ახალი ამბები

უცნაური ეძებს ახალ მმართველ გუნდს!

ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ აქ ბევრი ადამიანია ისეთი ვისაც ახსოვს უცნაური. ის უცნაური, რომელიც ქართული ინტერნეტისთვის უმძიმეს წლებში ალბათ იყო ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წერტილი დიდების წლებში. მინდა ასევე ვისარგებლო შემთხვევით და ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა ვინც ქმნიდა უცნაურს!

ძალიან სამწუხაროდ მეორე წელია ფაქტობრივად გაჩერებული იყო უცნაური და მხოლოდ ახლაღა მოვახერხეთ სრულიად განგვეახლებინა დიზაინი და ახლა უკვე შევეცდებით დავაბრუნოთ უცნაური.

ვეძებთ მონდომებულ, კრეატიულ ახალგაზრდა ადამიანს ან ადამიანებს ვინც მზად არიან სრულად ჩაიბარონ და მართონ უცნაური. ეს გულისხმობს იმას რომ უცნაური, მისი ყველა რესურსი გადაეცემათ მათ სამართავად და სწორად წარმართული სამუშაოს შემთხვევაში, დაიტოვებენ ფინანსურ სარგებელს.

არსებობს რამდენიმე რამდენიმე პირობა რომელიც არ შეიცვლება და დარჩება უცვლელად. უცნაური არის გასართობ-შემეცნებითი ჟურნალი და შექმნის დღიდან იყო სივრცე სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო საკუთარი ბლოგის შექმნა და თავისი სტატიების დამატება და ეს არ შეიცვლება. სხვა ყველაფერი იმ ახალ გუნდზე იქნება დამოკიდებული ვინც ჩაიბარებს უცნაურს.

შევეცდებით ძალიან მარტივად მოვაგვაროთ ყველაფერი. თუ ფიქრობთ რომ მზად ხართ, გაქვთ რესურსიც, დროც და თან თქვენნაირი მეგობრებიც გყავთ, შეავსეთ ეს ფორმა და მოკლედ მოგვწერეთ პირველ რიგში გახსოვთ თუ არა ძველი უცნაური, რატომ გსურთ ჩაიბაროთ უცნაური და როგორ წარმოგიდგენიათ უცნაურის დაბრუნება ინტერნეტში

თეგები
Close
Close