კრეატივისაკითხავისასარგებლო

ადამიანის წარმოშობის საკითხი მითებსა და მეცნიერებაში

ათასწლეულების მანზილზე ქმნილი ნაირგვარი მითები ადამიანის წარმოშობის შესახებ მოკვდავთ უხსნიდნენ მათ ადგილსა და როლს სამყაროში,მათ დამოკიდებულებას მერთების,დანარჩენი ქმნილებებისა და ერთმანეთისადმი.ყველა ეს გადმოცემა ჰგავს კიდეც ერთმანეთს და მკვეთრად განსხვავდება კიდეც ერთიმეორისაგან.

შუამდინარული მითოსის თანახმად ერთ–ერთი უძველესი და საყოველთაოდ ცნობილი კოსმოგონური ეპოსი ადამიანის წარმშობაზე “ენუმა ელიში” შუამდინარეთში სემიტური წარმომავლობის ხალხის,აქადელების წიაღში იშვა.

“ქალღმერთი თიამათი და მისი თანამეწყვილე ქინგუ შუამდინარელ ღმერთებს აუჯანყდნენ.ღმერთებმა საშველად ახალგაზრდა,ძლიერ ღმერთს მარდუქს უხმეს.მარდუქსმა სასტიკად დაამარცხა ძველი წესრიგის წინააღმდეგ ამხედრებული ღვთაებები. “ენუმა ელიშს”თანახმად,გამარჯვებულმა ღმერთებმა დამარცხებულ ღვთაებათა სისხლისაგან ადამიანები შექმნეს.თიამითის სხეულისაგან მარდუქმა სამყარო შექმნა ხოლო ქინგუს სისხლისაგან მან კაცთა მოდგმა შექმნა.გამარჯვებულმა ღმერთებმა გადაწყვიტეს,რომ დამარცხებულ ღმერთთა შორის ერთერთი მსხვერპლად შეწირულიყო და მისგა კაცი შექმნილიყო.შებორკეს ქინგუ,ეას მიუყვანეს,ცოდვილად შერაცხეს,სისხლი ამოართვეს,მისი სისხლისაგან კაცთა მოდგმა შექმნეს,ღმერთების სამსახური დააკისრეს.მაშნ განისვენეს ღმერთებმა.ამიტომ ამბობდნენ ბაბილონელები,კაცის სხეულშ ცოდვილი და მოჯანყე ღმერთების სისხლი ჩქეფსო და ამიტომაც არის კაცთა მოდგმა თავისავე საზიანოდ ცოდვილი.”

ინდოეთმა,მსოფლიო ცივილიზაციის ამ ერთ–ერთმა უძველესმა კერამ,არაერთი მითი შემოგვინახა.ეპიკური ნაწარმოები “რიგვადა”ადამიანთა გაჩენის შემდეგ ვერსიას გვთავაზობს “პურუშა” იყო პირველკაცი.ვინ შობა იგი,როგორ დაიბადა,ვინ იყო მისი გამჩენი–უცნობია.ან რა დააშავა ისეთი,რომ ღმერთებმა განიზრახეს მისი დაკვლა–არც ამაზეა პასუხი.
პურუშა იყო ათასთავიანი,ათასთავა,ათასფეხა ბმბერაზი ადამიანი,რომელიც ფარავდა მთელ დედამიწას და ცას.როცა რმერთებმა სამყაროს შექმნა გადაწყვიტეს,მათ პურუშა დააბეს,როგორც სამსხვერპლო პირუტყვს აბამენ,და დაკლეს მსხვერპლად.ამ მსხვერპლიდან წარმოიშვა ჰიმნები და საგალობლები,მუსიკალური ჰანგები,წარმოიშვნენ ცხენები და ის ცხოველები,რომელთაც კბილები ორ რიგად აქვთ ჩამწკრივებული,ხარები,თხები და ცხვრები.როცა პურუშა დაკლეს,ის ასო ასო დაანაწილეს და მისგან სამყაროს სხვადასხვა ნაწილები შეიქმნა:სულისგან–მთვარე,თვალისაგან–მზე,ბაგეთაგან–ღმერტები,ინდრა და აგნი,მისი სუნთქვისაგან–ცა,ჭიპისაგან–ატმოსფერო,თავისაგან–ცა,ფეხებისაგან–მიწა,ყურებისაგან–ქვეყნის მხარეები.ასე მოაწყვეს ღმერთებმა სამყარო.”

გერმანულ–სკანდინავიური მითოსიდან
მითი იმირის შესახებ სკანდინავიური მითოსის ძირითადი კოსმოგონური მითია.ამ მითის მიხედვით გოლიათი იმირი ჭარხლის ლღობისას წარმოიქმნა.ამავე დროს წარმოიქმნა ძროხა აუდუმლა,რომელმაც იმირი თავისი რძით გამოკვება.შემდგომშ იმირის იღლიებიდან ქალი და კაცი დაიბადნენ,ხოლო ფეხებიდან–კიდევ ერთი ვაჟი.სკანდინავიური მითოსის მთავარმა ღმერთმა ოდინმა და მისმა ძმებმა იმირი მოკლეს.მისი სხეულიდან მიწიერი სამყარო შეიქმნა.იმირის სხეული გახდა დედამიწა,სისხლი–ზღვები,ძვლები–მთები,ქალა–ზეცა და თმები ტყეები,წამწამებისაგან აიგო მიდგარდი–ადამიანებით დასახლებული დედამიწის ნაწილი.

