უცნაური

Apple-ის ახალი ჯადოსნური თაგუნა..

84b7426bb87a

Apple-ის ახალი ჯადოსნური თაგუნა....

c4e901ae77ce

ალბათ უკვე ყველამ იცით, რომ ამ ცოტა ხნის წინ ეფლმა გამოუშვა ახალი ტიპის მაუსი. ძველმა, აწ უკვე წარმოებიდან მოხსნილმა Mighty Mouse-მა საკმაო კრიტიკა დაიმსახურა მომხმარებლებისაგან, რომელთა წყრომის ძირითადი საგანი მაუსის თავზე მოთავსებული ცოცია ბურთულას ხშირი გაფუჭება გახლდათ ჭუჭყის ჩაგროვების გამო.

მაგრამ ახალი მოდელი იმდენად საინტერესო, ორიგინალური და რაც მთავარია პერსპექტიული ჩანს, რომ არ შემიძლია არ გაგიზიაროთ ზოგიერთი მოსაზრება.

Magic Mouse-ი უდაოდ საუკეთესო თაგუნაა, რომელიც კი ეფლს შეუქმნია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ამ ელეგანტურ, მაგრამ მკვრივ მოწყობილობაში რეალიზებულია უახლესი multi-touch ტექნოლოგიები. მაგრამ მოდით შევადაროთ Magic Mouse-ი სხვა მაუსებს (ისე, თაგუნა უფრო მომწონს, მაგრამ რახან მაუსია დამკვიდრებული ქართულში, მეც ასე მოვიხსენიებ).

da5a4e105ad3

ზემოდან Magic Mouse-ი დაფარულია თეთრი, ნახევრადგამჭვირვალე პლასტმასით და ფორმით საპნის ნაჭერს მოგვაგონებს. ისევე როგორც ნებისმიერ სხვა მაუსში, აქაც არის მარცხენა და მარჯვენა ღილაკი (თუმცაღა სრულიად უჩინარი), მაგრამ მთავრი განსხვავება ისაა, რომ ამ მაუსს გააჩნია სენსორული რბია (Scrolling-ი, ვინც არ იცის) და ორთითიანი ჟესტების ამოცნობის უნარი. ზუსტად ამ ინოვაციურ მეთოდზეა დაფუძნებული Magic Mouse-ის მარკეტინგი.

Magic Mouse-ი ძალიან ლამაზი მაუსია. მისი უბრალოდ გადაჩქმალვა არ მიგინდება, როდესაც არ გჭირდება.

a5bf19aa2fd2

Logitech-ის მაუსებისაგან განსხვავებით, Magic Mouse-ი ისეთი ერგონომიული არა არის: მას გააჩნია ძალიან დაბალი და გარსშემოდენილი ფორმა, არ ზის იდეალურად ხელში და არ იმეორებს მის ფორმას. მაგრამ ის ბატარეებისაგან 4 თვეზე მეტხანს მუშაობს და კომპიუტერს უკავშირდება Bluetooth-ის საშუალებით, რაც ფრიად მოსახერხებელია.

a7d7ee9c1ab7

კორპუსის ქვედა ნაწილში განთავსებულია პლასტმასის ორი ზოლი, რომლეთა საშუალებით მცირდება მაუსის კონტაქტი ზედაპირთან და გადაადგილება ხდება შეუბრკოლებლად, რაც არ აისახება მიმთითებლის მოძრაობის ხარისხზე.

პრინციპში არ არსებობს მკაფიო საზღვარი მარცხენა და მარჯვენა ღილაკებს შორის უშუალოდ მაუსზე, მაგრამ Magic Mouse-ს შეუძლია სწორად გამოიცნოს როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა დაწკაპუნება (თუმცა მარჯვენა დაწკაპუნება მოითხოვს წინასწარ გააქტიურებას სისტემურ პარამეტრებში).

მაუსში გამოყენებული ლაზერული ტექნოლოგია საკმაოდ სტანდარტულია და პრაქტიკულად ნებისმიერ ზედაპირზე მუშაობს, ჯინსების და ტახტის გადასაკრავის ჩათვლით. თუმცა Magic Mouse-ს არ შეუძლია შუშის და მბზინავ ზედაპირებზე მუშაობა.

მსგავსი ამბები

Back to top button