სწრაფი სესხი

ფაქტები სხვადასხვა ქვეყნებზე (ნაწილი 12)

Spain And Portugal-ის სურათის შედეგი
როგორც ვიცით ესპანეთი და პორტუგალია მსოფლიოში ყველაზე სანახაობრივი ქვეყნებია.

ღირსშესანიშნაობები:
1. მადრიდი (ესპანეთი)
ესპანეთის დედაქალაქი მადრიდი სამრეწველო ბიზნესისა და გართობის ცენტრია აქ მდებარეობს სახელგანთქმული ხელოვნების მუზეუმი პრადო ასევე სამეფო სასახლე სადაც მეფე ხუან-კარლოსი ცხოვრობს.
Madrid-ის სურათის შედეგი

მადრიდი (ესპანეთი)

2.ევორა (პორტუგალია)
ეს ქალაქი ლისაბონის აღმოსავლეთით მდებარეობს. დიდი ხნის განმავლობაში რომის იმპერისს სამხედრო ცენტრი იყო და მავრების, ასევე, ესპანელების კონტროლს ექვემდებარებოდა რომაული შენობების ნაშთები ახლაც არის ამ ტერიტორიაზე.
Évora-ის სურათის შედეგი

ევორა (პორტუგალია)

3. ლისაბონი (პორტუგალია)
პორტუგალიის დედაქალაქი და ქვეყნის მთავარი საზღვაო პორტია. მე-18 საუკუნეში ქალაქი აფრიკელმა მთავრებმა დაიპყრეს და მის არქიტექტურას ზეგავლენა დღესაც ეტყობა. 1755 წელს ლისაბონში დიდი მიწისძვრა მოხდა და მან 30 000 კაცის სიცოცხლე შეიწირა.
Lisbon-ის სურათის შედეგი

ლისაბონი (პორტუგალია)

4. ალკაზარი, სეგოვია (ესპანეთი)

ალკაზარი არაბულად ციხესიმაგრეს ნიშნავს. დედოფალ ისაბელს სწორედ აქ დაადგეს სამფო გვირგვინი 1474 წელს ალკაზარი შუა საუკუნეებში აშენდა. 1862 წელს ხანძრის შედეგად დაზიანებული ხელახლა აღადგინეს.
Alkazar-ის სურათის შედეგი

ალკაზარი

5. გუგენჰაიმის მუზეუმი (ესპანეთი)

ეს უჩვეულო არქიტექტურული ნაგებობა ბილბაოში არქიტექტორ ფრანკო გერის შემოქმედებაა. მუზეუმი გაიხსნა 1997 წელს კირქვის უზარმაზარი ბლოკებით, ტიტანის ამოზნექილი პანელებითა და მინის კედლებით ეს მუზეუმი უზარმაზარ გემს მოაგონებს თითოეულ მნახველს.
Guggenheim Museum-ის სურათის შედეგი

გუგენჰეიმის მუზეუმი

6. სანტიაგო-დე-კომპოსტელა (ესპანეთი)

მოციქულის ქალაქად წოდებული ამ საუნივერსიტეტო ქალაქის სახელწოდება მოციქულ წმინდა იაკობის სახელს უკავშირდება რომელიც აქ არის დაკრძალული მომლოცველთა მარშრუტის ეს ბოლო ადგილი რელიგიურ ძეგლთა სიმრავლით გამოირჩევა. აღდგომის კვირის დღეებში აქაურ ქუჩებში მომლოცველთა დიდი პროცესია მიემართება.

Santiago De compostela-ის სურათის შედეგი

სანტიაგო-დე-კომპოსტელა

7. გაუდის ბარსელონა
მე-19 საუკუნის დამლევს ბარსელონაში ახალი არქიტექტურული სტილი მოდერნი განვითარდა ამ სტილის ყველაზე ცნობილი ოსტატი ანტონიო გაუდი იყო. მრავალბინიანი სახლი კასა მილა ბარსელონის ცენტრში 1906-1910 წლებში აშენდა მისი მდიდრულად მორთული სახურავი და ტალღისებური კედლები არქიტექტორს ახლომდებარე ოკეანემ შთააგონა
Casa Milla-ის სურათის შედეგი

კასა მილა

ისტორიული პიროვნებები:
1.ტრაიანე ახ.წ 53-117
ტრაიანე ერთადერთი იმპერატორი იყო, რომელიც რომში არ დაბადებულა. ის ესპანეთიდან იყო ტრაიანე ცდილობდა იმპერია აღმოსავლეთით განევრცო. თავისი მმართველობის ხანაში მან გააუმჯობესა ხალხის სოციალური მდგომარეობა და ბევრი ახალი შენობა ააშენა,
ტრაიანე-ის სურათის შედეგი

ტრაიანე

2. დედოფალი ისაბელი (1451-1504)

1469 წელს ისაბელ კასტილიელი ფერდინანდ არაგონელზე დაქორწინდა მათ გააერთიანეს ორი კათოლიკური სამეფო და სათავე დაუდეს თანამედროვე ესპანეთს

