კულტურაუცნაური

CES 2014-ზე წარდგენილი ყველაზე უცნაური მოწყობილობები

80e9042ac175

მსოფლიოში ყველაზე დიდი ტექნოლოგიების გამოფენა, ანუ CES(Consumer Electronics Show), რომელიც ლას ვეგასში ტარდება, ყოველთვის გამოირჩევა სიურპრიზებით და ეს წელიც არ იყო გამონაკლისი. აქ იყო წარმოდგენილი ნამდვილი ტექნოლოგიური შედევრები. ამ პოსტში კი წარმოგიდგენთ რამოდენიმე უცნაურ, საინტერესო და გამაოცებელ მოწყობილობებს, რომლებიც CES 2014-ზე იყო წარდგენილი.

  • ChefJet 3D Printer

5b749debcee5

თუკი შენ ტექნოლოგიების და ამავდროულად ტკბილეულის მოყვარულიც ხარ, მაშინ 3D System Corporation-ს თქვენთვის გამოუშვია ეს 3D “შეფმზარეული პრინტერი”. ამ პრინტერს შეუძლია დაამზადოს სხვადასხვა ფორმის ტკბილეული. ჯერჯერობით გამოგონებულია მხოლოდ რამოდენიმე რეცეპტი და არომატი. ძირითადად მათ შემადგენლობაში შედის: შოკოლადი, ვანილი, პიტნა, მჟავე ვაშლი, ალუბალი და საზამთრო. კომპანიის განცხადებით ChefJet 3D Printer ბაზარზე 2014 წლის მეორე ნახევარში გამოვა და 5000$-ზე(ა.შ.შ დოლარზე) ნაკლები ეღირება.

 

  • გიგანტური დინამიკები

b1cf3da30236

“არაამქვეყნიური მონსტრი”, სახელად The Dalek, BBC-ის ტელესერიალის, Doctor Who-სთვის დამზადდა სპეციალურად. ეს არის Dalek-ის ხელნაკეთი ასლი, რომელსაც გააჩნია Bluetooth Speaker-ის სისტემა და დამზადებულია Massive Audio-ს მიერ (ეს კომპანია ძირითადად მანქანების დინამიკებს აწარმოებს).

კომპანიის თქმით Dalek არის ყველაზე მასიური და დიდი დინამიკი, რომელიც Bluetooth სისტემაზე მუშაობს.
ნებისმიერი სმარტფონი შეგიძლიათ Bluetooth-ის მეშვეობით დაუკავშიროთ მას და მოუსმინოთ სასურველ სიმღერებს.

კომპანია მომავალში Dalek-ის გაუმჯობესებასა და მის გაყიდვას აპირებს eBay-ის აუქციონზე, შემოსულ თანხას კი საქველმოქმედო ფონდში გადარიცხავს.

  • პერსონალური თერმული ვიზუალიზაციის მოწყობილობა

fd471f6d13f0

ეს თერმული ვიზუალიზაციის მოწყობილობა, სახელად FLIR ONE, თავსებადია მხოლოდ iPhone 5 და iPhone 5S-ისთვის. მისი წყალობით შეგიძლიათ სხვადასხვანაირი თერმული ინფორმაციის მიღება ახლომდებარე საგნებზე. მოწყობილობას გააჩნია ვიზუალურ/თერმული კამერა და სპეციალური ბატარეა.

ეს მოწყობილობა ეღირება 349$ და გაყიდვაში ჩაეშვება 2014 წლის გაზაფხულიდან.
იხილეთ ვიდეო FLIR ONE-ზე:

  • “არ მოიხარო წელში!”

3c86cf2ea8aa

ეს არის პატარა, უცნაური და ბევრისთვის გამოსადეგი ხელსაწყო. თანაც მისი გამოყენება უმარტივესია. როდესაც ეს მოწყობილობა ჩაეშვება გაყიდვაში, თქვენ წელში გამართულად სიარულისთვის აღარ დაგჭირდებათ წიგნის თავზე დადება და ა.შ. Lumo Lift დაგეხმარებათ ამაში! თქვენ მას მიიმაგრებთ საყელოზე, გოგოებს შეუძლიათ ბიუსტჰალტერზეც (შესაკრავთან) მიიმაგრონ. ეს მოწყობილობა აფიქსირებს მომენტს, როდესაც თქვენ დახრას იწყებთ და ვიბრაციის საშუალებით გახსენებთ, რომ წელში გასწორდეთ.

