სწრაფი სესხი

ტრაგედიის დაბადება (ფრიდრიხ ნიცშე)


ამ პოსტში გაგაცნობთ ნიცშეს კიდევ ერთ ნაწარმოებს “ტრაგედიის დაბადება”.

ხელოვნების ნიმუშის შექმნა დამოკიდებულია ორ ერთმანეთის საპირისპირო ძალებს შორის დაძაბულობაზე, ამ ძალებს ნიცშე უწოდებს „აპოლონიურსა“ და „დიონისურს“. აპოლონი საბერძნეთში სინათლისა (light) და გონიერების (reason) ღმერთია და ნიცშე აპოლონს განიხილავს, როგორც სიცოცხლისა და ფორმის მიმცემ ძალას, რომელიც ხასიათდება თავშეკავებითა და განმარტოებულობით. დიონისეც საბერძნეთის ღმერთია, ოღონდ ღვინისა და მუსიკის, ნიცშე დიონისეს განიხილავს, როგორც თავდავიწყების სიშმაგეთ, როცა პიროვნება უბრუნდება პრიმიტიულ ერთიანობას, სადაც ინდივიდები საკუთარ თავთან და ბუნებასთან ერთად არიან. აპოლონიურიცა და დიონისურიც საჭიროა ხელოვნების შესაქმნელად. აპოლონიურის გარეშე, დიონისურს აკლია ფორმა და სტრუქტურა, რომ შექმნას თანმიმდევრული ხელოვნების ნიმუში და დიონისურის გარეშე, აპოლონიურს აკლია აუცილებელი სიცხოველე (სიცოცხლისუნარიანობაც შეიძლება ვიხმაროთ) და ძლიერი გრძნობა. მიუხედავად იმისა, რომ ასე დიამეტრალურად უპირისპირდებიან ერთმანეთს, ისინი მაინც ინტიმურად გადაიხლართებიან ერთმანეთში.

ნიცშე მიუთითებს, რომ ანტიკურ საბერძნეთში ხალხი არა ჩვეულებრივად მგრძნობიარე და მიდრეკილი იყო დანჯვის მიმართ და რომ მათ სრულყვეს აპოლონიური ასპექტით საკუთარი ბუნება, რათა უკუ ეგდოთ ტანჯვა. პრიმიტიულ მთლიანობას დიონისური საწყისისა პირდაპირ მივყავართ ტანჯვის მღელვარებასთან, რომელიც მთელი სიცოცხლის გულშია გაბნეული. ამის საპირისპიროდ, აპოლონიური ასოცირდება იმიჯებთან და სიზმრებთან, ამგვარად, სიცოცხლის გარეგან გამოვლინებებთან. ბერძნული ხელოვნება სწორედ ამიტომ არის ასე შესამჩნევად ლამაზი, რადგან ბერძნები იყენებდნენ გარეგან გამოვლინებებს ცხოვრებისას, რათა თავი დაეცვათ რეალური ტანჯვისგან. ახალი, დორეული პერიოდი ბერძნული ხელოვნებისა უფრო ჩახშობილი და ცივია, რადგან აპოლონიური გავლენა უფრო მეტად გადასწონის დიონისურს.

ესქილესა და სოფოკლეს ბერძნული ტრაგედიები, რომლებიც ნიცშეს მიაჩნია კაცობრიობის უდიდეს მიღწევად, აღწევენ თავიანთ სიმაღლის ეფექტს დიონისური საწყისის აპოლონიურის დახმარების დამორჩილებით. ბერძნული ტრაგედია განვითარდა რელიგიური რიტუალებისგან, სადაც ვხვდებით მომღერლებისა და მოცეკვავეების ქოროს და მან მიაღწია თავისთვის დამახასიათებელ ფორმას, როცა ორი ან მეტი მსახიობი დადგა ქოროსგან მოშორებით როგორც ტრაგედიის აქტორები. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ქორო არა „იდეალური მაყურებელი“, არამედ დიონისური პრიმიტიული ერთიანობის რეპრეზენტაციაა. ტრაგიკული გმირის დაცემის ხილვის შემდეგ, ჩვენ ვართ შემსწრე ინდივიდის სიკვდილისა, რომელიც მთლიანად შეიწოვება დიონისური პრიმიტიულ ერთიანობაში. რადგან აპოლონიური იმპულსები ბერძენი ტრაგიკოსებისა სიცოცხლეს შთაბერავენ მუსიკისა და ცეკვის დიონისურ რიტუალს, გმირის სიკვდილი არ არის ნეგატიური და დესტრუქციული აქტი, არამედ პოზიტიური, შემოქმედებითი და სიცოცხლის მტკიცების აქტია ხელოვნების დახმარებით.

