კულტურა

პეტრას ციხეზე ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GR FEST გაიმართება

10 აგვისტოს აჭარაში პეტრას ულამაზეს ციხეზე ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GR FEST იმართება. ფესტივალი ასევე მოიცავს მხატვრების საგამოფენო სივრცეს და მათი ნამუშევრების 3D პროექტორებით ჩვენებას.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ტერიტორიაზე მხატვრებისთვის ცალკე საგამოფენო სივრცე მოეწყობა. მათი ნამუშევრებს კი 3D პროექტორებით გააცოცხლებენ.

ფესტივალი დაიწყება 10 აგვისტოს ღამით და გაგრძელდება მთელი დილის განმავლობაში. მოწვეული არტისტები: KAVEl, GIORGI DEVADZE, ORIM, ZAPA, YANAMASTE, Boyd Schidt, NEWA, FABRIZIO LAPIANA.

ბილეთების გაყიდვა დაწყებულია და ფასი არის 30 ლარი რაც საბოლოოდ 50 ლარამდე გაიზრდება.

Facebook Event

მსგავსი ამბები

Back to top button