მაკინტოში (კომპიუტერი)
მაკინტოშის (Macintosh) შესახებ…
მაკინტოში (Macintosh), ეპლ კომპიუტერის (Apple Computer Inc.) მიერ შექმნილი, დამუშავებული და წარმოებული პერსონალური კომპიუტერებია, რომელიც მაკინტოშის ოპერაციულ სისტემაზე (მაკ ოს) მუშაობს. მაკინტოშის ჯიშის ვაშლის სეხნია თავდაპირველად 1984 წლის 24 იანვარს გამოვიდა; ეს იყო პირველი პოპულარული პერსონალური კომპიუტერი, რომელიც ამჟამად სტანდარტად ქცეულ გრაფიკულ სამომხმარებლო ინტერფეისს (გსი) იყენებდა, დესკტოპზე ფანჯრებითა და თაგუნას კონტროლით მაშინ სტანდარტული საკომანდო ხაზის ინტერფეისის ნაცვლად. ეპლი იმავე დროს განაგრძობდა ეპლ II ოჯახის კომპიუტერთა გაყიდვას მაკების პარალელურად 1993 წლამდე. მას შემდეგ ყველა ეპლ კომპიუტერი მაკინტოშის ოჯახისა გახდა.
თანამედროვე მაკები საკმაოდ მრავალფეროვანია დაწყებული ბიუჯეტური მაკ-მინიდან (Mac mini) საშუალო რანგის სერვერით, ექს-სერვი (Xserve), დამთავრებული. მაკინტოშის სისტემები ძირითადად განკუთვნილია საშინაო, საგანმანათლებლო და სახვითი ხელოვნების პროფესიული ბაზრებისთვის; ბოლო დროს ექს-სერვი G5 სერვერის გამოსვლის შემდეგ ეპლმა სამეწარმეო ბაზარშიც შეაღწია.
თავდაპირველი მაკინტოშის ოპერაციული სისტემა პირველი მაკის გამოშვებიდან მოყოლებული გამოიყენება, თუმცა მან დროთა განმავლობაში დიდი ცვლილებები განიცადა. 1999 წელს ეპლის ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ კლასიკურ მაკ ოს-ს აკლდა თანამედროვე კომპონენტები და გამოუშვა იუნიქსის (Unix) ბაზაზე დამუშავებული მაკ ოს X (Mac OS X), რომელიც გაცილებით სტაბილური სისტემა გახდა, თუმცა ამასთან კვლავ შესაძლებელი იყო კლასიკის აპლიკაციების გამოყენება ჩაშენებული კლასიკთან თავსებადი ინტერფეისის შრით. მაკ ოს X-ის თანამედროვე ვერსიაა v10.4 (ვეფხვი), რომელიც ყველა ახალ მაკინტოშს მოჰყვება როგორც სტანდარტული ოპერაციული სისტემა (ექს-სერვი მაკ ოს X სერვერის ვარიანტზეა). მაკინტოშის სრულყოფისათვის ეპლმა დამატებით გამოუშვა პროგრამული უზრუნველყოფა – ციფრული მედია-აპლიკაციების მთელი სერია – iLife (აი-ლაიფ) პაკეტი, iWork (აი-ვორკ) პაკეტი და პროფესიული კრეატიული ბაზრისთვის განკუთვნილი Final Cut Pro, Shake და Aperture პროგრამები.
- მაკინტოშ კლასიკი, ეპლის 90’იანების ბიუჯეტური მოდელი
- თანამედროვე სერია:
- მაკ მინი (Mac mini) – სამაგიდო – სამომხმარებლო – ამჟამად წარმოებაში არსებული ყველაზე იაფი მაკინტოშის მოდელი და ერთადერთი, რომელიც მონიტორის გარეშე იყიდება. 2006 წლის თებერვლამდე სტანდარტულ G4 პროცესორზე იყო, შემდეგ კი ინტელის ქორ და შემდეგ ქორ-დუო პროცესორზე გადავიდა.
- აიმაკი (iMac) – სამაგიდო – სამომხმარებლო – ეპლის წამყვანი სამომხმარებლო სამაგიდო კომპიუტერია; 2006 წლის იანვრიდან ინტელის მძლავრ ორბირთვიან პროცესორზე (Intel Core Duo), ხოლო 2007 წლიდან კი უფრო მძლავრორბირთვიან პროცესორზე (Intel 2 Core Duo). მას თეთრი მაითი-მაუზი (უძლეველი თაგუნა), გამჭვირვალე თეთრიკლავიატურა, ბლუთუზისა (Bluetooth) და ეარპორტის (AirPort) ბარათები, ასევე ჩაშენებული აისაიტ (iSight) კამერა, ორმხრივი დვდ ჩამწერი და ადაპტორი მოჰყვება.
- მაკ პრო (Mac Pro) – სამაგიდო – პროფესიონალური – ეპლის სერიაში ყველაზე ძვირი კომპიუტერია. ჰაი-ენდ მოდელს ორმაგი Intel Quad Core პროცესორი აქვს.
- მაკბუკი (MacBook) – პორტატიული – სამომხმარებლო – ეპლის სამომხმარებლო ლოუ-ენდ ლეპტოპი. მასში Intel Core 2 Duo პროცესორია, თუმცა უფრო დაბალი სიხშირე ვიდრე ჰაი-ენდ მაკბუკ პროებს. მაკბუკის ეკრანის ზომა არის 13″ ინჩი.
- მაკბუკ პრო (MacBook Pro) – პორტაბელური – პრო – ჰაი-ენდ კომპიუტერი კრეატიული პროფესიონალებისთვის; მასში Intel Core 2 Duo პროცესორია. ის უფრო მძლავრია ვიდრე მაკბუკი ასევე გააჩნია ორი ვიდეო ბარათი. მაკბუკ პრო სამი სახისაა, 13″, 15″ და 17″ ინჩიანი.
- ექს-სერვი (Xserve) – სერვერი – სამეწარმეო – სამეწარმეო სტანდარტის 1U სიმაღლის სერვერია, სპეციფიკურად გამიზნული კრიტიკული ინფორმაციული ცენტრებისთვის და სამეწარმეო კლიენტ-სერვისებისთვის.
- აიმაკ G5
- Macintosh 128k – პირველი მაკინტოში, რომელიც 1984 წელს გამოვიდა