დედოფალი ისაბელი-ის სურათის შედეგი

დედოფალი ისაბელი

3. ქრისტეფორე კოლუმბი (1451-1506)
იტალიური წარმოშობის ესპანელმა ზღვაოსანმა ესპანეთი 1492 წელს დატოვა ის ინდოეთისკენ მიმავალ სავაჭრო გზებს ეძებდა, სამი თვის შემდეგ კოლუმბმა მიაღწია ამერიკას, მაგრამ არ იცოდა სად მოხვდა მისმა შემთხვევითმა აღმოჩენამ ესპანეთი მდიდარ და ძლიერ სახელმწიფოდ აქცია.
ქრისტეფორე კოლუმბი-ის სურათის შედეგი

ქრისტეფორე კოლუმბი

4. ვასკო და გამა (1460-1524)
ამ პორტუგალიელმა ზღვაოსანმა სამჯერ იმოგზაურა ინდოეთში (1497-1499 1502 -1503 და 1524 წლებში) მან ახალი საზღვაო გზა გაუხსნა ევროპას აზიისკენ რის შემდეგაც პორტუგალია მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო გახდა.
ვასკო და გამა-ის სურათის შედეგი

ვასკო და გამა

5. პაბლო პიკასო
ეს სახელგანთქმული ესპანელი მხატვარი ერთდროულად რამოდენიმე სტილითა და მიმართულებით მუშაობდა კუბიზმის პერიოდს განეკუთვნება მისი შედევრი
პაბლო პიკასო-ის სურათის შედეგი

პაბლო პიკასო

ბუნებრივი მახასიათებლები:

1. აზორის კუნძულები (პორტუგალია)
ამ არქიპელაგის ცხრა მთავარი კუნძული სამ ცალკეულ ჯგუფს ქმნის და პორტუგალიის დასავლეთით 1600 კმ-ზეა გადაჭიმული კუნძულები ვულკანთა ამოფრქვევისა და მიწისძვრის შედეგად წარმოიქმნა კლიმატი აქ ნოტიო სუბტროპიკულია და ამიტომ მცენარეები კარგად ხარობს. კუნძულ პიკოზე მდებარეობს პორტუგალიის ყველაზე მაღალი მწვერვალი პიკო
აზორის კუნძულები-ის სურათის შედეგი

აზორის კუნძულები

2. დონიანა (ესპანეთი)
დონიანა სევილიის სამხრეთით ევროპის ყველაზე დიდი ბუნებრივი ნაკრძალია. აქ ბევრი იშვიათი ცხოველი ბინადრობს მათ შორისაა ხმელთაშუა ზღვის ფოცხვერი რომელსაც გადაშენების საფრთხე ემუქრება. ამჟამად მხოლოდ 50 წყვილზე ნაკლებია. ზამთრობით დონიანა უამრავი გადამფრენი ფრინველის თავშესაფარია აქაურობა საუკუნეების განმავლობაში მეფეთა სანადირო ადილი იყო ნაციონალურ პარკად 1969 წელს გამოცხადდა
3. მესეტა (ესპანეთი)
ესპანეთის ცენტრში გადაჭიმულ ამ ზეგანს ქვეყნის ორი მესამედი უკავია და პორტუგალიამდე აღწევს პირენეებიდან წამოსული თბილი ჰაერი აქ გრძელ და ცხელ ზაფხულს განაპირობებს. ზამთარში პირიქით – ცივი ქარი უბერავს მესეტას ზორიერთი ადგილი მთაგორიანია.
4. პირენეს ნახევარკუნძული (ესპანეთი)
ბისკაიის ყურიდან ხმელთაშუაზღვამდე გადაჭიმული მთათა სისტემა – პირენეები ესპანეთისა და საფრანგეთს შორის ბუნებრივ საზღვარს ანუ ბარიერს ქმნის. ზაფხულობით აფრიკიდან შემოსულ ჰაერის თბილ მასებს მთები აკავებს რაც სამხრეთში წვიმას იწვევს
ტრადიციები და კულტურა:
1. ხარების რბოლა
 ეს ყოველწლიური დღესასწაულის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია რომელიც ბარსელონაში ივლისში იმართება. ათ დღიანი ფესტივალის კულმინაციაა ქალაქის ქუჩებში 6 ხარის გამოშვება მათ წინ ახალგაზრდები გარბიან და ცდილობენ ხარების ბასრ რქებს დაუსხლტნენ
ხარების რბოლა-ის სურათის შედეგი

ხარების რბოლა.

2. ესპანური სამზარეულო
სანელებლებით შენელებულ კერძს, რომელსაც ტაპასი ქვია, ესპანეთში საუზმეზე მიირთმევენ მადის გასახსნელად ყველაზე მეტად კი ესპანელებს უყვართ პაელია ბრინჯისგან ზღვის პროდუქტებისგან და ხორცისგან დამზადებული კერძი. ანდალუსიელები კი შეექცევიან გასპაჩოს პომიდვრის ცივ წვნიანს
ესპანური სამზარეულო-ის სურათის შედეგი

ესპანური სამზარეულოს ერთ-ერთი კერძი

3. ხაი-ალაი
ეს თამაში ბასკეთში წარმოიშვა და მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ბურთით თამაშია

ავტორი: Bread

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

loading...
© 2008 - 2016 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია CLOUD9.GE