სწრაფი სესხი

კეთილს და ბოროტს მიღმა (ფრიდრიხ ნიცშე)

ამ პოსტში მოკლედ მოგითხრობთ ნიცშეს შემოქმედების კიდევ ერთი ნამუშევრის “კეთილს და ბოროტს მიღმა” შესახებ.

ნიცშე იწყებს პროვოკაციული შეკითხვით „დავუშვათ, ჭეშმარიტება ქალია – შემდეგ რა მოხდება?“. შემდეგ ჭეშმარიტება უნდა მოვთაფლოთ და ვეპირფეროთ და არა ვესწრაფოთ ზოგიერთი ფილოსოფოსის დოგმების დახმარებით. მაშინ, როცა ფილოსოფიამ უნდა გადალახოს დოგმატური ფიქრი, მან (ფილოსოფიამ) მოამარაგა ჩვენი კულტურა დაძაბულობით, რომ ვესწრაფოთ რაღაც ახალსა და უკეთესს. ნიცშე ალაგებს ფილოსოფიის თანდაყოლილ რამდენიმე დოგმას სხვადასხვა ნიშნის მიხედვით: იდეების ორ, ერთმანეთის საპირისპიროდ, დაყოფა, როგორც ჭეშმარიტება და სიცრუე; „უეჭველი ჭეშმარიტებები“, როგორც დეკარტეს „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“ და თავისუფალი ნების იდეა. ფილოსოფიას აინტერესებს არა ჭეშმარიტების ადექვატური შეასების ჩვენთვის მოწოდება, არამედ სხვადასხვა ფილოსოფოსების გონების ადექვატური შეფასება. ყველაფერს განაგებს ნება ძალაუფლებისკენ და ფილოსოფიაში, ვაწყდებით დიდ მოაზროვნეებს, რომლებიც ცდილობენ საკუთარი ნების დახმარებით მსოფლიოზე ზემოქმედება მოახდინონ და სხვები აიძულონ მსოფლიო დაინახონ ისე, როგორც თავად ამ ფილოსოფოსებს სურთ.

ნება ძალაუფლებისკენ არის ფუნდამენტური მამოძრავებელი ძალა მსოფლიოსი. ჭეშმარიტების, ფიქრისა და მორალს მიღმა არსებობს მისწრაფებები და ვნებები, რომლების შენიღბვასაც ვცდილობთ ობიექტურობით. ის, რასაც ვეძახით ჭეშმარიტებას, მაგალითად, არის გამოხატულება ჩვენი ნებისა ძალაუფლებისკენ, სადაც ჩვენ ვაცხადებთ ჩვენს კონკრეტულ პერსპექტივას რეალობაზე (სინამდვილეზე), რომელიც ობიექტურად და უნივერსალურ ჭეშმარიტებად მიგვაჩნია. საბოლოოდ, მთლიანი რეალობას უკეთესად გავიაზრებთ, თუ მას აღვიქვამთ, როგორც ნებების დაპირისპირებას. ნიცშე განადიდებს „თავისუფალ სულებს“, რომლებიც იბრძვიან საკუთარი თავის გასათავისუფებლად სხვების ცრურწმენებისგან და ეჭვქვეშ აყენებენ საკუთარ დასკვნებს. უფრო კონკრეტულად, ისინი იყურებიან მორალს მიღმა მსოფლმხედველობით, რომელიც სინჯავს ადამიანების მოტივებს, ამის ნაცვლად ისინი იყურებიან „დამატებითი მორალის“ მსოფლმხედველობით, რომელიც სინჯავს უგონო მისწრაფებებს, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენს გამოხატულ მოტივებს.

ნიცშე საკუთარი ხანის მახასიათებლად ესთეტიკურს ანიჭებს უპირატესობას, ვიდრე რელოგიურის. ის აცხადებს, რომ რელიგიურ სულს თან ახლავს შეწირვის მწადყოფნა, რომ დაამტკიცოს ძალაუფლება საკუთარი ტანჯვით. პრიმიტიულ საზოგადოებებში ხალხი მსხვერპლად სწირავს სხვებს მაშინ, როცა  ადამიანები უფრო განვითარებული კულტურებისა თავს სწირავს ყველაფერზე უარის თქმით (self-denial). ქრისტიანები ერთი ნაბიჯით წინ წავიდნენ და მსხვერპლს ღმერთს სწირავენ. მიუხედავად იმისა, რომ ევროპა ჯერ კიდევ ქრისტიანულად იწოდება, ნიცშეს მიხედვით, ღმერთის რწმენა მეცნიერების რწმენამ ჩაანაცვლა. ის გვაფრთხილებს, რომ მეცნიერების რწმენას ნიჰილიზმამდე მივყავართ.

