არქივი

2012 – ნაწილი მესამე

b2e6fec73db1
მაიას კალენდარი

ყველა დროის უზუსტესი კალენდარი

ნაწილი პირველი
ნაწილი მეორე

მაიას ცივილიზაციის ხელში არსებული დიდი ცოდნის შესახებ, პირველ რიგში
ის უნდა ითქვას, რომ ინდიელები, საოცარი სიზუსტის ასტრონომიულ და
მათემატიკურ ინფორმაციას ფლობდნენ. მხოლოდ ის ფაქტი რად ღირს, რომ
დედამიწის მზის გარშემო შემოვლის დროს, ათიათასეულის დონემდე
ამრგვალებდნენ – 365,2421 დღე.
გრეგორიანული კალენდარი კი როგორც იცით 365,2424 დღეს ითვლის, ხოლო
კომპიუტერული გამოთვლის შედეგად მიღებული ციფრი 365,2422 შეადგენს.
არარეალურია იმის წარმოდგენა თუ რა საშუალებებით ხდებოდა მრავალი ათასი
წლის წინ ამ მონაცემების მიღება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დაკვირვებები
ასწლეულების მანძილზე მიმდინარეობდა, რის შედეგადაც ხელნაწერები
უზუსტეს ინფორმაციას შეიცავენ.
დასაშვებია თუ არა, რომ გამოთვლებში ინდიელებს არასოდეს მიუღიათ
მონაწილეობა?
თანამედროვე გამოთვლების მიხედვით, გარკვეულ იქნა მაიას კალენდარული
სისტემის ნულოვანი წერტილი, რომელიც ჩვ. წ. აღ. – მდე 3114 წლის 11 აგვისტოთი
თარიღდება. ამ იდუმალ კულტურაში გაუთვითცნობიერი ზოგიერთი
მკითხველისთვის, ალბათ რთული წარმოსადგენი უნდა იყოს თუ რა სახის
გამოთვლა შეიძლება ჩატარდეს, როდესაც მხოლოდ ოთხი და თანაც ნაწილობრივ
განადგურებული ხელნაწერის გარდა ჩვენს ხელთ არანაირი საბუთი არ არის.
დავიწყოთ მეტად საინტერესო ციფრული სისტემით, რომელიც პრაქტიკულობით
ბევრად წინ უსწრებს რომაულს, სადაც ციფრები ასოების საშუალებით
გამოისახებოდა, რაც მეტად ართულებდა თვლას.
ყველაფერი ძალიან მარტივია: ინდიელები ერთიანისთვის იყენებდნენ წერტილს,
ხოლო ორიანისთვის ორ წერტილს და აშ. ხუთიანს აღნიშნავდა ჰორიზონტალური
ხაზი, ხოლო ექვსიანს – ხაზი წერტილით. ათი გამოისახებოდა ორი ხაზით, ხოლო
თხუთმეტი – სამით.

213cb551b834

დღესდღეობით ჩვენ, ათეულის სისტემით ვაწარმოებთ თვლას, ხოლო ჩვენგან
განსხვავებით, ინდიელები ვიგესიმალური, ანუ ოცეულის სისტემით ითვლიდნენ,
რაც მცირეოდენ ართულებს საკითხს.
ერთიანის შემდეგ ნოლის მიწერით, არ აღინიშნებოდა ათი, ანდაც ასი, არამედ
ერთი და ნოლი. ცხრამეტის შემდეგ თვლა ხდებოდა სვეტების საშუალებით.
მაგალითად რიცხვი 8564 შედგენდა ოთხ ერთეულს, ექვს ათეულს, ხუთ ასეულს
და რვა ათასეულს.
რიცხვი 20 გამოისახებოდა შემდეგნაირად – ორ უჯრედიან სვეტში, რომელსაც
სურათზე ხედავთ, ერთეულების მაჩვენებელ პირველ სვეტში იწერებოდა ნოლი,
ხოლო ზედა ანუ ოცეულის მაჩვენებელ სვეტში – ერთი წერტილი. ყოველი
მომდევნო უჯრა იყო წინამორბედზე ოცჯერ მეტის მაჩვენებელი. სისტემა მეტად
მარტივია, ხოლო უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის რამოდენიმე მაგალითს
გთავაზობთ:

77ef67b157ce

მსგავსი სისტემით ძალზედ ადვილი იყო სხვადასხვა მათემატიკური ფუნქციების
ჩატარება, ხოლო თვლა მიმდინარეობდა მილიარდების ფარგლებში (!).
შედარებით რთულ და ჩახლართულ სისტემას წარმოადგენს მაიას კალენდარი,
რომელიც უზუსტესია მსოფლიოში.

