არქივი

ჰიპოკრატე- ლეგენდები და რეალობა მედიცინის მამის შესახებ

222e63270c50

იმ ადამიანზე, რომელსაც ერთხმად ეძახდნენ მედიცინის მამას და ბერძნულ სასწაულს, ძალზე ცოტაა ცნობილი. ჰიპოკრატე ძვ.სამყაროს სახელგანთქმული ექიმი იყო.მისი ცხოვრება იდუმალებითაა მოსილი.საექიმო ოსტატობამ , პატრიოტიზმა და ადმიანებისადმი თანაგრძნობამ იგი ლეგენდად აქცია.

ჰიპოკრატე მოხეტიალე ექიმი იყო. როგორი გარეგნობა ჰქონდა სინამდვილეში, უცნობია, რადგან მისი ქანდაკებები და სხვა გამოსახულებები გარდაცვალებიდან საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ შეიქმნა, თანაც დღემდე თითქმის არც ერთი ბერძნული ორიგინალი არ არის შემორჩენილი, მხოლოდ რომაული ასლები არსებობს. მისი პორტრეტი რომაულ მონეტებზეა გამოსახული, მაგრამ რამდენად ჰგავს ჰიპოკრატეს არავინ იცის. ჩვეულებრივ , როგორც წარჩინებულს, კეთილშობილური სახითა და მისი ინტელექტის შესაფერისი შთამბეჭდავი გარეგნობით წარმოადგენდნენ.

ჰიპოკრატე ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა. ამბობენ 90 წელს გადაცილებული იყოო, ზოგიერთი ცნობით კი -104-109 წლისაც შეიძლება ყოფილიყო. მისი 2 ვაჟი და სიძე ექიმები იყვნენ. უთვალავი მოწაფე ყავდა.მისი ადრეული ბიოგრაფია ბერძენმა ექიმმა სორანუს ეფესელმა შეადგინა. მოგვიანებით კიდევ 2 ბიოგრაფია დაწერეს. მათში ბევრი უზუსტობა და შეუსაბამოობაა, ჰიპოკრატეს დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებიც მიახლოებითია.

სორანუსის მიხედვით, ჰიპოკრატე საბერძნეთში, კუნძულ კოსზე ჩვ,წ.აღ-მდე 460 წელს დაიბადა. იგი ასკლეპიადების (ესკულაპე-ასკლეპიოსი-მკურნალობის ღვთაება) წევრი იყო და თვით ასკლეპიოსის მე-18 შთამომავალი. დედის მხრიდან მისი შორეული წინაპარი, ბერძნების რწმენით, თვით ჰერაკლეს შთამომავალი იყო. ჰიპოკრატეს ასკლეპიადესაც ეძახდნენ, რადგან კუნძულ კოსზე იყო ამ ღვთაების ტაძარი.ჰიპოკრატე ისეთ ოჯახში დაიბადა, სადაც ექიმობა მთავარი პროფესია იყო და მისი საიდუმლოებები თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ჰიპოკრატეს პირველი მასწავლებელი მამამისი -ჰერაკლიდე- იყო, შემდეგ კუნძულის სხვა მასწავლებთანაც გაიღრმავა ცოდნა. დედა- ფენარეტე- ბებიაქალი გახლდათ.

გავრცელებული აზრის მიხედვით, ჰიპოკრატეს ერთ-ერთი მასწავლებელი სახელგანთქმული ფილოსოფოსი დემოკრიტე იყო, რომელიც იმითაც იყო ცნობილი, რომ მუდმივად სხვას დასცინოდა. დემოკრიტე მატერიალისტი იყო და ჰიპოკრატესაც უნდოდა, მედიცინა რელიგიისაგან გაეთავისუფლებინა. ისინი თანატოლები იყვნენ, ერთსა და იმავე დღეს დაიბადნენ და გარდაიცვალნენ. არსებობს ლეგენდა იმის შესახებ , თუ როგორ შეხვდნენ ერთმანეთს დიდი ექიმი და ფილოსოფოსი : დემოკრიტემ მამის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობაზე უარი თქვა, მხოლოდ მცირე თანხა აიღო და სამოგზაუროდ გაეშურა. იხეტიალა და სამშობლოში უფულო დაბრუნდა. განმარტოვდა და მთლიანად ფილოსოფიაში ჩაეფლო. დემოკრიტე მამის ქონების გაფლანგვისათვის სასამრთლოში გამოიძახეს, შემდეგ, კი შეშლილად გამოაცხადეს. მასთან საბერძნეთის საუკეთესო ექიმი-ჰიპოკრატე- გამოიძახეს. მან პაციენტი გასინჯა , დიდხაბს ესაუბრა და საზ-ას გამოუცახადა: ”დემოკრიტე ბრძენია, შეშლილები თქვენ ხართ”.მას შემდეგ საბრძნეთში დემოკრიტეს , როგორც დიდ ადამიანს პატივს სცემდნენ და ძეგლიც კი დაუდგეს.

