუდოდ
მაიას ცივილიზაცია და „ღმერთები“ ერთ დროს ერთადაც ცხოვრობდნენ. უფრო
კორექტული იქნება თუ ვიტყვით, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლები ფლობდნენ
ცხოვრებისათვის აუცილებელ მზა ინფორმაციას, რომელიც
მაღალგანვითარებულმა არსებებმა მიაწოდეს. ინფორმაციის დიდი ნაწილი ალბათ
იმ პერიოდის ადამიანისთვის ყოვლად გამოუსადეგარი იყო, მაგრამ როგორც
ვხედავთ, ცოდნის გარკვეულ დეტალების ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება
მაინც ხერხდებოდა.

d33d62e0710d

დღემდე არ არსებობს იმის ერთი დამადასტურებელი ფაქტი მაინც, რომ
ინდიელები ასტრინომიურ დაკვირვებებს აწარმოებდნენ, რაც მერწმუნეთ,
შეუიარაღებელი თვალით, ამ დონეზე არ ხერხდება. სად არის ის იარაღები ან
ხელსაწყოები მაინც, რომელსაც კონკისტადორები უსათუოდ აღმოაჩენდნენ და
კოცონში მიუჩენდნენ ადგილს? გამორიცხულია, რომ ეს ყველაფერი რომელიმე
ბერის ან სხვა ნებიემიერი მისიონერის ხელნაწერში არ ამოტივტივებულიყო.
მსგავსი ხელსაწყოები მათ არასოდეს ჰქონიათ და გარდა შეუიარაღებელი თვალით
ჩეტარებული ელემენტარული დაკვირვებებისა, სხვა არაფერი
განუხორციელებიათ.
კიდევ ერთხელ გავიხსენოთ თერთმეტნიშნა ალაუტუნი, რომელიც დაახლოებით
64 მილიონ წელს მოიცავს. რა თქმა უნდა ინდიელებს არასოდეს გადაუთვლიათ
მილიონობით წლები უკან და ამას არც არასდროს საჭიროებდნენ, მაგრამ ის ვინც
„მაიას კალენდარი“ შექმნა, სულ სხვა რამეს გვაუწყებს ამ თარიღით.
ჩემი ვარაუდით, პირველი ნაკადი „ღმერთებისა“, დედამიწაზე, სწორედ მაშინ
გამოჩნდა, როდესაც ჯერ ადამიანი არ არსებობდა, ანუ რამოდენიმე ათეული
მილიონი წლის წინ. დაახლოებითი თარიღის წარმოდგენაში სწორედ ალაუტუნი
(23 040 000 000 დღე) დაგვეხმარება. თუ არა „ღმერთების“ წელთაღრიცხვის საწყის
ანუ ნულოვან თარიღს, სხვა ვერანაირ დანიშნულებას ვერ მივაკუთვნებ 64
მილიონ წლიან ალაუტუნს. როგორც ვიცით, დაახლოებით 64 – 65 მილიონი წლის
წინად, დედამიწაზე, დიდი კატასტროფა მოხდა, რამაც მაშინდელი ფაუნა,
თითქმის მთლიანად იმსხვერპლა. ამ პერიოდიდან, პლანეტაზე სრულიად ახალ ერას ჩაეყარა საფუძველი. ადვილი შესაძლებელია, „ღმერთები“ სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდნენ დედამიწაზე და ახალ სიცოცხლეს ჩაუყარეს საფუძველი.

73d53e8ce4ce

ბანალურად ჟღერს? წარმოიდგინეთ პროფესიონალი არქეოლოგების მიერ
წარმოდგენილი იმ თეორიების სინთეზი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ
შემოგთავაზეთ – ჩვ. წ. აღ. – მდე IV ათასწლეულში განვითარებული ქვის ხანის
ხალხი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს მეტალის დამუშავებასა და ბორბლის
არსებობაზე, აწარმოებს ასტრონომიულ დაკვირვებებს გაურკვეველი ადგილიდან
სუპერთანამედროვე ხელსაწყოებით და გადმოგვცემენ, რომ მზე, სისტემის
ცენტრია რის გარშემოც ბრუნავს ესა თუ ის პლანეტა (თანაც მხედველობიდან ნუ
გამოგრჩებათ პლანეტების ბრუნვის სიჩქარის და ტრაექტორიის მაიასეული
ცოდნა) რაც საოცარი სიზუსტით დაკავშირებული იქნა მსოფლიოს ყველა დროის
უზუსტეს კალენდართან. მრავალი საუკუნის შემდეგ, ისინი საცხოვრებელ
ქალაქებს ტოვებენ და კალენდრის მეშვეობით გვამცნობენ 2012 წელს გარკვეული
გარდამავალი პერიოდის მოახლოებას. არანაკლებ ფანტასტიკურად და
ბანალურად ჟღერს ინფორმაცია, რომელსაც სამეცნიერო ლიტერატურაში
ვხვდებით და აქედან გამომდინარე უფლებას ვიტოვებ, სრულიად თამამად და
ღიად გავაკეთო საკუთარი დასკვნები ცივილიზაციის შესახებ, რომლის მიმართაც
უდიდესი სიმპატიით ვარ განწყობილი, რადგან მაია იმ მცირერიცხვოვან
კულტურათა რიგს განეკუთვნება, რომელმაც უზუსტესი ცნობები დაგვიტოვა
ათასწლეულების წინ ღმერთების დედამიწაზე ნამდვილად სტუმრობის შესახებ,
ხოლო ფიზიკურად არსებულ დამადასტურებელ ფაქტებს, მაიას სამეფოდან
დასავლეთით, კერძოდ კი მეხიკოდან 45 კილომეტრით მოშორებული
ტეოტიუაკანი ინახავს – ქალაქი, რომელიც ერთ დროს ღმერთებმა ააშენეს.

_______________________________________________________________

გაგრძელება იქნება. =) ან არ იქნება =)) როგორც გინდათ მოკლედ. შემდეგი თავია “ღმერთების ქალაქი”.
წყარო: წიგნი: “ვინ იყვნენ ღმერთები”

პირველი წაწილი
მეორე ნაწილი
მესამე ნაწილი

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button