სწრაფი სესხი

10 წიგნი, რომელიც ყველა ჩვენგანს წაკითხული უნდა ჰქონდეს

books reading-ის სურათის შედეგი

წიგნები უმრავლესობისთვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ნათქვამია” 1000 წიგნი მაინც უნდა წაიკითხო, რომ “ის” ერთი იპოვო”. გთავაზობთ 10 წიგნს , რომლის წაკითხვის შემდეგ რაღაც იცვლება შენში,  გაფიქრებს ცხოვრებაზე, ადამიანებზე და მათ ხასიათზე.

  1. “ნუ მოკლავ ჯაფარას” (“მოკალი კაჭკაჭი”)

 

kill to a mockingbird-ის სურათის შედეგი

ცნობილი ამერიკელი მწერლის, ჰარპერ ლის რომანი ნუ მოკლავ ჯაფარას ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია მსოფლიოში,სადაც წამოჭრილია თემები რასიზმზე, ბნელ აზროვნებაზე, სოციალურ უგუნურობაზე, სექსუალიურ ძალადობაზე და იმაზე თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ოჯახი და ჯანსაღი აზროვნება ბავშვის აღზრდაში. ატიკუს ფინჩი – წიგნის მთავარი გმირია, იგი ადამიანის, მამის, მეგობრის იდეალს წარმოადგენს. იშვიათად , რომ ვინმე ისეთი მოთმინებითა და სულიერი სიმამაცით გამოირჩეოდეს , როგორიც ატიკუსია. 1962 წელს გადაიღეს ფილმი ამავე სახელწოდებით, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად.ეს წიგნი უამრავ მკითხველს აბრუნებს ბავშვობაში და იმ დიდი სითბოთი უვსებს გულს, რასაც ტკბილი მოგონებები ჰქვია.

2) “ჯეინ ეარი”

ჯეინ ეარი-ის სურათის შედეგი

ჯეინ ეარი შარლოტა ბრონტეს  რომანია. რომანი ჯეინის, ობოლი გოგონას მძიმე ბავშვობაზე გვიამბობს, რომელიც ბოლოს დიდი ბედნიერებითა და სიყვარულით გვირგვინდება. მოკლედ rომანის მოყვარულებს, ვისაც ჯერ არ წაგიკითხავთ დიდი სიამოვნება გელით წინ.

3) “დროის მანქანა”

travel in time-ის სურათის შედეგიჰერბერტ უელსის სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებია, რომელიც დროში მოგზაურობაზე მოგვითხრობს. მიუხედავად ფანტასტიკისა, ის მაინც დიდი ინტერესით იკითხება, რადგან ჰერბერტ უელსია ადამიანი, რომელმაც ივარაუდა ქიმიური იარაღის შექმნა. მიუხედავად ფანტასტიკის დიდი ნაწილისა , ის დღეს თითქმის რეალობას უტოლდება, ვინ იცის, იქნებადა მალე შევძლოთ კიდეც დროში მოგზაურობა ?!.

4) “სიყვაულის 40 წესი”

ელიფ შაფაქის რომანი, სადაც აღწერილია საკმაოდ შეძლებული, 40 წელს მიღწეული ქალის ცხოვრება. მას ყველაფერი აქვს რაზეც უოცნებია გარდა სიყვარულისა.. იგი იწყებს რომანის კითხვას რომელიც ძალიან ბევრ რამეზე აფიქრებს და იწყებს მის ავტორთან ვირტუალურ ურთიერთობას.მოკლედ ეს არის წიგნი წიგნში, რომელიც გაგაოცებთ მეგობრობისა და სიყვარულის სიძლიერით.

5) “მე ვარ მალალა”

malala-ის სურათის შედეგიპაკისტანელი მალალა იუსაფზაის ავტობიოგრაფია, რომელიც სწავლისთვის იბრძოდა და რომელიც სასიკვდილოდ იქნა გამეტებული ტერორისტების მიერ. წიგნი ეხება დღეს არსებულ მწვავე თემებს, როგორიცაა ტერორიზმი და ქალთა უფლებები მუსლიმურ სამყაროში.