სამწუხაროდ, ბერძნული ტრაგედიის ოქროს ხანა საუკუნეზე ნაკლებს გაგრძელდა და საბოლოოდ დასრულდა ევრიპიდესა და სოკრატეს გავლენით. ევრიპიდე თავიდან მოიცილებს დიონისურ პრიმიტიულ ერთიანობასაც და აპოლონიურ სიზმრისმაგვარ მდგომარეობას და ამგვარად ბერძნები გადაჰყავს ახალ სტადიაზე, მორალურობისა და რაციონალურობის ხანაში. ტრაგიკულ გმირებად წარმოდგენის ნაცვლად, ევრიპიდე თავის პერსონაჟებს ჩვეულებრივ, სუსტ ადამიანებად წარმოაჩენს და მათ ჩვეულებრივი ადამიანების თვისებებს ანიჭებს. ნიცშე ხედავს სოკრატეს გავლენას ევრიპიდეზე. სოკრატემ გამოიგონა დასავლური რაციონალიზმი იმ ასპექტით, რომ დაჟინებით ითხოვდა მიზეზ, რომ გაემართლებინა ყველაფერი. ინსტინქტი მისთვის (სოკრატესთვის) ადექვატური თვითშეფასების ნაკლებობა და ცოდვა გახლდათ ცოდნის სიმცირის გამო. მსოფლიო რომ შეცნობადი და ყველა ჭესმარიტება რომ გამართლებადი (justifiable) გაეხადა, სოკრატემ შეიმუშავა მეცნიერულ მსოფლმხედველობა. სოკრატეს ზეგავლენით ბერძნული ტრაგედია გადაიქცა რაციონალურ ბაასად, რომლმაც მთლიანი გამოხატულება პლატონის დიალოგებში ჰპოვა.

თანამედროვე (ნიცშესთვის თანამედროვე) მსოფლიომ მემკვიდრეობით მიიღო სოკრატეს რაციონალური პოზიცია აპოლონიური და დიონისური არტისტული იმპულსების დაკარგვის ფასად. ახლა ჩვენ ვხედავთ ცოდნას, როგორც ღირებულს თავისთავად და გვჯერა, რომ ყველა ჭეშმარიტება და სინამდვილე შეიძლება იყოს აღმოჩენილი და ახსნილი საკმარისი მჭვრეტელობით. არსებითად, მოდერნული, სოკრატული რაციონალური მეცნიერული მსოფლხედვა სამყაროს უყურებს, როგორც რაღაცას, რომელიც იმართება მიზეზებით, და არა – რაღაც უფრო აღმატებულს, ვიდრე ჩვენს რაციონალურ ძალას შეუძლია აღიქვას. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელშიც გაბატონებულია სიტყვა და ლოგიკა, რომელშიც ჩანს მხოლოდ ზედაპირული რაღაცები მაშინ, როცა მუსიკისა და დრამის ტრაგიკულ მსოფლიოს თავიდან ვიცილებთ. ნიცშე განარჩევს სამი ტიპის კულტურას: ალექსანდრიული, ანუ სოკრატული და ელინური ან არტისტული და ბუდისტური ან ტრაგიკული. ჩვენ ვეკუთვნით ალექსანდრიულ კულტურას, რომელიც განწირულია თვითგანადგურებისთვის.

ერთადერთი გზა, რომ ვიხსნათ თანამედროვე კულტურა თვითგანადგურებისგან არის ტრაგედიის სულის გამოღვიძება. ნიცშე იმედს რიჰარდ ვაგნერში ხედავს, რომელიც პირველი თანამედროვე კომპოზიტორია, რომლის მუსიკაც გამოხატავს ადამიანის სურვილის უღრმეს მისწრაფებებს, განსხვავებით სხვა უმეტესი ოპერებისგან, რომლებიც არის შედეგი თანამედროვე პატარა გონებისა. ვაგნერის მუსიკა წინასწარ იგრძნო არტურ შოპენჰაუერმა, რომლისთვისაც მუსიკა უნივერსალური ენაა გამოცდილებიდან აზრის გამოსატანად უფრო პრიმიტიულ დონეზე, ვიდრე კონცეპტებია, ხოლო მისთვის (შოპენჰაუერი) იმანუელ კანტი არის ფილოსოფოსი, რომელმაც გამოააშკარავა სოკრატეს რაციონალურობის შეზღუდვები. ვაგნერი, კანტი და შოპენჰაუერი გერმანელები არიან, ნიცშეც გერმანულ კულტურას „ქექავს“, რომ შექმნას ახალი ოქროს ხანა

ნიცშეს დიონისური საწყისის კონცეპტს, რომელსაც იგი სრულყოფს მისი მოღვაწეობის განმავლობაში, იღებს რაციონალურობის საპირწონედ. ბევრ ფილოსოფოსთან სინამდვილის და ცოდნის მნიშვნელოვანობა აღებულია როგორც მოცემულობა და მოაზროვნეები ცდილობენ მიაკვლიონ გზებს, თუ როგორაა უკეთესი ცოდნისა და ჭეშმარიტებების (სინამდვილის) მოპოვება. ნიცშე კი პირიქით, იკვლევს ჭეშმარიტებისა და ცოდნისკენ მისწრაფების მიზეზებს და ამბობს, რომ ის სოკრატული ხედვის შედეგია. უფრო ღრმა იმპულსი ჭეშმარიტების შეცნობაზე დიონისური იმპულსია, რომელიც ათავისუფლებს შემოქმედებითობას და თავდავიწყების სიშმაგეს. ჩვენ ვერ გავაკრიტიკებთ დიონისურ იმპულსს რაციონალიზმის რომელიმე ტრადიციიდან, რადგან დიონისური იმპულსი ყოველგვარ რაციონალურს სცდილდება. დიონისური საწყისი არის ჩვენი მითების, ვნების, ინსტინქტების წყარო, რომელთაგან არცერთი არ არის შემოსაზღვრული რაციონალური გონებით. მაშინ, როცა აპოლონიური ცივილიზებული ძალა ასე მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება დიონისურს, ნიცშე წინააღმდეგია რაციონალობის მთლიანად მიტოვებისა, ის გვაფრთხილებს, რომ დიონისური ძალის უკუგდებით დავკარგავთ უღრმეს და უმდიდრეს ასპექტებს ჩვენი ბუნებისა.

