გართობაუცნაური

ფოტოები, რომლებსაც შემზარავი ისტორიები აქვთ

ზოგჯერ სურათი ნორმალურად გვეჩვენება, თუმცა შეიძლება იმიტომ, რომ არ ვიცით რა იმალება მასში, ანუ როგორია მისი “ბექგრაუნდი”. ზოგ შემთხვევაში ფოტოები საშინელ, შემზარავ ისტორიებს ინახავს. სწორედ ასეთ სურათებს იხილავთ დღეს აქ,  ამ პოსტში
f697e3f930ff

 

ამ სურათზე გამოსახულია 14 წლის  რეჯინა ვოლტერსი, ის კი ,რაც ფოტოს შემზარავს ხდის არის ის, რომ მისი გადამღები არის რეჯინას გამტაცებელი და სერიული მკვლელი რობერტ ბენ როუდსი. მან გოგონას თმები შეჭრა და შავი კაბისა და ქუსლების ჩაცმა აიძულა, შემდეგ ეს ფოტო გადაუღო, მოგვიანებით კი სწორედ ამ ადგილას მოკლა იგი.


 

 

bcf11805ea8f

John Wayne Gacy – ცნობილი სერიული მკვლელი ამერიკაში, რომელმაც 1972-1978 წლებში დაახლოებით 33 ადამიანი მოკლა და უმეტესობის სხეულები საკუთარ სახლში დამალა. მარჯვენა ფოტოზე გამოსახულია იგი , როდესაც ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას-კერძოდ, ართობდა ხალხს, იგი კლოუნი “პოგო” იყო.


 

a0fac5aa6c48

ამ სურათში თითქოს არაფერია უცნაური და საშიში, მასზე გამოსახულია ორი ბიჭი წვეულებისას, თუმცა როდესაც ამ ფოტოს გადაღების წინარე მოვლენებს გაეცნობით, ნამდვილად აღარ იფიქრებთ ასე. 2011 წლის ზაფხულში 17 წლის ტაილერ ჰედლიმ საკუთარ სახლში მასშტაბური წვეულება გამართა და  დაახლოებით 60 სტუმარი დაპატიჟა. საიინტერესო ისაა, თუ სად იყვნენ ამ დროს მისი მშობლები, სინამდვილეში ისინი გარდაცვლილები იყვნენ- წვეულებამდე 5-6 საათით ადრე თვითონ ტაილერმა გამოასალმა სიცოცხლეს ორივე მათგანი.მკვლელობის იარაღი ჩაქუჩი იყო. სურათი სწორედ ამ დღესაა გადაღებული. წვეულებაზე ნამდვილად არავინ გაჩერდებოდა, რომ ცოდნოდათ, რომ რამდენიმე მეტრის  მოშორებით, საძინებელში ორი ადამიანის გვამი იყო დამალული.


 

c1d84db99520

დინ ქორლი (Dean Corl) იყო ცნობილი როგორც “Candy Man” ,რადგან იგი ხშირად უმასპინძლდებოდა მეზობელ ბავშვებს ტკბილეულით. თუმცა, იგი იყო სერიული მკვლელი და სწორედ ტკბილეულის მეშვეობით იტყუებდა თავის მსხვერპლებს, 1970-1973 წლებში მან აწამა და მოკლა დაახლოებით 28 ბიჭი.  2012 წელს ერთ-ერთმა კინორეჟისორმა  დინის პირად ფაილებში აღმოაჩინა სწორედ ეს პოლაროიდი, რომელზეც პატარა ბორკილდადებული ბიჭია გამოსახული დინის იმ ინსტრუმენტებთან ერთად, რომელსაც იგი წამებისათვის იყენებდა. ამ ყველაფერს უფრო შემზარავს ის ხდის, რომ სურათზე გამოსახული ადამიანის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა და მისი გვამი აღმოჩენილი არაა.


ef79fe82e9b3

10 წლის მკვლელები

1993 წელს 2 წლის ჯეიმს  ბალგერი დედასთან ერთად ქალაქში სეირნობდა.იგი ცოტა ხნით დაშორდა დედას, რომელსაც ყურადღება გაფანტული ჰქონდა. ამ დროს ჯეიმსი ორმა 10 წლის ბიჭმა(Robert Thompson, Jon Venables) მოიტაცა. სურათზე ვხედავთ თუ როგორ აქვს ჩაკიდებული ჯეიმსის ხელი ერთ-ერთ მათგანს . სამწუხაროდ, ბიჭებმა ბავშვი ჯერ აწამეს შემდეგ კი 10კილოგრამიანი რკინის ხელკეტით მოკლეს. ბავშვებმა გვამი ლიანდაგზე დატოვეს, რათა უბედური შემთხვევის ილუზია შეექმნათ. მატარებელმა ბავშვი 2 ნაწილად გაგლიჯა, იგი პოლიციამ 2 დღის შემდეგ ნახა, მკვლელები კი მალე დააკავა. აღსანიშნავია, რომ 2001 წელს ორივე მათგანი გაათავისუფლეს და ახალი იდენტობები მიცეს, რათა უზრუნველყოთ მათი უსაფრთხოები, რობერტი მალევე დააკავეს თუმცა 2011ში კვლავ გაათავისუფლეს.

 

thompson venables1


 

 

ეს კლასის ფოტო 1999 წელსაა გადაღებული, ამერიკის ერთ-ერთ სკოლაში. ზედა მარცხენა კუთხეში მოსწავლეები თითქოს იარაღს უმიზნებენ კამერას, ამაში უცნაური არაფერია, თუმცა , სინამდვილეში, მათგან ორმა იმავე წელს, რამდენიმე კვირაში სკოლაში მასობრივი ხოცვა მოაწყო. Eric Harris  და Dylan Klebold 17-18 წლისები იყვნენ, მოკლეს 12 სკოლის მოსწავლე და 1 მასწავლებელი, მრავალს კი სერიოზული ჭრილობები მიაყენეს. ინტერნეტში ამ კადრების ამსახველი ვიდეოცაა გავრცელებული. (X)

 

მსგავსი ამბები

Back to top button