ჰიპოკრატე სხვა ქვეყნების მედიცინის შესასწავლად ინდოეთში, ეგვიპტესა და მცირე აზიაში გაემგზავრა, მოხეტიალე ექიმი გახდა. სამშობლოდან წასვლამდე მას ასკლეპიოსის ტაძრის ბიბლიოთეკის დაწვა დასდეს ბრალად.თითქოს მან ეს იმიტომ ჩაიდინა, რომ უნდოდა ყველა სამდიცინო აღმოჩენის ავტორი თვითონ ყოფილიყო და ამ ბრალდების გამო იძულებული გახდა, გადახვეწილიყო. მართლა ასე იყო თუ არა არავინ იცის. მხოლოდ ერთია ცნობილი, რომ ამ ხეტიალისას ჰიპოკრატემ საქვეყნოდ გაითქვა სახელი.

ჰიპოკრატეს სამშობლო ძალიან უყვარდა. მოხდა ისე, რომ საბერძნეთის უძლიერესი ქალაქი-სახელმწიფოს -ათენის-ლიდერმა (იმ ხანად საბერძნეთი დაყოფილი იყო პატარა და დიდ ქალაქ-სახელმწიფოებად) მის მშობლიურ ქალაქზე გალაშქრება გადაწყვიტა. მაშინ ჰიპოკრატემ ათენის საბჭოს მიმართა, რომ მისი ქალაქი არ გაენადგურებინათ. ჰიპოკრატე იმდენად პატივცემული იყო, რომ მისი მიმართვა ყურად იღეს.

ჰიპოკრატეს 3 შვილი ჰყავდა – 2 ვაჟი და ერთი ქალიშვილი. ოჯახური ტრადიიციის მიხედვით , ისინიც ექიმები გახდნენ და ასევე სიძეც. გარდაცვალების შემდეგ ხალხი მის საფლავს თაყვანს სცემდა. ყოველწლიურად შესაწირს სწირავდნენ და ჰიპოკრატეს, როგორც ღმერთს, ისე მიმართავდნენ, თავიანთ უბედურებას შესჩიოდნენ. მას თავისი სკოლა ჰქონდა, მის მოსწავლეთაგან ერთ-ერთი ჰეროფელი, ცნობილი ექიმი იყო. სახელგანთქმული კოსის სკოლას კონკურენციას კნიდოსის სკოლა უწევდა, რომელსაც ასევე სახელგანთქმული ექიმი, ევრიფონი, ედგა სათავეში. ამ 2 სკოლას ერთმანეთთან დიდი წინააღმდეგობა ჰქონდა, რადგან კნიდოსელების აზრით ჰიპოკრატე არ მოსწონდათ, ვინაიდან თვლიდნენ , რომ იგი ზედაპირულ დიაგნოზს სვამდა, ისინი კი ზუსტს. ბოლოს და ბოლოს კნიდოსელთა ნაშრომები ჰიპოკრატეს კრებულში შევიდა.