კალენდარი

მაია, რამოდენიმე დამოუკიდებელი ბორბლისაგან შემდგარ კალენდარულს
იყენებდა, რომლებიც საბოლოოდ ერთ მთლიან, კომპიუტერული სიზუსტით
აწყობილ სისტემას ქმნიდნენ.
კალენდარული სისტემის უმცირესი ნაწილი იყო თვე, რომელიც 13 დღისგან
შეგდებოდა.
წარმოიდგინეთ ცამეტკბილიანი ბორბალი, რომელზეც ერთიდან ცამეტამდე
რიცხვები იყო გრავირებული.

c33ab53cd00c
ბორბალი, რომელიც თვეს განასახიერებს

წელიწადი, 20 მსგავსი თვისგან შედგებოდა, ხოლო ყოველი თვე თითო „ღმერთის“
სახელს ატარებდა:
1. იმიქს 11. ჩუენ
2. იკ 12. ებ
3. აკბალ 13. ბენ
4. კან 14. იქს
5. ჩიკჩან 15. მენ
6. ჩიმი 16. ჩიბ
7. მანიკ 17. ჩაბან
8. ლამატ 18. ეცნაპ
9. მულუჩ 19. კაუაჩ
10. ოჩ 20. აჰაუ
წარმოდგენისთვის, მეორე სურათზე გამოსახულია წელიწადისთვის
განკუთვნილი 20 კბილიანი ბორბალი, რომელზეც „ღმერთების“ სახელებია
გრავირებული.

79b34b28edd5
წელიწადისთვის განკუთვნილი ბორბალი

დიდ და პატარა ბორბალს თუ ერთმანეთს დავუკავშირებთ, მივიღებთ შემდეგ
სურათზე გამოსახულ კალენდარს, რომელიც შედგებოდა 13×20 ანუ 260 დღისგან.
წლის მანძილზე, არც ერთი დღე არ მეორდებოდა და საბოლოოდ, ცამეტი
შემოტრიალება ქმნიდა 260 დღიან ციკლს, რომელსაც ცოლკინის კალენდარი
ეწოდებოდა. ცოლკინი ღმერთების წმინდა წელი იყო, მაგრამ 260 დღიანი ციკლის
საიდუმლოს პასუხი დღემდე არ გააჩნიათ მეცნიერებს.
რელიგიური კალენდარი, სხვა დანარჩენ დანიშნულებას რადგან ვერ ასრულებდა,
ინდიელები კიდევ ერთ, 365 დღიან კალენდარულ სისტემას იყენებდნენ,
რომელსაც ჰააბი ეწოდებოდა. ჰააბი დაყოფილი იყო 20 დღისგან შემდგარ 18 თვეთ
და დამატებით ხუღ დღედ (360 + 5 = 365 დღე) სადაც თვეები ცოლკინის მსგავსად,
ღმერთების სახელებს ატარებდნენ. ახლა კი წარმოიდგინეთ მესამე, 365 კბილიანი
დამატებითი ბორბალი, რომელიც ცოლკინის კალენდართან ერთად მოძრაობს (იხ.
სურათი). ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ჰააბის ბორბლის ცოლკინთან
ტრიალისას, ერთი და იგივე დღე შეიძლებოდა მხოლოდ 18 980 დღის შემდეგ
განმეორებულიყო.
თუ გავყოფთ 18 980 დღეს ჰააბის შემადგენელ დღეთა რიცხვზე (365) მივიღებთ
რიცხვს 52 – ანუ მაიას კალენდრის ციკლს.
ღმერთების კალენდარი ცოლკინი, როგორც მოგახსენეთ 260 დღისგან შედგებოდა.
18 980 დღის 260 გაყოფისას კი ვღებულობთ „ღმერთების“ კალენდრის 73 დღიან
ციკლს.
ცოლკინი – „ღმერთების“ კალენდარი 260 დღითა და 73 დღიანი ციკლით.
ჰააბი – მაიას კალენდარი 365 დღითა და 52 წლიანი ციკლით.