ნიცშესთვის ხელოვნება არ არის მხოლოდ ადამიანის აქტივობის ერთ-ერთი ფორმა, არამედ უმღლესი გამოხატულებაა ადამიანური სულისა. მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას წიგნის დედააზრის გამომხატველია მე5 ნაწილის პასაჟი: „არსებობა და მსოფლიო მთლიანად გამართლებულია (შეიძლება ითქვას დასაბუთებულია justified) მაშინ, თუ მათ აღვიქვამთ, როგორც ესთეტიურ ფენომენს“[1]. ტრაგედიის დაბადებაში ნიცშეს ერთ-ერთი განხილვის თემაა პოზიცია, თუ როგორ უნდა მივუდგეთ არსებობასა და მსოფლიოს. იგი აკრიტიკებს თავის თანამედროვე ხანას ზედმეტად რაციონალურობისთვის, რომლის მიხედვითაც არსებობასა და მსოფლიოს უნდა შევხედოთ, როგორც ცოდნის საგნებს. ნიცშესთვის ეს შეხედულება ცხოვრებას აუფასურებს და ყოველგვარი მნიშვნელობისგან ცლის, რადგან ცოდნა და რაციონალურობა ავისთავად აკეთებენ არაფერს გარდა არსებობისა და მსოფლიოს დასაბუთებისა. სიცოცხლე მნიშვნელობას იძენს მხოლოდ ხელოვნების დახმარებით. მხატვრობას, მუსიკასა და ტრაგედიას განსაკუთრებით ღრმა დონეზე ჩავყავართ გამოცდილების ასპექტით, ვიდრე ფილოსოფიას ან რაციონალიზმს. არსებობა და მსოფლიო იძენს მნიშვნელობას არა როგორც ცოდნის საგანი, არამედ როგორც ხელოვნების გამოცდილება. ნიცშეს მიხედვით, ხელოვნებას კი არ აქვს რაიმე როლი სიცოცხლის კონტექსტში, არამედ სიცოცხლე იძენს მნიშვნელობასა და აზრს მხოლოდ მაშინ, როცა გამოხატულია ხელოვნებით.

სოკრატეზე „თავდასხმით“ ნიცშე ეფექტურად აკრიტიკებს დასავლურ ფილოსოფიას. მაშინ, როცა ნიცშე აღიარებს, რომ სოკრატემ შექმნა ახალი ტრადიცია, მას უფრო აინტერესებს ის ტრადიცია, რომელიც სოკრატემ ჩაანაცვლა. ბერძნული ტრაგედია ნიცშეს აზრით ვერ იარსებებდა სოკრატეს რაციონალურ მსოფლიოსთან ერტად. ტრაგედია იძენს ძალას იმ სიღრმეების გამოააშკარავებით, რომელბიც ჩვენი რაციონალური გონების ზედაპირზეა განფენილი მაშინ, როცა სოკრატე დაჟინებით ამტკიცებს, რომ ჩვენ მთლიანად „გავაადამიანდებით“ მხოლოდ მთლიანად რაციონალურობით. სოკრატედან მოყოლებული ფილოსოფია სიბრძნისა და რაციონალური მეთოდების დევნაა. მას შემდეგ, რაც ნიცშე ამბობს, რომ რაციონალურ მეთოდებს არ შეუძლიათ ადამიანის გამოცდილების სიღრმეებამდე ჩაწვდომა, ფილოსოფია ფუჭი დევნა ხდება. ჭეშმარიტი სიბრძნეს არ შეიძლება ფლობდეს მოაზროვნე გონება. ჭეშმარიტ სიბრძნეს ვპოულობთ დიონისურ თავდავიწყებაში, რომელსაც ვაწყდებით ტრაგედიაში, მითებსა და მუსიკაში.

[1] ფრიდრიხ ნიცშე „ტრაგედიის დაბადება“ ინგ: “it is only as an aesthetic phenomenon that existence and the world are eternally justified.”

წყაროები:

ფრიდრიხ ნიცშე “ტრაგედიის დაბადება”

https://en.wikipedia.org/wiki/The_Birth_of_Tragedy


ავტორი: Jarhead

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

loading...
© 2008 - 2016 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია CLOUD9.GE