ამ კრებულს გასაოცარი ისტორია აქვს. ვერავინ შესძლო ზუსტად განესაზღვრა , რომელი ნაშრომი ეკუთვნოდა ჰიპოკრატეს, რადგან იმ ხანად ავტორები ნაშრომებს საკუთარ სახელს არ აწერდნენ. ყველა ცნობილი ხელნაწერი ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში ინახებოდა. 323-382 წლების სამედიცინო ნაშრომები ერთ წიგნად გააერთიანეს და ჰიპოკრატეს სახელი დაარქვეს. მიიჩნევენ , რომ იმ კრებულიდან ჰიპოკრატე მხოლოდ რამდენიმეს ავტორია. ესენია: ”აფორიზმები”, ”ეპიდემია”, ”ჰაერზე, წყალსა და ადგილმდებარეობაზე”. ჰიპოკრატეს ოქროს წესი შემდეგი იყო: ”თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია და განსაკუთრებულ მკურნალობას მოითხოვს”. მან უძველეს დროს გამოიგონა ხელსაწყოები მოტეხილობებისა და ამოვარდნილობების სამკურნალოდ, რომლებიც დღემდე გამოიყენება.

aca2bfdb2eb2

ჰიპოკრატეს ფიცის შესახებ ყველას სმენია. იგი საუკუნეების განმავლობაში ექიმის მორალური კოდექსი იყო. ამ ფიცის შემთხვევაშიც კი მისი ავტორობა ეჭვქვეშ დგას, მას ჰიპოკრატის სიძეს, პოლიბუსს მიაწერენ, თუმცა ამბობდნენ, რომ შესაძლოა იგი ჰიპოკრატეს ნათქვამს იწერდა. ფიცის ტექსტის კლასიკური ვერსია შემდეგნაირად ჟღერს: ” ვფიცავ აპოლონ მკურნალს, ასკლეპიოსსა და ყველა ღვთაებას, მათ ვიმოწმებ, რომ ფიცს ისე შეავსრულებ , როგორც შემეძლება. იმ ექიმს, რომელმაც ხელობა მასწავლა ისეთ პატივს მივაგებ, როგორსაც საკუთარ მამას, ჩემს შემოსავალსაც კი გავუნაწილებ. ხელობას კი , რომელმაც მან მასწავლა, მის ვაჟებს ვასწავლი და მათ, ვინც ეს ფიცი დადო, სხვას -არავის. ავადმყოფობის განსაკურნებლად ყველაფერს გავაკეთებ, მათ ზიანს არ მივაყენებ. თუ რომელიმე მათგანი მომაკვდინებელ საშუალებას მომთხოვს, არ მივცემ და არც სიკვდილის გზას ვასწავლი. ქალებს სააობორტე საშუალებას არ მივცემ, ჩემი ცხოვრება წმინდა და უმწიკვლო იქნება. რომელ სახლშიც არ უნდა შევიდე, ავადმყოფის საკეთილდღეოდ შევალ, ცუდი აზრები არ მექნება არც მისი და არც მისი ოჯახის წევრების მიმართ. არც სქესობრივ კავშირს დავამყარებ მასთან, თუნდაც მონა იყოს. რაც არ უნდა გავიგო სახლში , საიდუმლოდ შევინახავ. თუ ამ ფიცის ერთგული ვიქნები, ღმერთმა ბედნიერი სიცოცხლე და დიდება გამომიგაზვნოს, თუ მას დავარღვევ, საპირისპირო მოხდეს”

15eb5879d319

ასეთია ჰიპოკრატეს ცხოვრების ისტორია. მან იმდენად ბევრი გააკეთა მედიცინაში, რომ მედიცინის  მამად შერაცხეს. ჰიპოკრატეს ფიცის თანამედროვე ვერსია სხვაგვარია. იმასაც ამბობენ, რომ თითქოს ეს ფიცი თანამედროვე სამყაროს აღარ შეეფერება, განსაკუთრებით 2 პუნქტის გამო. ჰიპოკრატეს ფიცში ნათქვამია, რომ ადამიანისთვის მომაკვდინებელი საშუალების მიცემა და მისთვის სიკვდილის გზის ჩვენება არ შეიძლება. ევროპის ზოგიერთი ქვეყანაში კი- ევთანაზია ავადმყოფის ტანჯვის შემსუბუქების მიზნით, მისთვის მომაკვდინებელი საშუალების მიცემა- კანონით ნებადართულია. ასევეა აბორტის შემთხვევაშიც.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button