abffeeff6bd1
მაიას კალენდრის საბოლოო ვერსია

როფორც მოგახსენეთ, მაიას ტომი უზუსტეს ინფორმაციას ფლობდა ციური
სხეულების შესახებ ამასთან ერთად იცოდნენ ისიც, რომ დედამიწა ვიდრე მზეს
შემოუვლის, 365 დღეზე ოდნავ მეტია საჭირო. აქედან გამომდინარე ალბათ
მიხვდით, რომ კალენდარი ზუსტად ვერ იმუშავებდა თუ რამოდენიმე წელიწადში
ერთხელ რაიმე არ შეიცვლებოდა. გაიხსენეთ გრეგორიანულ კალენდარი, სადაც
ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ნაკიანი წელიწადით სწორდება ეს ცდომილება.
ინდიელებთან ეს ყველაფერი კი ბევრად რთულად გამოიყურებოდა – ისინი ყოველ
52 წელიწადს 13 დღეს უმატებდნენ, რათა საბოლოოდ ყოველ 3172 წელიწადში
ერთხელ 25 დღე გამოეკლოთ. ეს მთელი სირთულე და ჩახლართული გამოთვლა
საბოლოოდ სათანადო შედეგს იღებდა – მათი კალენდარი უზუსტესი იყო
მსოფლიოში.
ყველასათვის ცნობილია, რომ ქრისტიანული კალენდრის ნულოვანი წერტილი
იესოს დაბადება, მუსლიმური ქვეყნების – მუჰამედის მედინაში შესვლა, ხოლო
ებრაელების კი მათ მიერ ნავარაუდევი სამყაროს შექმნის თარიღია. საინტერესოა
თუ საიდან ითვლიდა მესოამერიკული სამყარო დროს და რა თარიღი ითვლებოდა
ათვლის წერტილად?
კალენდრის წარწერების შესწავლით დადგინდა, რომ ”საწყისი სერიის” ყოველი
ციკლი აღინიშნება თარიღიდან ”4 აჰაუ 8 კუმჰუ”. მეცნიერების აზრით ეს არის ის
თარიღი საიდანაც იწყება ათვლა. არქეოლოგები ჩემთვის გაურკვეველი
მიზეზების გამო მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ”4 აჰაუ 8 კუმჰუ” ლეგენდარულ
ამბავს უფრო უნდა აღნიშნავდეს, ვიდრე ისტორიულ ფაქტს.
მაიას ნულოვან წერტილზე დღემდე დავა მიმდინარეობს და მეცნიერების
რამოდენიმე ჯგუფი თავიდანვე ვერაფრით თანხმდებოდა ერთმანეთთან.
მაგალითად რობერტ ჰენსელინგის აზრით ეს თარიღი ჩვ. წ. აღ. – მდე 8498 წლის
ივნისია, რომელიც შემდგომში უარყო ჰერბერტ შპინდენმა და ნულოვანი
წერტილი ჩვ. წ. აღ. – მდე 3373 წლის 14 ოქტომბრით დაათარიღა. მოგვიანებით კი
ჯონ ტომფსონმა, თარიღი 260 წლით გადმოწია და საბოლოო მაჩვენებელი ჩვ. წ. აღ.
– მდე 3114 წლის 11 აგვისტო დააფიქსირა.
ამით მეტად საინტერესო და ცოტა არ იყოს ბანალურ სურათს ვღებულობთ.
მეცნიერებს დიდი ნაწილი ერთხმად ათარიღებს მაიას ცივილიზაციის ადრინდელ
პრეკლასიკურ პრიოდის საწყისად ჩვ. წ. აღ. – მდე დაახლოებით 3000 წელს.
დავუშვად, თუნდაც 300 წელიწადში ცდებოდნენ, ნებისმიერ შემთხვევაში
გამოდის, რომ ჩამოყალიბებიდან სულ მცირე ხანში ინდიელებმა მსოფლიოს
ყველადროის სრულყოფილი კალენდარი შექმნეს რაშიც მათ უდიდესი
ასტრონომიული ცოდნა დაეხმარა. გათვლილი იყო დედამიწის, მთვარის, მზის,
ვენერას და კიდევ რამოდენიმე ციური სხეულების მოძრაობის ტრაექტორიები.
დამეთანხმებით ალბათ, რომ არანაირი ლოგიკა ამ მოსაზრებაში არ დევს.
ცნობილია, რომ მსოფლიოს არც ერთი კალენდრის საწყის, ნულოვან პუნქტად,
ფიქტიური და უმნიშვნელო დღე არ გვევლინება. ათვლის წერტილი ყოველთვის
მნიშვნელოვანი და კარგად გათვლილი თარიღია. აქედან გამომდინარე ასე
ნაჩქარევი დასკვნები ნულოვანი პუნქტის შესახებ, ცოტა არ იყოს მორიგ თვალის
ახვევად და „პასუხის გაცემის ვალდებულების“ მოხდად მიმაჩნია.