მოდელების სავარჯიშოდ და მზრუნავი მშობლებისთვის გამოსადეგია, თუმცა პროდუქტის გამოსვლამდე ლოდინი მოგიწევთ. როგორც ოფიციალური საიტი LumoBodyTech.com იტყობინება, ისინი ელოდებიან დაინტერესებული ხალხის სიის გაზრდას. სავარაუდოდ მოწყობილობა გაზაფხულის ბოლოს გამოვა და ეღირება 59$-დან 79$-მდე.

  • “დედა ყოველთვის გადევნებს თვალს”

248392ae286b

ეს მოწყობილობა რუსულ თოჯინას(“მატრიოშკას”) წააგავს ფორმით. “დედა” – ასე ჰქვია მოწყობილობას, რომელიც უკაბელო ინტერნეტით(Wireless) უკავშირდება Motion Cookies. ეს უკანასკნელი კი შეგიძლია დააყენო ოთახის ნებისმიერ ადგილას, იქნება ეს ყავის მადუღარა, უჯრა, გასაღები ან თუნდაც კბილის ჯაგრისი. Motion Cookie-ის დავალებაა დააფიქსრიოს მოძრობები და შემდეგ ინფორმაცია გადასცეს “დედა”-ს. როგორც მწარმოებელი Sen.se იტყობინება, “დედა” დაეხმარება ხალხს განსაზღვრონ ჭამის რაოდენობა, დაეხმარება მათ ფიტნესში, ჰიგიენის დაცვაში და რაც ყველაზე მთავარია, სახლის უსაფრთხოებაში. მათი მიზანია ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობები ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიტანონ(ინტერნეტთან დაკავშირებულ მოწყობილობებში შედის ასევე “სმარტსახლები” და სხვა მრავალი ტექნოლოგია).

“დედა” თავისი 4 Motion Cookie-ით ღირს 222$ და გაყიდვაში მომავალ თვეში ჩაეშვება.

  • საწოლი: “ანტი-ხვრინვა!”

4b4cce5b6711

რატომაც არ უნდა ვაკონტროლოთ თავი თუნდაც ძილში?! სწორედ ეს კითხვა გაუჩნდა კომპანიას, რომელმაც ეს “ჭკვიანი საწოლი” გამოიგონა(Smart Bed). ეს 8,000 დოლარიანი საწოლი უზრუნველყოფს თქვენს ტკბილ ძილს. როგორ? ხმის ბრძანებების დახმარებით. ადამიანს შეუძლია საწოლის სირბილე და ფორმა შეცვალოს ბრძანებებით.

საწოლი მთელი ღამის განმავლობაში აკვირდება შენს მოძრაობებს და ინახავს მათ, შემდეგ კი ამ ინფორმაციას ტაბლეტს უგზავნის(პლანშეტური კომპიუტერი იგულისხმება). ამ ინფორმაციის წყალობით თვითონ განსაზღვრავს თავის მონაცემებს (სირბილეს და განლაგებას). ასევე კომპანია Sleep Number აცხადებს, რომ საწოლს შეეძლება “გააჩუმოს” ხვრინვა.

“მხვრინავის ნაზად მაღლა და დაბლა მოძრაობით, საწოლი ახერხებს გაუხსნას საჰაერო გზები მხვრინავს. ასე ახერხებს საწოლი შეაწყვეტინოს ხვრინვა ადამიანს გაღვიძების გარეშე.”

  • ახალი გადახდის სისტემა

d56fd296d329

წარმოიდგინეთ რა კარგი იქნებოდა, რომ შეგეძლოთ თქვენი ხელისგულით რაიმის ყიდვა..

“PulseWallet” სწორედ ამას გვპირდება! მათ CES-ზე წარადგინეს სენსორი, რომელიც აფიქსირებს თქვენს ხელის გულზე ვენების განლაგების უნიკალურ კომბინაციას. თქვენ აყენებთ თქვენი ხელის გულის კოდს საკრედიტო ბარათზე და შემდეგ ამ სენსორის დახმარებით შეგეძლებათ ივაჭროთ. ეს სისტემა გამოვა მომავლ თვეში და ფასი ჯერ დაკონკრეტებული არ არის.

pulse 3

PulseWallet-ის შემქნელები იუწყებიან, რომ ეს სისტემა ყველაზე უსაფრთხოა, სხვა უსაფრთხოების სისტემებთან შედარებით.

