გასართობისაკითხავისასარგებლო

მაგიური რეალიზმის ნიშნები ბორხესის მოთხრობებში


მაგიური რეალიზმი მეტად საინტერესო და უცნაური მიმდინარეობაა. ხშირად ის სიურეალიზმშიც კი ერევათ, მაგრამ ეს ორი მიმდინარეობა სრულიად განსხვავებულია. სიურეალიზმისას ვხვდებით არარსებულ საგნებსა თუ მოვლენებს, მაგრამ ვიცით რომ ისინი არარეალური და მხოლოდ ჩვენი წარმოსახვის ნაწილია. მაგიურ რეალიზმშიც შევხვდებით არალეარულ მოვლენებს, მაგრამ მაშინ გვეცოდინება, რომ იგი რეალურია. მაგიურ რეალიზმში შეზავებულია მითები, ლეგენდები, კულტურა და ტრადიციები იმ ქვეყნისა, საიდანაცაა მწერალი. თუკი ჩვენთვის უცხო და ამორალურია ადამინის მოკვლა, მაგიურ რეალიზმში ეს ჩვეულებრივი მოვლენა იქნება და დიდ ყურადღებას არც არავინ მიაქცევს. ასეთი მოთხრობების კითხვისას ჯობს უკან გადავდოთ ჩვენი მორალური პრინციპები, რადგან თუკი ასე არ მოვიქცევით, ჩვენთვის სრულიად უცხო დარჩება მათი სამყარო.

მაგიური რეალიზმისათვის დამახასიათებელია რამდენიმე დეტალი. ესენია:
• სისასტიკე
• ეროვნების იდენტიფიცირება
• სოციალური საკითხი
• არარეალური მოვლენები
პირველი მოთხრობა, რომლის გარჩევასაც ვაპირებ, ზღვარგადასულ სისასტიკეზეა. მისი სათაურია „მკვდარი კაცი“. ესაა ამბავი ადამიანზე, რომლისათვის მკვლელობა ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორც ჩვენთვის დილით გაღვიძება. სიკვდილი მისი ხიფათით აღსავსე ცხოვრების განუყიფელი ნაწილია. იგი მუდამ მისი თანამდევია, მაგრამ ოტალორას სიკვდილის სულაც არ ეშინია. თითქოს მასთან პირი ჰქონდეს შეკრული და ხელშეუხებლობის პირობა ჩამორთმეული. სიკვდილი მისი ცხოვრების ეტაპების განსამზღვრელია. მისი იარაღიდან გასროლილი ტყვია, ან ჩაცემული დანა იწვევს ოტალორას ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასვლას. პირველმა მკვლელობამ იგი სამშბლოს მოსწყვიტა, მაგრმა „პაწია ჩხვლეტას გრძნობს სინდისის მხრიდან იმის გამო, რომ ბუენოს აირესი არ ენატრება“. ეს კაცი ვნებებისგანაა დაცლილი. მისი მამოძრავებელი ძალა მხოლოდ შურია. შური იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც შეიფარა და სამუშაო მისცა. მას უნდა ის, რაც აქვს ბანდეირას და უკან არაფერზე დაიხევს, რათა ამას მიაღწიოს. სწორედ მეორე მკვლელობამ მიიყვანა იგი ბანდეირამდე, მესამემ კი მასთან დაახლოვა. დაახლოებასთან ერთად იზრდებოდა შურიც. „ქალი, მოსართავები, ცხენი: აი ატრიბუტები კაცისა, რომლის განადგურებასაც ოტალორა აპირებს“. საბოლოოდ იგი მიაღწევს თავის მიზანს. გაანადგურებს მის მფარველს, დაიკავებს მის ადგილს და აისრულებს ოცნებას. მაგრამ მისი ბოლო არ ყოფილა ბედნიერი დასასრული (ან იქნებ ბედნიერიც იყო). იგი „მოკვდა ისევე, როგორც ცხოვრობდა, ანუ ტყვიამ განგმირა“. ოტალორას შურდა ბანდეირასი, მაგრამ რატო დავივიწყეთ ის ფაქტი, რომ შესაძლოა ოტალეროსიც შურდა ვინმეს. მისი გამბედაობის, მოხერხებულობის. ოტალორას არ მისცეს საშუალება ეცხოვრა იმ ცხოვრებით, რომელსაც ესწრაფოდა, არ აცალეს გამარჯვებით ტკბობა. „სუარესი ისვრის – თითქმის ღიმილით“. ასე მთავრდება მოთხობა, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ სუარესიც ბედნიერია, რადგან ახლა იგი ოტაროალს ადგილს დაიკავებს. არ შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ ერთი მხარე, რადგან ჩვენ ჩაკეტილ წრეში ვცხოვრობთ და სურვილები, რაც სხვების მიმართ გაგვაჩნია, შეიძლება სხვებსაც ჰქონდეთ ჩვენ მიმართ. იქნებ სუარესისაც შურთ და მასაც იგივე ბედი მოელის. ვინ იცის, ვინ იცის.

