ახალი ამბებიგასართობისაკითხავი

მეცნიერებმა აღმოაჩინეს უძველესი ქალაქი რაპტა, ანუ აფრიკული ატლანტიდა


სამი წლის წინ აკვალანგისტმა ალან სატონმა ტანზანიის სანაპირო ზოლის თავზე ფრენისას შეამჩნია უცნაური ქვები წყალში. არქეოლოგებს დასჭირდათ სამი წელი, რომ ეპოვათ ეს ჩაძირული ნანგრევები და არქეოლოგებმა მართლაც იპოვეს ცნობილი სავაჭრო ქალაქი სახელად რაპტა.


ითვლება, რომ ეს უძველესი ქალაქი იყო აფრიკის პირველი მეგაპოლისი, რომელიც ცნობილი იყო თავისი უზარმაზარი ბაზრებით და მეტალის ნაკეთობებით. ეს მეგაპოლისი იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალაქი. აფრიკული ქალაქი მოხსენიებულია ცნობილი ეგვიპტელი გეოგრაფის წიგნში “გეოგრაფია”, რომელიც ირწმუნება, რომ ამ ქალაქის არსებობა უძველეს რომში ცნობილი იყო 2000 წლის წინ – ახალი წელთაღრიცხვით 50 წელს.

ქალაქი რაპტა უეცრად და უკვალოდ გაქრა 1600 წლის წინ. არქეოლოგები ეძებდნენ დაკარგულ ქალაქს წლების განმავლობაში. მეცნიერები ცდილობდნენ აეწყოთ თავსატეხი, მაგრამ ვერანაირად ვერ ახერხებდნენ ქალაქის ადგილმდებარეობის გამოცნობას.

საბედნიეროდ, აკვალანგისტმა შეამჩნია საპორტო ქალაქის ნანგრევები, რომელიც ითვლება აფრიკულ მეგაპოლისად და ეგვიპტის და რომის სავაჭრო პარტნიორად, მაგრამ რახან რაპტა გაქრა 1500 წლის წინ, ამიტომაც ცოტა რამაა ცნობილი რაპტას კულტურის შესახებ ასევე მისი დაცემის შესახებ.

ჯერ-ჯერობით არ არსებობს იმის ოფიციალური დასტური, რომ ეს ზუსტად არის ის ქალაქი რაპტა, მაგრამ ჯერ არსებული შედეგები ტოვებენ იმის იმედს, რომ ეს ნამდვილად რაპტაა. როდესაც ალან სატონმა პირველად შეამჩნია ქალაქი, მან გადაიღო ფოტო, მაგრამ მხოლოდ მერე მიხვდა თუ რა იპოვა მან.

საბოლოოდ აკვალანგისტი დაბრუნდა ტანზანიაში და შეეცადა ქალაქის პოვნა. მას ეს არ გამოსდიოდა სამი წლის განმავლობაში, რადგან ამ რეგიონში ხშირად იმღვრევა წყალი, მაგრამ საბოლოოდ აკვალანგისტს იღბალმა გაუღიმა და იპოვა ჩაძირული აფრიკული მეგაპოლისი.

სატონმა ვერ დაუჯერა საკუთარ თვალებს: მან ფსკერზე დაინახა წარმოუდგენლად უზარმაზარი ქვიური წრე, რომელიც სავარაუდოდ იყო დიდი ზომის მოედნის ფუნდამენტი. ფუნდამენტის მთელ პერიმეტრზე იყო ათასობით ბლოკი, როგორც ჩანს ეს ბლოკები ათასი წლის განმავლობაში ჩამოცვივდა ფუნდამენტიდან, ამ ყველაფრის შემდეგ მეცნიერებმა დაათვალიერეს უძველესი ნანგრევები და საბოლოოდ დაასკვნეს, რომ ეს არის ის უძველესი ქალაქი რომლის პოვნაც მათ ასე ძაან უნდოდათ.

არქიტექტურას აშკარად ეტყობა რომაული გავლენა. ეს ადასტურებს იმას, რომ ამ ქალაქის ასაკი ემთხვევა დროის იმ პერიოდს როდესაც რაპტა იყო მეგაპოლისი და ყვაობდა, როგორც ეს მტკიცდება უძველეს ჩანაწერებში.

დღეს მეცნიერები მთელი მსოფლიოდან ცდილობენ აღადგინონ არტეფაქტები, რომლებიც დაამტკიცებენ, რომ ერთ დროს დიდებული ქალაქი იყო აფრიკის მდიდრული მეტროპოლია, მაგრამ ეს არის ძალიან რთული დავალება. არქეოლოგებს მოუწევთ ძაან ღრმად ჩაყვინთვა, რომ ფსკერიდან ამოიტანონ არტეფაქტები.

ჯერ-ჯერობით დღემდე არაა დადასტურებული, რომ ეს უძველესი ნანგრევები ნამდვილად რაპტაა. იმისათვის, რომ გაარკვიონ რომელ ქალაქს ეკუთვნის ეს ნანგრევები მათ მოუწევთ დიდიხნით მუშაობა.

არსებობს მინიშნებები, რომ ქალაქი აშენებული უფრო “კაპიტალურად” ვიდრე სხვა უძველესი ნანგრევები, რომლებიც შენახული იქნა ამ ქვეყანაში, რაც მიანიშნებს უცხოურ გავლენას. მიაგნეს თუ ვერა მეცნიერებმა რაპტას საკითხავია, მაგრამ მათ ნამდვილად აღმოაჩინეს უძველესი სავაჭრო მეგაპოლისი.

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close