სწრაფი სესხი

ფაქტები სხვადასხვა ქვეყნებზე (ნაწილი 13)

South America-ის სურათის შედეგი
როგორც ვიცით სამხრეთი ამერიკის ქვეყნები ყველაზე სანახაობრივია მე კი წარმოგიდგენთ მცირეოდენ ფაქტებს მის შესახებ.

ბუნებრივი მახასიათებლები:
1. მორენოს მყინვარი (არგენტინა)
მორენოს მყინვარი ანდების უკიდურეს სამხრეთით მდებარეობს მისი სიგრძე 50 სიგანე კი 3 კილომეტრია მყინვარს სახელი ნატურალისტ ფრანსისკო მორენოს პატივსაცემად ეწოდა მორენოს მყინვარი პატაგონიაში უდიდესია ამასთან ერთადერთი მყინვარია მსოფლიოში რომლის სიდიდე არ მცირდება
Moreno glacier-ის სურათის შედეგი

მორენოს მყინვარი

2. სალარ-დე-უიუნი (ბოლივია)

სალარ-დე-უიუნი პრეისტორიულ ხანაში ტბა იყო დღეს მას ბოლივიის ალტიპლონოს ანუ მაღალმთიანი ზეგნის 12 120 კვ.კმ უჭირავს წვიმის დროს მლაშობი წლის ფენით იფარება და ტბა სარკესავით პრიალებს
Salar de uiuni-ის სურათის შედეგი

სალარ-დე-უიუნი

3. პანტანალი (ბრაზილია)
ბრაზილიის დასავლეთში 129 500 კვ.კმ -ზე გადაჭიმულია პანტანალი, მსოფლიოში ყველაზე დიდი ჭაობიანი მიწა. აქ ბინადრობენ ფრინველთა დიდი გუნდები, ანაკონდები, ნიამორები, ფურირმები და მდინარის დიდი წავები.
4. იგუასის ჩანჩქერები (არგენტინა-ბრაზილია)
არგენტინასა და ბრაზილიის საზღვარზე მდებარე ეს ულამაზესი ჩანჩქერები 275 ჩანჩქერს მოიცავს. ზოგიერთი 80 მეტრი სიმაღლიდან ეცემა. ჩანჩქერებს გარს ერტყმის სუბტროპიკული ნოტიო ტყეები სადაც ბინადრობენ მყვირალა მაიმუნები იაგუარები და ტაპირები
5. ტორეს-დელ-პაინე (ჩილე)

ტორეს-დელ-პაინე სამი ერთმანეთთან ახლოს მდგომი გრანიტის მწვერვალია. მათი სიმაღლე პატაგონიის ზეგნიდან 2000 მეტრზე მეტს აღწევს. ყველაზე ადრეული დაახლოებით 12 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა მწვერვალის მთელი ზედაპირი ყინულით არის დაფარული

Torres del Payne-ის სურათის შედეგი

ტორეს-დელ-პაინე

6. ამაზონის ფაუნა

ანაკონდა მდინარე ამაზონში ბინადრობს. ის მსხვერპლს გარს ეხვევა და გუდავს მისი სიგრძე 9 მეტრს აღწევს
გიგანტური ფრინველჭამია ობობა ნოტიო ტყეებში ბინადრობს ის ფრინველის ბარტყებით გომბეშოებითა და ღამურებით იკვებება საფრთხის დროს საცეცების მეშვეობით გამყინავ ხმას გამოსცემს. მსოფლიოში ყველაზე დიდი მღრღნელი კაპიბარაც ტყეების ბვინადარია კაპიბარა დაახლოებით 65 კილოგრამს იწონის
ღირსშესანიშნაობები:
1. ლა-პასი (ბოლივია)
ბოლივიის ადმინისტრაციული დედაქალაქი ლა-პასი მსოფლიოში ყველაზე მაღალმთიანი ქალაქი ზღვის დონიდან 3 812 მეტრზე მდებარეობს. ლა-პასის ძირითადი კომერციული მნიშვნელობის მქონე ადგილია ალტიპლანოთი გარშემორტყმული ველები.
0013

ლა-პასი

2. კარტახენა (კოლუმბია)

კარტახენა 1533 წელს დაარსსდა ის ერთ დროს მონათვაჭრობის ცენტრი იყო. მიუხედავად იმისა რომ ესპანელებმა აქ ფორტები ბრიტანელებისა და ფრანგების თავდასხმების მოსაგერიებლად ააგეს მათგან თავს მაინც ვერ იცავდნენ. მე-17 – 18 საუკუნეებში ეს[ანელებმა თავდაცვის ყველაზე დიდი სისტემა შექმნეს მთელს სახმრეთ ამერიკაში.
Cartagena-ის სურათის შედეგი

კარტახენა

3. ბრაზილია (ბრაზილია)

ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიის მშენებლობა 1956 წელს დაიწყო თითქმის უნაყოფო მიწაზე. ქალაქში მრავალად არის პარკები და ხელოვნური ტბები. ის ასეა დაგეგმარებული რომ ზემოდან გადმოხედვისას მას მშვილდისარს ან ფრთებგაშლილ ფრინველს ამსგავსებს.
brazil, brazil-ის სურათის შედეგი