მოთხრობაში „ფუნესის მეხსიერება“ რამდნეიმე დეტალი გამოიკვეთა, რომელიც მაგიური რეალიზმისთვისაა დამახასიათებელი. პირველ რიგში ესაა ეროვნების იდენტიფიცირება. მთხრობელი პირველივე გვერდზე გვეუბნება, რომ არგენტინელია, მაგრამ აშკარად იგრძნობა, რომ ის ამით არ ამაყობს – „სამწუხაროდ, მე არგენტინელი ვარ“. თავადვე განსაზღვრავს იმ მანკიერ თვისებებს, რომელიც მისი ერისთვისაა დამახასიათებელი. მომდევნო ესაა სოციალური საკითხი, სადაც ის ოცდაცამეტ ურუგვაელ პატრიოტზე გვესაუბრება. მათ ფიცი ჰქონდათ დადებული, რომ, რადაც არ უნდა დაჯდომოდათ, თავიანთ სამშობლოს იხსნიდნენ. მათ გადაცურეს მდინატრე პლეითი, რათა ურუგვაი ესპანელებისაგან გაეთავისუფლებინათ. მათი სიმამაცე ყოვლად წარმოუდგენელი იყო, ამიტომ სამხრეთ ამერიკის მითოლოგიამ მათი სახელი უკვდავყო.
მესამე დამახასიათებელი დეტალი არარეალურობაა. ეს მოთხრობა ერთგვარი უძილობის მეტაფორაა. როდესაც ადამიანი ჯანმრთლელი იყო, ის თითქოს მუდმივი ძილის ფაზაში იმყოფებოდა. რეალურად ვერ აღიქვამდა ვერაფერს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის ხეიბარი გახდა, მისთვის სამყაროს შეცნობისათვის ახალი კარი გაიღო. ძილი უძილობამ ჩაანაცვლა. მისი გონება მუშაობდა იმაზე კარგად, ვიდრე მთელი კაცობრიობისა ერთად. ახლა მისი სიზმრები „ისეთია, როგორიც სხვების მღვიძარე საათები“. მას შეუძლია გონებაში აღიდგინოს თითოეული ფოთოლი, რომელიც კი ოდემე უნახავს. დახეიბრება ერთგავრი მსხვერპლი იყო იმისათვის, რომ ეს უნარი შეეძინა. მაგრამ ეს უნარი, გარდა იმისა, რომ საოცარია და არავის აქვს მთელს დედამიწის ზურგზე, სხვა ადამიანის სიცოცხლესაც მნიშვნელობას სძენს. ფუნესთან საუბარი და დაუჯერებელი ამბის შემსწრები ადამიანი ქმნის ნაწარმოებს, რომლის საფუძველიც „ნახევარი საუკუნის წინანდელი დიალოგია“.