“არ ვარ დარწმუნებული, რომ ვენებს ვანდობდი ჩემს ბიზნესს, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია გაუყალბებლობის გარანტიას იძლევა” – ამბობს ალისა დენიჯელისი(Discovery-ის ჟურნალისტი).

  • iGrow

2b57c53f8c28

ეს არის მოწყობილობა მათთვის, ვინც თმების ნაკლებობას განიცდის თავზე! კალიფორნიულმა კომპანიამ, Apira Science Inc.-მა გამოუშვა iGrow, რომელიც არის მსუბუქი ჩაფხუტი, 51 ლაზერითა და LED განათებით აღჭურვილი. ეს უკანასკნლები ეხმარებიან თმებს ზრდაში, ამ პროცესს ეწოდება ლაზერული თერაპია.

კომპანია იუწყება, რომ წითელი ლაზერი თმის მოლეკულებს აგულიანებს და სტიმულაციას უწევს თმის ზრდას, მაგრამ ამ ყველაფრის უკან რამოდენიმე მეცნიერული დეტალი იმალება.

საუკეთესო შედეგებისთვის, მომხარებელმა ჩაფხუტი უნდა ატაროს ყოველ მეორე დღეს, 20 წუთის განმავლობაში. ეს უნდა გაგრძელდეს 4-დან 6 თვემდე. შედეგის შენარჩუნებისთვის, მთელი დარჩენილი ცხოვრება მომხარებელმა ჩაფხუტი ყოველ კვირაში ერთხელ მაინც უნდა ატაროს.

მოწყობილობის ტარება რომ მოსაწყენი არ ყოფილიყო, შემქმნელებმა ჩაფხუტს iPod/MP3-ით მომარაგებული ყურსასმენები დაუმატეს.

პროდუქტი ხელვმისაწდომია და ღირს 695$.

  • iPhone, როგორც იარაღი!

675c2dbffacd

ეს არის ყველაზე საშიში ტელეფონის ჩასადები, რაც CES-ზე წარუდგენიათ. კომპანია Yellow Jacket-მა წარმოადგინა iPhone 5/5S-ის ქეისები, რომლითაც შეგიძლიათ თავდაცვაც კი. მისი დახმარებით შეგიძლიათ დატენოთ მობილური და ამვდროულად მოწინააღმდეგეს მიაყენოთ 650,000 ვოლტის დარტყმა!

ადრეული ვერსია, რომელიც 2012 წელს გამოვიდა განკუთვნილი იყო iPhone 4/4S-ისთვის, ეს კი განახლებულია და მიდის 5/5S-ზე. ასევე ძველი ვერსიისგან განსხვავებით, უკვე შეგიძლიათ ფერებიც აარჩიოთ(4 ფერია სულ).

პროდუქტის გაყიდვა დაიწყება თებერვალში და ეღირება 149$.

  • 3D Viewer iPhone-ისთვის

c62ffd982f46

ეს მოწყობილობა წააგავს ჩვეულებრივ ბინოკლს, თუმცა რეალურად, ამ მოწყობილობის და iPhone-ის დახმარებით, შეგიძლიათ ვიდეოს 3 განზომილებაში უყუროთ.

Poppy 3D, ასე ჰქვია ამ პროდუქტს და მისი დახმარებით შეგიძლიათ გადაიღოთ და უყუროთ 3D ვიდეოებს. მისი გამოყენებისთვის საჭიროა iPhone მოათავსოთ მოწყობილობის თავზე ჩასადებ ადგილას(სურათზე როგორც არის). Poppy 3D იყენებს სარკეებს, რათა გადაღებული კადრი, 2 კადრად აქციოს, ასე წარმოიქმნება 3D ეფექტი.

როდესაც ჩაიხედებები Poppy 3D-ში, შენი თითოეული თვალი ხედავს 1 კადრს, ხოლო ტვინი 2 კადრს აერთიანებს და საბოლოოდ შენ ხედავ 3D ვიდეოს.

მოწყობილობა ღირს 59$ და ასევე მისი გამოყენება შეიძლება Youtube-ზე არსებული 3D ვიდეოების, 3 განზომილებაში სანახავად.

იმის გამო, რომ გაორმაგებული კადრის ეფექტი მივიღოთ, კადრი შუაზე იყოფა, ამიტომ რეგულარული iPhone-ით გადაღებული ვიდეოს ზომის ნახევარი იქნება Poppy 3D-თი გადაღებული კადრი.

JusT1ce

empty

მსგავსი ამბები

Back to top button