არქივი

სულთანი ისმაილი: სისხლმოწყურებული მმართველი, სასტიკი მეომარი და 1000 ბავშვის მამა

3cec1449a0af
მაროკოს ისტორიაში სულთანი მულაი ისმაილ იბნ შერიფი ცნობილი დარჩა როგორც “მეომარი-მეფე” თავისი სამხედრო ლაშქრობების გამო, “სისხლიანი” – სისასტიკით ოპოზიციის და მტრების მიმართ და ასევე იმით, რომ ის არის ყველაზე მრავალშვილიანი მამა კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც სიცოცხლე აჩუქა 1000-ზე მეტ ბავშვს.

0eb834b76a43
მულაი ისმაილი იყო მაროკოული დინასტიის – ალაუიტების პირველი სულთანი და ის მართავდა ამ ქვეყანას სხვა მმართველებზე დიდხანს – 1672-დან 1727 წლამდე. ის ამტკიცებდა, რომ ის იყო ისლამის დამფუძნებლის – მუჰამედის შთამომავალი.

c4eb9e139514
გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, სულთანი ისმაილი იყო 888 ბავშვის მამა. ამ კაცს კაცობრიობის ისტორიაში ჰყავდა ყველაზე მეტი შვილი და ეს მონაცემები გადამოწმებას ექვემდებარება. ამის გარდა, ფრაგნმა დიპლომატმა დომინიკ ბუსნომ 1704 წელს მაროკოში ყოფნისას დააფიქსირა, რომ სულთანს ჰყავდა 1171 ბავშვი 4 ოფიციალური ცოლისგან და 500 საყვარლისგან. იმ დროს ისმაილი იყო 57 წლის.

540091f04714
ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ისმაილს არ შეეძლო ამდენი ბავშვის ყოლა, რამდენსაც იტყობინება ბუსნო. პირველ რიგში ყველა ქალს არ შეუძლია დაფეხმძიმება. ამის გარდა, ბევრი ქალი იტანჯება სტერილურობით, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ამდენი ბავშვის ყოლა სრულიად შესაძლებელია.

94c95512f540
ისტორიკოსებმა შექმნეს მოდელირების კომპიუტერული პროგრამა, რომ გაერკვიათ თუ რამდენად ხშირად უნდა ჰქონოდა სულთანს სექსი, რომ 32 წლის ასაკში ჰყოლოდა 1171 ბავშვი, გათვალისწინებული იყო მისი ქალების ბიოლოგიური რითმების თვისებებიც. შედეგებმა აჩვენეს, რომ საჭირო იყო 0,83-დან 1,43-მდე ინტიმური ურთიერთობები დღეში. მას ამისათვის არ სჭირდებოდა 500 ქალი, საკმარისი იყო 65-დან 110 ქალი.

f6a9ab1b3de4
ისტორიული მონაცემების თანახმად სულთანმა ქალაქ ფესში თავი მოკვეთა 400 კონკურენტ მეთაურს და პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს თავისი მეფობის დასაწყისში. მომდევნო 55 წლის განმავლობაში მან ბრძანა 30 000 ადამიანის მოკვლა, თუ არ ჩავთვლით ბრძოლაში დაცემულ მტრებს.

5e46339443ae
ისმაილი ყოველთვის მკაცრად სჯიდა ნებისმიერ ქალს, რომლებზეც ეჭვი ჰქონდა მრუშობაში. მოღალატე საყვარლებს ისმაილი პირადად ახრჩობდა ან ბრძანებდა მკერდის მოკვეთას ან კბილების ამოგლეჯვას. ნებისმიერი სხვა კაცი, რომელიც ხედავდა მის ცოლს ან საყვარელს შეიძლება დასჯილი ყოფილიყო.

f7a7e2c458aa
თანამედროვე მაროკოს დღემდე მართავს ალაუიტების დინასტია, მაგრამ ისეთი გაგება როგორიცაა “ჰარამხანა” პრაქტიკულად აღარ არსებობს იქ.

მსგავსი ამბები

Back to top button