„წრიულ ნანგრევებში“ იკვეთება კიდევ ერთი, ბორხესისეული ლიტერატურისათვის დამახასიათებელი დეტალი, როგორიც დროისა და სივრცის არევაა. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, მისი პერსონაჟები ამ განზომილებების მიღმა ცხოვრობენ. რთულია გაარჩიო ზუსტი ადგილი სადაც ისინი იმყოფებიან. დრო კი ისე უეცრად გადის, შესაძლოა სულ ორ სტრიქონში ათწლეულები გავიდეს, მომდევნო სტრიქონებში კი შემდეგი ათასწლეული. გარდა მიღმიერ სამყაროში ცხოვრებისა, იმის გარჩევაც კი შეუძლებელია თუ რომელ სამყაროში ცხოვრობენ პერსონაჟები- რეალურ თუ გამონაგონ. შეიძლება კითხულობდე, კითხულობდე და უცებ ყველაფერი შეტრიალდეს. ვერც კი გაიგებ სად გაქრა რომელიმე პერსონაჟი, ნამდვილი იყო იგი თუ სიზმრისეული მოჩვენება. მაგრამ გგონიათ ეს ყველფერია? – არა. სიზმარი კვლავ გრძელდება, მაგრამ დანამდვილებით არ ვიცით ის სიზმარია თუ არა.
ბორხესისათვის ჩვეულებრივ ამბავს წარმოადგენს აღწეროს არარეალური სამყარო. სამყარო, სადაც დღეში ოცი ან ოცდაერთი საათი ძილი ნორმალური ამბავია. ეს ამბები ხდება ისეთ ადგილას, რომლის შესახებ არავინ არაფერი იცის. იქ მხოლოდ ტაძრებია, რომლებიც ემსახურება ღმერთს. ღმერთი კი მათთვის ცეცხლია. და არ იკითხავთ ამდენი ძილი რა საჭიროა? პროტაგონისტს სურს თავისი სიზმრების სამყაროდან გადმოიყვანოს რომელიმე ფანტომი, მაგრამ არა ნებისმიერი. იგი დაკვირვებით არჩევს ღირსეულ კანდიდატს, მაგრამ ამას სჭირდება დრო. დრო, რომელიც ელვისებურად მიიჩქარის და დაცდას არ აპირებს. გადის წლები და ათწლეულები, მაგრამ არ ჩანს ღირსეული კანდიდატი. მაგრამ როცა გამოჩნდება, იგი ქრება. ჩვენ ვერ ვხვდებით იგი სიზმარი იყო თუ ნამდვილი. ბორხესი არ წერს იმისათვის, რომ გავიგოთ ზუსტი პასუხები. მას უყვარს, როდესაც თავის გმირებსა და მკითხველებს ეთამაშება. მოსწონს, როდესაც სწორედ ამ დაფიქრებისთვის აჩერებს წამს. კითხულობ მის მოთხრობებს და ვერ ხვდები, დაიჯერო ის, რასაც კითხულობ, თუ უნდა ელოდე კიდევ სხვა რამეს.
„წრიული ნანაგრევები“ მაგიური რეალიზმისათვის დამახასიათებელ მკვეთრად გამხატულ დეტალს შეიცავს. ესაა სისასტიკე. მაშ, რა ვუწოდე იმ ქმედებას, როდესაც ადამიანი თავის ძილში ქმნის მეორე ადამიანს და ამზადებს იმისათვის, რომ ამ სამყაროში გადმოიყვანოს. ეს იგივეა ქანდაკება გააცოცხლო, მაგრამ იგი არასდროს გახდება ადამიანი. მას არ ექნება გრძნობები, მაგრამ ექნება პრივილეგიები, რაც მას სხვებისაგან გამოარჩევს. როდესაც იგი თავის ძალებს შეიცნობს, შესაძლოა უკუღმა დაგვიბრუნდეს ჩვენი სურვილები. ნუთუ ექიმი ფრანკენშტეინის მაგალითი არ გვაძლევს ამაზე დაფიქრების საშუალებას. თავისივე შექმნილი მას აუმხედრდა. უცნაურია, როდესაც გარკვეული ქმედება ერთდორულად დამღუპველიცაა და საოცარიც. იმის მცდელობა, რომ შექმნა შენივე მსგავსი, ფატალურ შედეგებამდე მიგვიყვანს. მაგრამ როდესაც ქმნი, თავად მაღლდები. რადგან შენ რომ არა, არ იარსებებდა შენი შექმნილი. მას არ ექნებოდა არავითრი მნიშვნელობა, რადგანაც იგი უბრალოდ არ იქნებოდა.
„ჩემ მიერ ჩასახული ჩემი ვაჟი მელოდება. ის არ იარსებებს, თუ მე არ მივაკითხავ“.
რეალურ სამყაროში გადმოსვლა მას ადამიანად არ აქცევს. იგი მხოლოდ სხვა ადამიანის სიზმრის პროექციად იქცევა. მაგრამ რა ვიცით, იქნებ ჯერ ჩვენ არ აღმოგვიჩენია ჩვენი პრივილეგიები. იქნებ ჩვენც სხვისი სიზმრის ფანტომები ვართ.

loading...
თეგები
Close
Close