კალენდრის ნამდვილი დანიშნულების ძიებისას ხშირად გაიჟღერა ვერსიებმა –
„მაიას ტომი შეპყრობილი იყო დროით“, „კალენდარი აუცილებელი იყო
სხვადასხვა რიტუალების შესასრულებლად“ და ასევე (ჩემთვის ყველაზე საინტერესო და განწირული ვერსია) „კალენდარი საჭირო იყო
მიწადმოქმედებისათვის, რათა ზუსტად გათვლილიყო მოსავლის აღების დრო,
წვიმების პერიოდი“ და აშ.
“…მაიასადმი მიძღვნილ ერთ ერთ ქართულენოვან საიტზე შემდეგ ინფორმაციას
წააწყდებით – „მაიას ტომები თავიანთი კალენდრის ტყვეობაში მოექცნენ და
ყველაფერს მას უმორჩილებდნენ, ყველაფერს რაღაც გარკვეულ ამბებს
უკავშირებდნენ. მაინც რა მნიშვნელობა აქვს ამ ციკლებს?…“
„…ინდიელმა ქურუმმა ასტრონომებმა, რომლებსაც ჰქონდათ საიმისო ცოდნა, რომ
გაანგარიშებით აეგოთ უზარმაზარი ქალაქები, პირამიდები, ტაძრები და გზები, არ
იცოდნენ, რა იყო ბორბალი ან ლითონის ხელსაწყო. არ იცოდნენ, რა იყო გამწევი
ძალა….“. საინტერესოა ორი რამ – ვეძებ ცნობას, რომელიც მაუწყებს მაიას
„კალენდარული ტყვეობის“ შესახებ და მეორე – ნუთუ მესოამერიკული
კულტურით დაკავებულ ადამიანს, რომელსაც პალენკეს ტიკალის და
ტეიტიუაკანის შესახებ მცირეოდენი წარმოდგენა მაინც გააჩნია, შეიძლება ეგონოს,
რომ მსგავსი გიგანტური კომპლექსების აშენება ბორბლის, რკინის და გამწევი
ძალის გარეშე შესაძლებელია?
როგორც ვხედავთ თეორიები და ვერსიები ზღვა რაოდენობით გვაქვს, მაგრამ აქვე
გეტყვით, რომ უმეტესობა მათგანი სრული აფსურდია, ხოლო დანარჩენზე კამათი
შეიძლება, რადგან სინამდვილეში კალენდრის რეალური სურათი არავინ იცის.
არქეოლოგებმა, შეიძლება ითქვას, რომ რამოდენიმე მცდარი მოსაზრებით,
საკუთარი თავი ხაფანგში მოაქციეს, რამაც დღემდე შეაფერხა მაიას
წელთაღრიცხვის ნულოვანი წერტილის პოვნა. წარმოიდგინეთ – მყარად
დაფუძნებულია ვერსია, რომ ათვლის წერტილი აუცილებლად მაიას და არა სხვა
ცივილიზაციის გაჩენის თარიღთან ახლოს უნდა ვეძებოთ. ასევე „ვიცით“, რომ
მაიას ადრეული პრეკლასიკური ხანა დაახლოებით ჩვ. წ. აღ. – მდე IV
ათასწლეულია და რაღა გასაკვირია თუ ათვლის პუნქტად ტომფსონი ჩვ. წ. აღ. –
მდე 3114 წლის 11 აგვისტოს ივარაუდებდა?
ზემოთ ჩამოთვლილი მეცნიერები რათქმა უნდა წლების მანძილზე სწავლობდნენ
მაიას კულტურას და სავარაუდოა ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი რიგითი წიგნის
თვითნასწავლი ავტორი უფრო შეიძლება ცდებოდეს მსგავსი გამოთვლებისას,
ვიდრე გამოცდილი პროფესიონალი არქეოლოგები, რაშიც აფსოლუტურად
დაგეთანხმებოდით, რომ არა ერთი პატარა დეტალი, რომელიც არ მასვენებს
ინდიელების კალენდარზე ფიქრისას – რომელი ცივილიზაციის წარმომადგენლები
ითვლიან მათთვის არარსებულ მილიონობით წლებს? რომელი კალენდარი
მოიცავს ცნობებს საუკუნეების შესახებ, სადაც თვით შემდგენელი არ არსებობდა?
რამდენადაც ვიცი არც ერთი. გარდა მაიასი !?
მაიას კალენდარული სისტემის საბოლოო სახის წარმოსადგენად, კვლავ
გავიხსენოთ სამი ბორბალი, რომელიც ორ სხვადასხვა სისტემას განასახიერებს და
მივუმატოთ ერთი დიდი, რომელსაც მეცნიერები Longcount ანუ ვრცელი თვლის
ბორბალს უწოდებენ. შედეგად მივიღებთ გაურკვეველ გიგანტურ წლიურ
ციკლებს, სადაც თვლა მილიარდის ფარგლებში მიმდინარეობს:

1 კინი – 1 დღე
1 უნიალი – 20 დღე
1 ტუნი – 360 დღე
1 კატუნი – 7200 დღე (20 ტუნი)
1 ბაქტუნი – 144 000 დღე (20 კატუნი)
1 პიქტუნი – 2 880 000 დღე (20 ბაქტუნი)
1 კალაბტუნი – 57 600 000 დღე (20 პიქტუნი)
1 კინჩილტუნი – 1 152 000 000 დღე (20 კალაბტუნი)
1 ალაუტუნი – 23 040 000 000 დღე (20 კინჩილტუნი)
ალაუტუნი დაახლოებით 64 მილიონ წელს შეადგენდა, რაც წარმოუდგენელია
დღევანდელი თვალთახედვიდან. წარმოიდგინეთ – ქვის ხანის ტომი, რომელიც
გადმოცემების მიცედვით, მეტად პრიმიტიულად ცხოვრობდა, აწარმოებდა
გამოთვლებს 64 მილიონის ფარგლებში ! ! ! რატომ? რისთვის? რა მიზნით?
ერთადერთი ვარაუდი მრჩება, რაც ვშიშობ რომ სიმართლეს არ შეესაბამება – მაიას
კალენდრის ათვლის წერტილი დინოზავრების გადაშენების თარიღს, ანუ
დედამიწაზე მომხდარ კატასტროფას უკავშირდება, რაც მათ ზუსტად იცოდნენ!
ხუმრობა მოგვიანებით, ხოლო ახლა დოქტორ ს. კისლინგის გენიელური იდეის
შესახებ გიამბობთ, რომელმაც წესით ყველაფერს თავისი ადგილი უნდა მიუჩინოს…

________________________________________________________
გაგრძელება იქნება =)))
შემდეგი ნაწილი: პლანეტა X.
წყარო: წიგნი: “ვინ იყვნენ ღმერთები”.

მსგავსი ამბები

Back to top button