ნიცშე სულიერ დაძაბუნებას ქრისტიანობის აღმასვლას უკავშირებს. თვითონ ქრისტიანობას ეძახის მონების რევოლუციას მორალზე. რადგან უმეტესს ხალხისგან არ შეუძლია საკუთარი ბუნების ბნელი ასპექტების მართვა და უფრო ნაკლებად უსაფრთხოდ ვიქნებოდით თუ ყველა ადამიანს მიეცემოდა თავისუფალება სისასტიკისა და ფიზიკური სიამოვნებისა, ქრისტიანობა აცხადებს, რომ ერთადერთი უდრტვინველობა და მოკრძალებაა წმინდა და სხვა დანარჩენი კი ბოროტება. ქრისტიანული მორალი თავისი მთავარი წესით გვაიძულებს მორჩილი და მშვიდი ცხოვრებით ცხოვრებას. ესთეტიკურ ხანაშიც კი, ეს ეგალიტარიანული სული იკვებება დემოკრატიით. ნიცშე მოელის ახალი ფილოსოფოსების თაობას, რომლებსაც შეუძლიათ გვიხსნან ამ სიმდარისგან. ეს ფილოსოფოსები ცხადად განსხვავდებიან „მუშა ფილოსოფოსებისგან“ (philosophical laborers) და უნივერსიტეტის სწავლულებისგან, რომელბიც მუშაობენ ახალი ცოდნის მოპოვებაზე, თუმცა აკლიათ შემოქმედებითი სული. ნიცშეს ახალი ფილოსოფოსები აჯანყდებიან დღევანდელობის ღირებულებებისა და ფარისევლობის წინააღმდეგ და ექნებათ ნებისა და შემოქმედების ძალა, რომ დაამტკიცონ რაღაც ახალი.

იმის მაგივრად, რომ იფიქროს ეგალიტარიანული პრინციპით, რომ ყველა ადამიანზე წესები ერთნაირად ვრცელდება, ნიცშე მიიჩნევს, რომ არსებობს კასტები (რანგები, ჩინები, მოკლედ ადამიანებს ყოფს აღმატებულობის მიხედვით) ხალხსა და ფილსოფოსებში. ზოგიერთ ადამიანს აქვს უფრო ძლიერი და დახვეწილი სული, ვიდრე სხვებს და ასეთ ადამიანებზე იმავე წესების გავრცელება, რაც სხვებზე ვრცელდება, უკან ხევს მათ. სიბრალური ერთ-ერთი ფორმაა საკუთარი თავის დაცინვისა, სადაც ჩვენ ვამჟღავნებთ სუსტებთან მიკუთვნებულობას.

როგორც რასას, არასოდეს დაგვიკარგავს სისასტიკის ინსტინქტი, უბრალოდ დავხელოვნდით მასში. ჩვენ ვართ უნიკალური არსებები ცხოველებს შორის იმ ასპექტით, რომ ვართ როგორც შექმნილები, ასევე შემოქმედები და ძლიერები ჩვენს შორის მიმართავენ ჩვენს სისასტიკის ინსტინქტს ჩვენსავე წინააღმდეგ. შემოქმედი ჩვენს შიგნით გარდაქმნის შექმნილს, რომლის სისუსტეებსაც ჩვენ ვესხმით თავს. იმ დროს ტანჯვა მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდეს და ჩვენ მუდმივად უნდა ვიტანჯოთ, რომ შევცვალოთ ჩვენი თავი ჩვენს ცრურწმენებსა და სისუსტეებზე იერიშის მიტანით. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენს გულში გვაქვს უეჭველი სულელური მსჯავრი და ფარისევლობა, რომ ჩვენ ვერ შევცვლებით. ამის დასადასტურებლად, ნიცშე ღვარძლიან კრიტიკას შემოგვთავაზებს, თუ როგორ ეზიზღება ქალები.

