გასართობისაქართველო

უკვდავი ფრაზები კინოფილმებიდან….

“ხის სიმაღლე ბაბუკო ზემოდან კი არ იზომება, არამედ ფესვებიდან…” – ფესვები.

“-კაცი, რომ შენი შვილის ლაპარაკს ვერ გაიგებ, აგია სამართალი?!
-ვისწავლიო…
-ეხ შვილო, აწი შენ, რომ ქართულს ისწავლი….” – ფესვები.

“თქვენ გინდოდათ ჩემი ფული, მე თქვენს დედებს… თქვენსას…” :D – უძინართა მზე.

“ეხ, დათო, ამხელა კაცი ხარ, ვინ რას გაჩუქებს თუ ჩემი ძმა ხარ თუკი არ წაართვი?!” – უძინართა მზე.

“-რამდენადაც ვიცი, ყველა სხვა ექიმ(ებ)ი აფთიაქების წამლებით მკურნალობს და მშვენივრადაც გამოსდით… მამა კიდე როგორ იქცევა, ეგ ეგოისტი კაცი ეგა… შენ ახლა გჯერა(ვს) რომ ეგ კიბოს წამალს გამოიგონებს, გჯერა(ვს)?!
_რა მნიშვნელობა აქვს მე მჯერა(ვს) თუ არა?! ეგეთია და რა ქნას…” – უძინართა მზე

“-ეს იესო ქრისტეს ჯვარია, რასაც შესთხოვ ყველაფერს აგისრულებს…
-სულ, სულ, ყველაფერს?!
-კი, სულ ყველაფერს…
-დედიკოს გამიცოცხლებს?!” – მონანიება… (თქვენი არ ვიცი და მე ამ მომენტზე ცრემლებს ვერ ვიკავებ ვერასდროს…)

“შეაგინე-მეთქი მე შენ გელაპარაკები” – რეკორდი.

“- მანდ როგორ მოხვდი?!
– ბავშვობიდან აქა ვზივარ, უფროსო…” – ქვევრი.

“-მე და გივილომ გადავწყვიტეთ, რომ ცოლები მოვიყვანოთ…
-რა დროს ცოლია ბიჭო, ამ გაგანია მუშაობაში?!
-ეეე, შენ რო გყავ(მ), იმაი რო ყა(მს)ვს… მაშინ შენი ცოლი მაიტა….
-შენ ახლა შენს სამუშაოს მიხედე და რომ მოვამთავრებთ ცოლსაც მოგცემ და ცოლის დასაც იმ შენი გივილოსთვინა…” – სიყვარული ყველას უნდა.

“–ნატვრის თვალი, რომ მოგცა რას ინატრებდი შოშია?
–რას და აი ერთი კათხა ცივი ლუდი გადამაშვებინა ამ ჟანგიან ყბაში და მეტი არაფერი მინდა რა…
–სულ ეგ არის შოშია?!
–არა ჩემო ტიგრან, კიდე ფრთები მინდა მქონდეს, ფრთები… ავფრინდები და ამ ფანჯრიდან გავფრინდები…
–ნუ გეშინია შოშია, ამოგივა, ჯერ ბარტყი ხარ….” – თეთრი ბაირაღები

“–ეს რა ქენი ლიმონ?! ეგ არის შენი განთქმული მართალი სიტყვა, ლიმონას ოქროს სიტყვა?! კაცი ჩემ თვალწინ მოკალი…
მაგას ნუ უსმენთ ძია ისიდორე… ლიმონა გიჟია!!! მე დამაბრალეთ იმ თქვენი დამპალი სიძის მკვლელობა, ჩემთვის სულ ერთია, ერთი მეყოლება მოკლული თუ მთელი ბატალიონი!!!” – თეთრი ბაირაღები

“–ეს რა არის არჩილ?!
–ეგენი პუანტებია, ბალერინას ჩუსტები….
–პუტანკებიიი?! :D
-დადე რა, მაგითი ცეკვავს ჩემი და…
-ამითი როგორ ცეკვავს ტო…?!” – გასეირნება ყარაბაღში

“გიორგის და აზერბაიჯანელის დიალოგი (გასეირნება ყარაბაღში):
-ვოტ ვი გრუზინი ნარმალნი ნაროდ, კაკ ვი ეტიხ არმენიანავ ტერპიტე…. ?!

გიორგის და სომეხის დიალოგი (გასეირნება ყარაბაღში):
-ვოტ ვი გრუზინი ნარმალნი ნაროდ, კაკ ვი ეტიხ აზერბაიჯანცავ ტერპიტე…. ?!”

“-ვოტ ეტატ ტვოი დრუგ…. ბალერონ…. ნასტაიაშიი პრესტუპნიკ… ვსიო ვრემია კურიტ, რუგაეტსია, ატუპელ სავსემ… ” – გასეირნება ყარაბაღში

“-რეჟისორი და პროფესორი ბაზარში მარგარინს ყიდის, (ბარიგები კიდე გულაობენ…), კინოა, აბა რა არის?!” – თბილისი-თბილისი

პ.ს.

ჯერ-ჯერობით სულ ეს იყო, ციტირებებზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ პირობას ვიძლევი, რომ აზრს არ დავამახინჯებ არსად… თუ მოგეწონებათ კიდევ დავდებ და არა მარტო ქართულს… ;)
ყველა რაითი დაცულია რააა…. :D

წყარო: აპიაც ჩემი მემორი… :)

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close