კულტურა

დედის დღის ისტორია

1ea9c9b7b4bc
დედის დღე საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა.პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა… 

დედის დღეს საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი უნდა შეეცვალა, თუმცა 3 მარტი, როგორც დედის დღე, ცალკე აღინიშნება
fd0f099b2f9e
11 მაისს დასავლეთის ქვეყნებში დედის დღე აღნიშნავენ. “დედის დღე დედისადმი პატივსიცემისა და სიყვარულის გამოხატვის დღეა, დღე, როცა დედას საუზმეს ლოგინში მიართმევენ, როცა მთელი ოჯახი იკრიბება, როცა ანთია სანთელი წარწერით “მიყვარხარ” – ასეთ განმარტებას ვკითხულობთ ერთ-ერთზე დედის დღისადმი მიძღვნილი მრავალრიცხოვანი საინტერნეტო საიტებიდან, რომლებიც, ჩვეულებრივ, ვარდისფერი ყვავილებითა და მადლიერების გამომხატველი გარითმული სტრიქონებით არის შემკული. ზოგ დედას დილას, შესაძლოა, მართლაც ანებივრებდნენ ლოგინში საუზმით, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში დღესასწაული თაიგულის მირთმევით გამოიხატება. ასე იყო წელსაც, რაც, ალბათ, ბევრ მამაკაცს განუმტკიცებდა ეჭვს, რომ “დედის დღე” ყვავილებით მოვაჭრეთა გამოგონებაა. ყოველ შემთხვევაში, გერმანიაში ეს ეჭვი სრულიად გამართლებული ჩანს: დღესასწაული, რომელიც იქ 1923 წლიდან აღინიშნება, ფლორისტიკის ბიზნესით დაკავებულთა ინიციატივით დაარსდა. თუმცა იდეა გერმანელ მეყვავილეებს როდი ეკუთვნის!
04f362851d30“დედის დღის” სამშობლოდ შეერთებული შტატებია მიჩნეული. აქვე უნდა ითქვას, რომ ლაპარაკია ამ დღესასწაულის თანამედროვე ფორმაზე, თორემ დედის დღის აღნიშვნას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და სათავეს ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში იღებს. მაგრამ ამჯერად თანამედროვეობაზე საუბრით შემოვიფარგლებით.
დედის დღეს ამერიკის კონტინენტზე – პირველ წლებში მაინც – არაკომერციული მოსაზრებებით მართავდნენ. ჯერ ვინმე ენ მონდომება გამოიჩინა, რომ 1914-ში აშშ-ში დედის დღე ოფიციალურ დღესასწაულად გამოაცხადეს. სწორედ მაშინ დაიწყო მამაკაცების – და არა მარტო მამაკაცების – ყოველწლიური სამაისო შტურმი ყვავილების მაღაზიებზე, შტურმი, რომელიც, “დედის დღესთან” ერთად, დროთა განმავლობაში ევროპის მრავალ ქვეყანას, მათ შორის ბრიტანეთს, სკანდინავიის სახელმწიფოებს, გერმანიას მოედო…ec50e0825e7f
საქართველოში ამ დღესასწაულმა, მოგეხსენებათ, სულ ბოლო დროს ჩამოაღწია, დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობისაგან განხსვავებით, მაისში კი არა მარტში აღინიშნება, და ასევე დასავლეთის ქვეყნებისაგან განსხვავებით, პოპულარობით ჯერ-ჯერობით არ გამოირჩევა. უბრალოდ არ არსებობს მისი აღნიშვნის ტრადიცია

 

ვიღაცამ მითხრა, უკვდავების წყარო არისო. – მერე სად მიგაქვს? – ერთი თვეა ვასხამ დედიკოს საფლავზე და… – შენ არ დალიე? – არა, ჯერ არა. – რატომ? – იქნებ დედიკო არ გააცოცხლოს, მე რომ დავლიო, აღარ მოვკვდები და ჩემს დედიკოს ვერასოდეს ვეღარ შევხვდები. გოდერძი ჩოხელი

 

წყარო: ტექსტი-www.ghn.ge

მსგავსი ამბები

Back to top button