ბრაზილია

4. ბუენოს-აირესი (არგენტინა)

ბუენოს-აირესი მე-16 საკუნეში დაარსდა ხოლო არგენტინის დედაქალაქი მე-18 საუკუნეში გახდა. არგენტინის მოსახლეობის მესამედზე მეტი ცხოვრობს ბუენოს-აირესსა და მის შემოგარენში. ქალაქში მრავალი თეატრი და მუზეუმია.
Buenos-aires-ის სურათის შედეგი

ბუენოს-აირესი

5. პარამარიბო (სურინამი)

სურინამის დედაქალაქი პარამარიბო ფრანგებმა დააარსეს დაახლოებით 1640 წელს. 1651 წელს ის ბრიტანელების კოლონია გახდა მოგვიანებით, 1667 წელს ბრიტანელებმა ის დღევანდელ ნიუ-იორკში გაცვაკეს რინეკსაც უნ დროისთვის ჰოლანდიელები ფლობდნენ.

paramibo-ის სურათის შედეგი

პარამიბო

ტრადიციები და კულტურა:
1.მატე
მატეს ჩაის აყენებენ გამხმარი გოგრისგან გაკეთებულ ჭურჭელში მცენარისგან რომელსაც მატე ქვია ჩაის ლითონის მილაკით წრუპავენ რომელსაც ბომბილიასს უწოდებენ თავშეყრის დროს, ჩაის სმისას ჭურჭელსა და საწრუპ მილს ერთმანეთს აწოდებენ
tea matte-ის სურათის შედეგი

მატეს ჩაის ჭურჭელი

2.გაუჩო

გაუჩოები არგენტინისა და ჩილეს პამპასებში მცხოვრები კოვბოები არიან. საუკუნეების წინ ისინი თავისუფლად ცხოვრობდნენ დღეს გაუჩოები რანჩოებში სახლობენ და აღარ არიან მხოლოდ საკუთარ თავზე დამოკიდებულნი თუმც ძველებურად აფასებენ თავისუფლებას.

Gaucco Cowboy-ის სურათის შედეგი

გაუჩოს კოვბოი ძველად

3. ამაზონის ხალხები

ამაზონის ტყეებში ხალხი სულ ცოტა 10000 წელია ცხოვრობს. ისინი საკვებს ნადირობითა და ხილის შეგროვებით მოიპოვებენ მაგრამ მათი კვების წყარო ძირითადად მცირე მიწის ფართობებზე მოყვანილი მოსავალია. უხვნალექიანობის გამო ამაზონის ტყეებშუ მოსახლე ხალხის ცხოვრების ტრადიციულ წესს დღეს საფრთხე ემუქრება.
ისტორიული პიროვნებები:
1. ატაუალპა (1502-1533)
ატაუალპა ინკების უკანასკნელი მმართველი იყო. 1532 წელს ხუთწლიანი ომის შემდეგ ესპანელებმა შეიპრეს და ინკებს უზარმაზარი გამოსასყიდი მოთხოვეს. მიუხედავად იმისა რომ ინკებმა გამოსასყიდი გადაიხადეს. ატაუალპა 1533 წელს სიკვდილით დასაჯეს.
2. ბერნარდო ო’ჰიგინსი (1776-1842)
რევოლუციონერთა ლიდერი ბერნარდო ო’ჰიგინსი რომელიც ესპანელების გატონებისგან ჩილეს გასათავისუფლებლად იბრძოდა ჩილეს მეთაური 1817 წელს გახდა. ის ხალხს არ უყვარდა და 1823 წელს იძულებული იყო გადამდგარიყო.
ბერნარდო ო'ჰიგინსი-ის სურათის შედეგი

ბერნარდო ო’ჰიგინსი

3. სიმონ ბოლივარი (1783-1830)
ბოლივარი ვენესუელაში დაიბადა მას ხალხი განმათავისუფლებელს უწოდებდა იმ წვლილისთვის რომელიც შეიტანა სამხრეთამერიკელი ხალხების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ბოლივიას სახელი მის საპატივცემულოდ ეწოდა
სიმონ ბოლივარი-ის სურათის შედეგი

სიმონ ბოლივარი

4. ევა პერონი (1919-1952)

მას ყველა ევიტას ეძახდა. ევა პერონი არგენტინის პრეზიდენტის, ხუან პერონის მეუღლე ძალიან პოპულარული იყო ქვეყანაში. მისი ძალისხმევით 1947 წელს ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცათ. ევიტა ღარიბებსაც ეხმარებოდა.
ევა პერონი-ის სურათის შედეგი

ევა პერონი

5. პელე

1940 წელს მსოფლიოში ცნობილი ფეხბურთელი პელე ბრაზილიაში დაიბადა. იეს ერთადერთი ფეხბურთელია რომელიც ოთხ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობდა 1999 წელს ნაციონალურმა ოლიმპიურმა კომიტეტმა პელე საუკუნის სპორტსმენად აღიარა.


ავტორი: Bread

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

loading...
© 2008 - 2016 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია CLOUD9.GE