არქივი

საბინო არანა – უცნობი ლიდერი

Sabino Arana in Larrinaga prison, 1895

არსებობენ ლიდერები, რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებენ კონკრეტული ადამიანისა თუ  კაცობრიობის ცხოვრებაში. ცვლიან მათ შეხედულებებსა და სულისკვეთებას.ერთ-ერთ ასეთ ლიდერად არის მიჩნეული საბინო არანა. ადამიანი, რომელიც აღიარებულია ბასკების ნაციონალიზნმის  ფუძემდებლად.  პიროვნება, რომელმაც ბასკებს  თვითრწმენა დაუბრუნა და  თავისუფლებისთვის ბრძოლა ასწავლა.

1886-1893 წლებში არანამ  გამოსცა რამოდენიმე ლინგვისტური, ისტორიული და ლიტერატურული ნაშრომი, სწორედ ამ ნაწარმოებებმა მისცა  დასაბამი  ბასკების ნაციონალური მოძრაობის ჩამოყალიბებას. იგი  ბასკებისა და ესპანელების ნაციონალურ  განსხვავებებზე ამახვილებდა ყურადღებას. ხაზს უსვამდა ბასკების უნიკალურ ენას „ეუსკერას“, მათ განსაკუთრებულ  ეთნიკურ მახასიათებლებს, რასას, რელიგიას, კულტურულ ტრადიციებსა და ისტორიულ სუვერენიტეტს.

1492 წელს ბასკების ტერიტორია ნავარას სამეფოს შეუერთდა, შემდგომში კი დღევანდელი ესპანეთის  ნაწილი გახდა.  ბასკების უნიკალური  იდენტობის გათვალისწინებით  ესპანელმა და ფრანგმა  მონარქებმა  ბასკებს განსაკუთრებული  სტატუსი და უფლებები მიანიჭეს, რათა დაცულიყო  მათი კულტურა და შენარჩუნებულიყო  ადგილობრივი პოლიტიკური ავტონომია.

1876 წელს 1832-39  და 1872-79 წლებში  (during Carlist Wars) ესპანეთში განვითარებული  მოვლენების შედეგად, მადრიდის ცენტრალურმა  ხელისუფლებამ  ჩამოართვა  ბასკებს სპეციალური სტატუსი.

1895 წლის 31 ივლისს, საბინო არანამ დაარსა  ბასკების  ნაციონალური პარტია (PNV), რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენდა  ბასკების  უფლებების და ეროვნული თავისუფლების დაცვა.  ამ მოვლენამ  ბასკების  ნაციონალიზმი შეცვალა პოლიტიკური ერთეულით.

ერთიანი ესპანური რესპუბლიკის შექმნის  მიზნით ფრანკოს რეჟიმმა აკრძალა ბასკურ ენაზე საუბარი, ახლად დაბადებული  ბავშვებისათვის ბასკური სახელების დარქმევა  და მკაცრად შეზღუდა პოლიტიკური პარტიების არსებობა მთელი ესპანეთის ტერიტორიაზე.  ფრანკოს მცდელობამ ძალისმიერი მეთოდით გაენადგურებინა  ბასკების კულტურული იდენტობა, სრულიად საწინააღმდეგო შედეგი გამოიღო.

ბასკებმა განსაკუთრებით შეიგრძნეს თავისი განსხვავებული ეთნიკური ნიშნები. სიმბოლური და ფიზიკური ძალადობის ეპოქამ უბიძგა ბასკებს ძალადობის კულტურის განვითარებისაკენ.

არანა იყო  ბასკური ენის დამცველი ყველა საზოგადოებაში, მიუხედავად ციხეში გატარებული წლებისა. ის იყო 600-ზე მეტი სტატიის ავტორი, რომელთა მეშვეობითაც აქტიურად ეწეოდა ბასკური ენის პროპაგანდას. შექმნა პოლიტიკური მოძრაობა, სახელმწიფო სიმბოლიკა (დროშა, ჰიმნი, სახელმწიფოს სახელწოდება).

 

წყარო : 4motivi.com

teo tavdishvili

just think more..

მსგავსი ამბები

Back to top button