არქივი

7 ყველაზე ჭკვიანი ძაღლი, რომელთა ჯიშიც გამოყვანილია სპეციალურად სანადიროდ

0cfe99eb55bc
ყველამ ვიცით, რომ ძაღლი არის ადამიანის ყველაზე ერთგული მეგობარი, რომელსაც უყვარს თავისი პატრონი და ეხმარება მას თითქმის ყველანაირ საქმეში. კაცობრიობის ისტორიაში ადამიანს სულ მიჰყავდა ძაღლი სანადიროდ და ამ პოსტში იხილავთ 7 ყველაზე ჭკვიან ძაღლს, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ თავიანთ პატრონებს ნადირობისას.

ეპანიოლ ბრეტონი
824f6fb83241
ბრეტონული ეპანიოლი – ეს არის სანადირო ჯიშის ძაღლები, რომლებიც ძალზედ პოპულარულები არიან ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებს. ეს სახეობა გამოყვანილია საფრანგეთში და სიცოცხლის საშუალო ასაკი შეადგენს 15 წელს. ისინი იწონიან 14-დან 18 კგ-მდე, ხოლო სიმაღლე შეადგენს 46-დან 50 სანტიმეტრს.

შავი კუნჰაუნდი
2c0c01105f9b
შავი კუნჰაუდი – ეს არის სანადირო ჯიშის ძაღლები, რომლებიც გამოყვანილნი არიან ამერიკის შეერთებულ შტატებში. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეადგენს 10-დან 12 წელს. ეს ძაღლები იწონიან 25-35კგ-მდე, ხოლო მათი სიმაღლე არის 58-დან 70სმ-მდე.

ესპანური წყლის ძაღლი
535b9227a395
ესპანური წყლის ძაღლი – ეს არის ძაღლების ჯიში, რომლებსაც ადრე იყენებდნენ თევზაობისას. დღევანდელობაში ისინი ითვლებიან ადამიანების ერთგულ მეგობრებად. მათი სიცოცხლის ხანგრძლოვობა შეადგენს 10-დან 14 წელს. ისინი იწონიან 14-და 22კგ-მდე, ხოლო სიმაღლე კი არის 38-52სმ.

შოკოლადისფერი ლაბრადორი
0149e64dbb22
ლაბრადორი – ეს არის ძაღლების ყველაზე ცნობილი ჯიში მთელს მსოფლიოში. თავდაპირვად ის გამოყვანილი იყო როგორც ადამიანის დამხმარე ნადირობაში, მაგრამ დროთა განმავლობაში მათი დადებითი თვისებების გამო ისინი გახდნენ მაშველები, გზამკვლევები და უბრალოდ იდეალური მეგობრები. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეადგენს 12-დან 13 წელს.მათი წონა შეადგენს 30-დან 40კგ-ს, ხოლო სიმაღლე კი არის 55-62სმ-მდე.

გერმანული პოინტერი
327a33ccab30
პოინტერი – ეს არის გერმანული მოკლებეწვიანი ძაღლების ჯიში, რომელიც გამოყვანილია გერმანიაში. აღსანიშნავია ის, რომ ხასიათით ისინი არიან ძალზედ მამაცები, აქტიურები, ჭკვიანები და ადვილად გასაწრთვნელები, ამიტომაც ისინი არიან კარგი მონადირეები. მათი ასაკი შეადგენს 12-14 წელს, იწონიან 20-30კგ-ს, სიმაღლე 58-62სმ-ს.

ოქროსფერი რეთრივერი
0bb93d33da10
ოქროსფერი რეთრივერი – ეს არის სანადირო ძაღლების ჯიში, რომელიც გამოყვანილია დიდ ბრიტანეთში მეცხრამეტე საუკუნეში. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეადგენს 10-დან 12 წელს. აღსანიშნავია, რომ ეს ძაღლები არიან მეგობრულები, ჭკვიანები და ერთგული მეგობრები. საშუალო წონა შეადგენს 30-დან 40კგ-ს, ხოლო წონა 55-დან 60სმ-ს.

ბიგლი
54e5f4fc3c37
ბიგლი – ეს არის ინგლისში გამოყვანილი ჯიშის ძაღლი, რომელიც განკუთვნილია სპეციალურად ნადირობისთვის. აღსანიშნავია, რომ ძაღლი არის ძალიან კეთილი და გაწონასწორებული. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეადგენს 12-15 წელს. საშუალო წონა შეადგენს 10კგ-ს, ხოლო სიმაღლე კი 36-38სმ-ს.

მსგავსი ამბები

Back to top button