6) “მარიამ სტიუარტი”

mariam stewart-ის სურათის შედეგი

შტეფან ცვაიგის ისტორიული რომანი. მოთხრობილია ინგლისისა და შოტლანდიის დედოფლებზე , მათ ჩუმ პაექრობასა და მტრობაზე. დედოფლები , რომლებიც მთელი ცხოვრება ერთმანეთს ებრძოდნენ, მთელი ცხოვრების მანძილზე ერთმანეთს პირისპირ არ შეხვედრიან და დედოფლები, რომლებიც დღეს ერთმანეთის გვერდით განისვენებენ- ბედის ირონიაა.

7) “გრაფი მონტე-კრისტო”

edmon dantes-ის სურათის შედეგი

ალ. დიუმას სათავგადასავლო რომანი.რა შემიძლია ვთქვა ამ რომანზე, წინ დიდი სიამოვნება გელით. წიგნის არსი მდგომარეობს იმაში , რომ უსამართლობამ შეიძლება ბრძოლა მოიგოს, მაგრამ ომი არ მთავრდება მის სასარგებლოდ.წიგნი ძლიერ ადამიანზე- ედმონ დანტესზე მოგვითხრობს , რომელსაც უღალატეს და უსამართლოდ, სასიკვდილოდ გაიმეტეს მეგობრებმა, მაგრამ დიდი ბრძოლით ის კვლავ შეძლებს ფეხზე დადგომას და სწორედ აქედან იწყება წარმოუდგენელი თავგადასავლები.

8) “სტიგ ლარსონის ტრილოგია”

hucker lisbeth-ის სურათის შედეგიტრილოგიაში შესულია 3 წიგნი – “გოგონა დრაკონის ტატუთი”, “გოგონა,რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა” და “გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია”.. წიგნი მოგვითხრობს ჰაკერი გოგოს დაძაბულ და სასტიკ ცხოვრებაზე, რომელიც ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი გახდა. პატარა გოგო იზრდება და იწყება შურისძიების დიდი ტალღა. დეტექტივების მოყვარულებს დიდი განცდები ელით წინ.

9) “ალქიმიკოსი”

camel travel-ის სურათის შედეგი

პაოლო კოელიოს ალქიმიკოსი ერთი ყმაწვილის მოგზაურობას მოგვითხრობს, წიგნის მთავარი არსი და ხიბლი იმაში მდგომარეობს , რომ ის გვასწავლის ოცნებების ასრულებისკენ სწრაფვას, რომ არასოდეს არ უნდა დანებდე და დიდი ძალისხმევის შემდეგ აუცილებლად მიაღწევ დასახულ მიზანს

10)”შავი ჭირი”

shavi chiri-ის სურათის შედეგი

ალბერტ კამიუს შავი ჭირი გვიყვება იმ დროის შესახებ , როცა ალჟირი შავმა ჭიმრა მოიცვა და მოსახლეობის ნახევარი გაწყვიტა. შავ ჭირთან ერთად გავრცელებულია საზოგადოებრივი ჭირი, ჭირი ადამიანებისა, რომლებიც მხოლოდ გართობაზე ფიქრობენ და ცხოვრობენ ისე , თითქოს უკვდავები არიან, ბოლოს კი სიკვდილი ისე მოიმწყვდევს კლანჭებში , რომ უსუსურებს ხდის და მაშინღა ხვდებიან რა უაზროდ ატარბენ ცხოვრებას და მაშინ ხვდებიან რომ უყვართ, გრძნობენ, ხედავენ- მაგრამ რატომღაც სიკვდილის დროს აფასებენ სიცოცხლეს და მისით ტკბობას.

 


ავტორი: tako

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

loading...
© 2008 - 2016 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია CLOUD9.GE