თანამედროვე საზოგადოება ყველაზე უკეთ მაინც ადამიანის წარმოშბის ბიბლიურ ვერსიას იცნობს,რომელიც ძველ აღთქმაშია გადმოცემული.ამ ვერსიის თანახმად,ღმერთი ადამიანს ქმნის “მსგავსად თავისა თავისა”

XVIII საუკუნის მიწურულამდე მითები ინფორმაციის ერთადერთი წყარო იყო ადამიანთა წამოშობაზე.საზოგადოებას ვერც წარმოედგინა და არც სურდა მოესმინა რაიმე განსხვავებული აზრი ამ საკითხის შესახებ.არავინ ცდილობდა,ეპოვა ადამიანის წარმოშობის დამადასტურებელი ფაქტობრივი მასალა,ვიდრე ევროპაში ასპარეზზე არ გამოვიდა ბუნებისმეტყველთა და ფილოსოფოსთა მთელი ჯგუფი.

ადამიანის წარმოშობის ევოლუციონისტური ვერსია
XVIII საუკუნის შუა ხანებში რამდენიმე ევროპელი ფილოსოფოსი და ბუნებისმეტყველი დაუპირისპირდა სიცოცხლის ფორმატა წარმოშობის ბიბლიისეულ ვერსიას.მათ იმდენი მსგავსება დაინახეს განსხვავებულ სახეობებს შორის,რომ ეჭვი შეეპარათ თითოეული ამ სახეობის დამოუკიდებელ წარმომავლობაში.მაგრამ ისინი რეალურად ვერ ახერხებდნენ ამ პროცესის ახსნას,რომლის წიაღშიც ეს მსგავსება–განსხვავებანი განვითარდა. მაგალითად,მუხლუხო პეპლად გარდაიქმნებოდა,თავკომბალა ბაყაყად. საბოლოოდ ჩარლს დარვინმა და ალფრედ რასელ უოლესმა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად სახეობათა ბიოლოგიური ევოლუციის ახალი თეორეა ჩამოაყალიბეს და დარვინის ცნობილმა ნაშრომმაა “სახეობათა წარმოშბა ბუნებრივი სელექციის გზით” გარკვეულ წილად შეცვალა კაცობრიობის აზრი საკუთარი წარმოშობის შესახებ.

დარვინის აზრით,ყოველ ორგანიზმში თვითგადარჩების,გამრალებისა და კონკურენციის თვისებამ საფუძველი ჩაუყარა სელექციას.ყოველი სახეობის რაოდენობა იზრდება მანამდე,სანმ ეკოლოგიური ნიშა ბოლომდე არ შეივსება.რაოდენობის ზრდის ამგვარ პიროებში გადარჩებიან ის,ვინც უკეთესად ეგუება კონკრეტული ეკოლოგიური ნიშის პირობებს,დანარჩენები კი განწირული არიან გადაშენებისათვის.სახეობებს სიგნით ყოველთვის არსებობს მცირე განსხვავებანი:ზოგიერთი უფრო მაღალია,ზოგი კი დაბალი.ზოგის შეფერილობა ნათელია,ზოგიერთის კიდურები უფრო მძლავრადაა განვითარებული,ზოგისაც არა.განსხვავებების მატარებელ იმ წარმომადგენლებს,რომლებიც იბრძვიან გადასარჩენად ნებისმიერ ეკოლოგიურ ნიშაში,დიდი ალბათობა აქვთ,იცოცხლონ და თავიანთი განსხვავებები შთმომავლებს მემკვიდრეობით გადასცენ,დანარჩენები იღუპებიან.დარვინმა ამ პროცესს ,,ბუნებრივი სელექცია”უწოდა.
ევოლუციონისტური ვერსიის თანახმად,ბუნებრივი გადარჩევა ისეთ მაღალგანვითარებულ ფორმებში,როგორიცაა ადამიანი,უფრო მარტივი,ნაკლებად ადაპტირებული ორგანიზმებიდან დაიწყო. 1871 წლს დარვინმა გამოაქვეყნა ნაშრომი ,,ადამაინთა წარმოშბა” სადაც კიდევ უფრო განავრცო ადამიანის ევოლუციის საკუთარი არგუმენტი: “ადამიანი წარმოიშვა უფრო დაბალგანვითარებული ფორმებისაგან.” იმ დროიდან მოყოლებული დაიწყო იმ დამაკავშრებელი რგოლის ძებნა,რომელიც შუალედური საფეხური უნდა ყოფილიყო ადამიანებსა და ადამიანის მსგავს მაიმუნებს შორის.

ინფორმაციის ნაწილი : khatiasite.wordpress.com

loading...

მსგავსი ამბები

Close
Close