ნიცშე აკრიტიკიებს ბევრი ევროპელის ნაციონალიზმის სივიწროვეს და განადიდებს იდეას „კარგი ევროპელისა“, რომელიც წინასწარ განჭვრეტს ევროპის გაერთიანებას. ის განიხილავს სხვადასხვა რასებს, განსაკუთრებული ზიზღი აქვს ინგლისელების მიმართ. ის აქებს ებრაელებს და ამბობს, რომ მიუხედავად მათი რელიგიის ბრალეულობისა, რომ ევროპა ჩაფლულია მონების მორალში, მათ მაინც დაჰყვებათ უზარმაზარი შემოქმედებითი ენერგია.

თანამედროვე კულტურა განსაზღვრულია ორნაირ მორალს შორის დაძაბულობით. ბატონთა მორალი მოდის არისტოკრატული ხედვიდან, რომ როგორებიც თვითონ არიან და რაც მათ მოსწონთ, კარგია, და რაც არ მოსწონთ და მათთვის შეუსაბამოა, ცუდია.მონათა მორალი, განსხვავებით, წარმოიშობა ბატონთა მორალის გულისწყრომის საფუძველზე, მონები ბატონებს ბოროტებად მიიჩნევენ და საკუთარ თავებს, როგორც სუსტებს და ღარიბებს – კარგად. ამგვარად, ბატონთა „კარგი“ მონებისთვის „ცუდია“ და ბატონთა „ცუდი“ მონების – „კარგი“.

ნიცშეს სჯერა, რომ არისტოკრატული ბუნება რაღაც დონეზე ჩვენში იბადება და რაღაც თვალსაზრისით ასეთებად იბადებიან. ასევე ის ამბობს, რომ საზოგადოებაში მრავლად არიან ძლიერი არისტოკრატული კლასის წევრები და საერთოდ არ არიან იშვიათი მოვლენები. ნიცშე ბოლოს ამბობს, რომ მისი ფიქრები მეტად მკვდარი და ჩვეულებრივი ეჩვენება ფურცელზე. ენას შეუძლია შეიპყროს იდეები, რომლებიც ერთ ადგილასაა დაფიქსირებული მაშინ, როცა სიცოცხლით სავსე ფიქრები თავისუფალი და მუდმივად ცვლადია, ამიტომ მათი სიტყვებად ჩაწერა შეუძლებელია. წიგნი მთავრდება ლექსით, რომელშიც ლირიკული გმირი მაღალ მთაზეა და ელოდება საკუთარ მსგავს მეგობრებს, თუ როდის შეუერთდებიან მას.

ნიცშესთვის ცვლილება არის გაბატონებული თვისება რეალობისა. ყველაფერი ყოველთვის იცვლება, არა მხოლოდ მატერია და ენერგია, არამედ იდეები, ნება და მაშასადამე სინამდვილე. ფილოსოფია და მეცნიერება მსოფლიოს უყურებენ როგორც პირველად ფაქტებს, რომლებსაც შეგვიძლია დავაკვირდეთ და დავარეგულიროთ, რაც გვიქმნის სტაბილურობისა და ობიექტური სინამდვილის ილუზიას. ნიცშე უარყოფს ფაქტების ამ მეტაფიზიკას და სანაცვლოდ გვეუბნება, რომ მსოფლიო შედგება ნებებისგან – ზოგიერთი გაცნობიერებულია და ზოგიერთი არაცნობიერი – რომლებიც იბრძვიან მმართველობისთვის. რასაც ჩვენ აღვიქვამთ „სინამდვილედ“ მოცემულ მომენტსი არ არის ობიექტური, არამედ წარმოადგენს კონკრეტული ნების გამარჯვებას სხვა ნებებზე. ნიცშეს მთავარ სამიზნეებს, ქრისტიანობას, დემოკრატიას თუ მეცნიერებას, აქვთ ერთი საერთო: ისინი უარყოფენ ან თავს არიდებენ ფაქტს, რომ რეალობა შედგება მუდმივად ცვალებადი დაპირისპირებისგან ნებებს შორის.

წყაროები:

https://en.wikipedia.org/wiki/Beyond_Good_and_Evil

ფ. ნიცშე “კეთილს და ბოროტს მიღმა”


ავტორი: Jarhead

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

loading...
© 2008 - 2016 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია CLOUD9.GE